• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, July 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

დასასრული

11 years ago
კატეგორია: მკითხველის ბლოგი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

289af985-6c21-4c2a-8fe5-96df28437691

დილით, როგორც კი კარი გავიხურე და კიბეებზე დავეშვი, ორი შეტყობინება მომივიდა. ერთი ჩემს მეზობელს ეკუთვნოდა, რომელიც მთხოვდა, დავლოდებოდი და უნივერსიტეტში ერთად წავსულიყავით, მეორე – მეგობარს, რომელიც შემდეგ სიტყვებს მწერდა: „რა არის დასასრული?“. არ მეუცნაურა ერთი შეხედვით უცნაური კითხვა. გეგა ფილოსოფიის ფაკულტეტზე სწავლობს და ალბათ  მორიგი შეტევა აქვს. ისე, ვიღაცამ ხომ უნდა იფიქროს კაცობრიობის თავსატეხებზეც? გამეღიმა… იქვე, სადარბაზოს კიბეზე ჩამოვჯექი და მეზობლის მოლოდინში კედლის თვალიერება დავიწყე. ორ აგურს შორის  გაბმულ ობობას ქსელში უიმედოდ ფართხალებდა ბუზი. რაც უფრო მეტად ცდილობდა თავის დაღწევას, მით უფრო მეტად იხლართებოდა მათემატიკური სიზუსტით მოქსოვილ ბადეში.

ობობა ფრთხილად უახლოვდებოდა მას. უცნაური თვალები ჰქონდა. ის დღე გამახსენდა, ჩემი ყოფილი შეყვარებულის ახლანდელი შეყვარებული, რომ შემეჩეხა ვიწრო გასასვლელში. წამით შევხედე, მაგრამ მკაფიოდ დავინახე, როგორ გაუფართოვდა გუგები, როგორ აემღვრა თვალები. რატომღაც მეგონა, იმ წუთას ნაწილებად ჩემი დაშლა სურდა. ეს შეგრძნება უცნაურად მესიამოვნა. იმიტომ კი არა, რომ შურისძიება ან ფარული მტრობა იყო შუაში ან თავში არა! უბრალოდ, სასიამოვნო იყო, რომ შემეძლო, შვიდად და აუღელვებლად მეყურებინა ადამიანისთვის, რომელსაც ებრიცებოდა ნაკვთები, ემღვრეოდა თვალები, უთრთოლდებოდა ტუჩები, ინგრეოდა ფსიქიკურად, შემდეგ გამეღიმა და ის მიმხვდარიყო, რომ მე ყველაფერს მივხვდი, მისი თითოეული აზრი წავიკითხე და, ამის გამო, კიდევ უფრო გაცოფებულიყო… მარი ჩამოვიდა და ფიქრებიდან სწრაფად გამოვერკვიე…

ლექციები გვიან დამიმთავრდა. ფეხით წამოვედი. გონებაში ნაცნობი შეგრძნება შემოვიდა. დავაკვირდი, მაშინ მოდის ხოლმე, როცა დაღლილი ვარ და ბრძოლის თავი არ მაქვს. როგორც იტყვიან,  მომენტით სარგებლობს. გეგას შეტყობინება გამახსენდა და დავფიქრდი..

პირველად მაშინ დასრულდა, გრძელი თმა რომ ძალიან მოკლედ შემჭრეს, ღრმა ბავშვობაში. მეგონა, აღარასდროს გაიზრდებოდა… დასასრული იყო ის დღე, პირველი სამიანი რომ  მივიღე მათემატიკაში და ის დღეც, ბიჭმა, რომელიც მომწონდა, ყვავილები რომ სხვა გოგოს აჩუქა მესამე კლასში… უფრო დიდი დასასრული იმ დღეს იყო, სახლში რომ მოვედი და ბებია აღარ დამხვდა… უცნაური დასასრული იყო სკოლის დამთავრება. მაშინ კარგად ვერ მივხვდი, მაგრამ წელს რომ გავიარე და და ჩემ ნაცვლად სხვები იდგნენ აჭრელებული მაისურებით, მივხვდი, მართლა დასრულდა.  არა, არ მწყენია, მაგრამ  თავი მაინც გავაქნიე უსიამოვნო ფიქრების ამოსაყრელად. სულ დამავიწყდა, კინაღამ დასასრული იყო, რამდენიმე წლის წინ სწრაფადმომავალმა მანქანამ რომ ფეხებთან დამიმუხრუჭა. იმ დასასრულის ყველაზე მეტად შემეშინდა.. ახლა, ღამღამობით, სხვა დასრულებისაც მეშინია ხოლმე, მაგრამ ამაზე არ გვინდა…

სადარბაზოში შევედი. იმ კიბეზე შევჩერდი, დილას რომ ვიჯექი. ობობას ქსელში გაბმული ბუზი აღარ ფართხალებდა. მომეჩვენა, რომ „ის“ ჩვეულებრივზე მეტად მსუბუქი იყო. ობობა სხვა კუთხეში გადასულიყო. „კიდევ ერთი დასასრული“ გავიფიქრე და კიბეს ავუყევი.

სახლში შევედი. მკაფიოდ მესმის დედაჩემის ხმა, რომელიც ჩემს დას უხსნის მათემატიკურ ფუნქციებს; ვხედავ მამას, რომელიც ოთახიდან ოთახში დარბის და თავის სახაზავს ეძებს, რომელიც „გაქრა“; მირეკავს მეგობარი, რომელიც ხვალინდელ პრეზენტაციაზე მეკითხება რაღაცას; ღრიალებს ტელევიზორი, რომლისთვისაც არავის სცხელა და ვხვდები, რომ რაღაც შეიცვალა… ის  შეგრძნება წავიდა…

ახლა ზუსტად ვიცი, რაც უნდა გავაკეთო… ვიღებ ტელეფონს, ვხსნი ფილოსოფოსი გეგას ფილოსოფიურ შეტყობინებას და სწრაფად ვკრეფ სიტყვებს: „დასასრული? ის, რაც ახლა ყველაზე ნაკლებად მინდა“

ანა ვარდოსანიძე

Share1Tweet1

ახალი ამბები

“პირველი დაბადების დღე უთქვენოდ… აუტანელია ეს ყველაფერი…“ – ბაღდათში სტიქიის შედეგად დაღუპულ ტყუპ დებს დღეს 15 წელი შეუსრულდებოდათ
ახალი ამბები

“პირველი დაბადების დღე უთქვენოდ… აუტანელია ეს ყველაფერი…“ – ბაღდათში სტიქიის შედეგად დაღუპულ ტყუპ დებს დღეს 15 წელი შეუსრულდებოდათ

04/27/2024
გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში პირველკლასელს ტანსაცმელი გახადეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს
ახალი ამბები

დაპირისპირება პირველკლასელებს შორის | რას ამბობენ ბათუმის სკოლაში მშობლის მიერ გავრცელებულ მძიმე ინფორმაციაზე?

02/27/2024
საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები საქართველოში საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ
ახალი ამბები

საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები საქართველოში საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ

11/29/2023
ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა
ახალი ამბები

ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა

11/10/2023
“ბავშვს ყოველთვის უნდა ვუთხრათ, რომ გვიყვარს, მაშინაც კი როცა გვაბრაზებს” – ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილის რჩევები
ახალი ამბები

“ბავშვს ყოველთვის უნდა ვუთხრათ, რომ გვიყვარს, მაშინაც კი როცა გვაბრაზებს” – ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილის რჩევები

10/14/2023
ნილ არმსტრონგი – სული შემეკრა და ავტირდი
ახალი ამბები

ნილ არმსტრონგი – სული შემეკრა და ავტირდი

10/16/2023

საინტერესო

ამერიკული კომპანია ,,სარაჯიშვილს“ მილიონობით ლარს ედავება

13 years ago

გიორგი კვირიკაშვილი: “ჩვენ შემუშავებული გვაქვს ახალი ინიციატივები და გეგმები”

10 years ago

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

12 years ago
ზიარების საიდუმლოს მნიშვნელობა

ზიარების საიდუმლოს მნიშვნელობა

6 years ago

ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026

15 ივლისს ვლაქერნობაა. წელიწადში მხოლოდ ერთხელ, მორწმუნეები ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი საგანძურის, ღმრთისმშობლის სამოსლის სანახავად, მთელი საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან...

მეტის ნახვაDetails
იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

07/15/2026
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

07/14/2026
„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

07/14/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • 15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ 07/15/2026
  • იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა 07/15/2026
  • „პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება 07/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by