• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, October 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საქართველოს პოტენციალი ექსტრემალურ ტურიზმში

11 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
„მზად არის ზამთრის საიმიჯო კლიპი, რომელიც „ეურონიუსზე“ იტრიალებს“ – გიორგი ჩოგოვაძე
5
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ტურიზმი, ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ  მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დარგი გახდა და ყოველწლიურად უფრო მეტად მოთხოვნადი ხდება, რაც, შესაბამისად მის განვითარებასა და ზრდას განაპირობებს.

საქართველო, თავისი ბუნებრივი და ისტორიული ღირსშესანიშნაობებით თანდათან იმკვიდრებს მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე ადგილს. ჩვენი ქვეყნის პოტენციალი, ასე თუ ისე, ფართო მასებისთვის ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად არის ჩაბმული საქართველოს პოპულარიზაციაში, რაც, თავისთავად, გულისხმობს საერთაშორისო მოთხოვნების კვლევას და მათ  შესაბამისად განვითრებას, ტურისტული დანიშნულების ადგილების თანამედროვე სტანდარტებით მოწყობასა და სხვადასხვა სიახლეების დანერგვას. ამ დარგის განვითარება კი ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა, ტურიზმი ცნობილია, როგორც ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტი.

მსოფლიოს ტურისტულ ბაზარზე, ბოლო პერიოდში, აქტუალური გახდა სათავგადასავლო, კერძოდ, ექსტრემალური ტურიზმი, რომლის შეთავაზების პრივილეგია, პირველ რიგში, ისეთი ბუნებრივი პირობების მქონე ქვეყნებს შეუძლიათ, როგორიც საქართველოა. დღესდღობით, ერთ-ერთ პოპულარულ ექსტრემალურ პროდუქტად შეგვიძლია ჯომარდობა მივიჩნიოთ, რომელიც 2003 წლიდან მომხმარებელს ევროპაში ყველა საჯომარდო კლუბისთვის აუცილებელ ნეოპრენის საჯომარდო აღჭურვილობით სთავზობს მომსახურებას. ექსტრემალურ ტურიზმთან დაკავშირებით უფრო დეტალურად, „თბილისი თაიმსს“ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ბატონი გიორგი ჩოგოვაძე ესაუბრა.

cgogovadze giorgi

რა მდგომარეობაა საქართველოში ექსტრემალურ ტურიზმთან მიმართებით – არსებობს თუ არა ტურიზმის ამ მიმართულების საქართველოში განვითარების რაიმე გეგმა და, თუ არსებობს, როდიდან დაიწყება მასზე მუშაობა?

– საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქვეყნის ტურისტულ რესურსებსა და პოტენციალზე დაყრდნობით აქტიურად მუშაობს რამოდენიმე სტრატეგიული ტურისტული პროდუქტის განვითარებაზე. მათ შორის არის სათავგადასავლო ტურიზმი, რომლის ერთ-ერთი მიმართულება ექტრემსაც უკავშირდება. ადმინისტრაცია სისტემატიურად ახორციელებს კვლევით სამუშაოებს, რაზე დაყრდნობითაც აგეგმარებს ტურისტულ მარშრუტებს, ანვითარებს მარკირებასა და სხვადასხვა მცირე ინფრასტრუქტურას, ქმნის სარეკლამო-საინფორამაციო მასალებს, როგორიცაა რუკები, გზამკვლევები, საინფორმაციო დაფები და ბროშურები. ამ ეტაპისთვის ექსტრემალური ტურიზმის მიმართულებით დამუშავდა ალპინისტური, საწყალოსნო (კაიაკი, კანიონინგი) და სპელეო ტურისტული პროდუქტები. აღნიშნული ტურისტული გზამკვლევები და რუკები ხელმისაწვდომია ქვეყნის მასშტაბით ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებში სხვადასხვა ენაზე და როგორც შიდა ასევე საერთაშორისო ტურისტს შეუძლია ისარგებლოს სრულიად უფასოდ.

არსებობს თუ არა ადგილობრივ ბაზარზე ტურიზმის ამ მიმართულებაზე მოთხოვნა? რა ტერიტორიები მოიაზრება ექსტრემალური ტურიზმის განვითარებისთვის და დააკმაყოფილებს თუ არა ეს ტერიტორიები როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ტურისტთა მოთხოვნებს?

– მსოფლიოში არსებული ტენდენციის მიხედვით ტურისტები უპირატესობას ანიჭებენ გამოცდილებაზე/თავგადასავალზე დაფუძნებული ტურისტული პროდუქტის მოხმარებასა და ახალი ადგილების აღმოჩენას. ამ კუთხით საქართველოს უპირატესობა გააჩნია, იმიტომ, რომ ის მოგზაურებისთვის ჯერ კიდევ უცნობი ადგილია მრავალფეროვანი ლანდშაფტით. საქართველოს ტერიტორია საშუალებას იძლევა სხვადასხვა ექსტერმალური სპორტის განვითარებისთვის – სამთო/ალპინისტური კუთხით კავკასიის მთიანეთი, საწყალოსნო ტურიზმის კუთხით – წყალუხვი და სწრაფი მდინარეები – რიონი, მტკვარი, ხობისწყალი, თერგი.. სპელეო ტურიზმისთვის კი შესანიშნავ პირობებს ქმნის დასავლეთ საქართველო (სამეგრელო, რაჭა)

თუ არის განსაზღვრული რომელიმე ქვეყნა, რომლის ანალოგის გადმოტანა შეიძლება მოხდეს ექსტრემალური ტურიზმის მიმართულებით?

– ნებისმიერი მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინება ყოველთვის სასურველია, თუმცა ანალოგიური გამოცდილებების პირდაპირ გადმოტანა საქართველოში არ არის მიზანშეწონილი სხვადასხვა ეკონომიკური, სოციალური თუ გეოგრაფიული მიზეზთა გამო. ექტრემალური ტურიზმის მიმართულებაც თავისთავში აერთიანებს სხვადასხვა სახეობებს, რომელსაც განვითრების ინდივიდუალური სპეციფიკა გააჩნია და კომპლექსურად უნდა იქნას განხილული. ექსტრემალური ტურიზმი ერთ კონკრეტულ ქვეყანასთან არ ასოცირდება. ტურიზმის ადმინისტრაცია პერიოდულად თანამშრომლობს უცხოელ სპეციალისტებთან ერთად და იზიარებს მათი ქვეყნის მაგალითს. წელს ტურიზმის ადმინისტრაციამ დაასრულა მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც გულისხმობდა ველო პარკების მშენებლობას გუდაურსა და ბაკურიანში. სხვადასხვა სირთულის ველო მარშრუტებისა და უნარ-ჩვებების პარკის განვითარებაში ადმინისტრაციამ ითანამშრომლა სლოვენიელ სპეციალისტებთან ერთად. ასევე, ადმინისტრაცია იყენებს იტალიურ გამოცდილებას საწყალოსნო ტურიზმის მიმართულებითაც-საქართველოს წელს ესტუმრნენ იტალიელი სპეციალისტებიც, რომელთა დახმარებითაც მოხდა სამეგრელოში კანიონინგის მარშრუტების განვითარება.

ექსტრემალური ტურიზმი გათვლილი თუ იქნება შშმ პირთათვის და, კონკრეტულად, რა სახით დააკმაყოფილებთ შშმ პირთა მოთხოვნებს?

– მიმდინარე წელს მთავრობის მიერ მიღებული რეგლამენტის თანახმად ნებისმიერი სახის ინფრასტრუქტურა უნდა იყოს ადაპიტრებული შეზღუდული შესაძლებლოების მქონე პირთართვის.  აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება ტურიზმის მიმართულებითაც.  ყველა სახის ინფრასტრუქტურა რომელიც განვითარდება ექსტრემალური ტურიზმის ფარგლებში ხელმისაწვდომი იქნება შშმ პირთათვის. ამ ეტაპისთვის ტურიზმის ადმინისტრაცია ადაპტირებულ გარემოს ქმნის მცხეთაში, ქალაქის ძირითადი ღირშესანიშნაობები ხელმისაწვდომი გახდება შშმ პირთათვის, რაც კულტურული ტურიზმის შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

ტურიზმის ამ მიმართულებისთვის გამოყოფილი და შემუშავებული თუ არის ბიუჯეტი?

– ტურისტული პროდუქტისა და მცირე ინფრასტრუქტურის განვითარების სამმართველოს, რომელიც პასუხისმგებელია აღნიშნული ტურსიტული პროდუქტის განვითარებაზეც, განსაზღვრული აქვს ყოველწლიუ ბიუჯეტი და სამოქმედო გეგმა.

მარიამ ტაკაშვილი

Share2Tweet1

ახალი ამბები

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა
ახალი ამბები

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი
ახალი ამბები

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს
ახალი ამბები

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს
ახალი ამბები

შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა

10/12/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე – დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, უფლის შეწევნით, ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული

10/12/2026

საინტერესო

მოსამართლე თამაზ ურთმელიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე არ გამოცხადდა

11 years ago
„ლოქდაუნის“ სურვილი არ გვაქვს, მაგრამ ამის ფუფუნებას არ გვაძლევს პანდემია – ეკატერინე ტიკარაძე

„ლოქდაუნის“ სურვილი არ გვაქვს, მაგრამ ამის ფუფუნებას არ გვაძლევს პანდემია – ეკატერინე ტიკარაძე

5 years ago
ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ წითელუბანში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა

ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ წითელუბანში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა

11 years ago
“სარჩელების ჩანაცვლებები ქურდულად, შეპარებით, მალულად არ უნდა ხდებოდეს” – მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე: ფრაქციების დამატება დეპუტატებთან მეტი ურთიერთობებისთვის მოხდა

9 years ago

ახალი ამბები

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა
ახალი ამბები

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურში 22 წლის სალომე ნანუაშვილს გლოვობენ. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი დილით, საწოლიდან წამოდგომის დროს მოულოდნელად გარდაიცვალა....

მეტის ნახვაDetails
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა 10/14/2026
  • „ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი 10/13/2026
  • ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს 10/12/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by