• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მარჯვენასაჭიანი ავტომობილები გაძვირდა – ავტო იმპორტიორი კომპანიების პროგნოზები

11 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია აიკრძალება
6
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოში აქტიურად განიხილება  მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შეზღუდვის შესახებ კანონის მიღების აუცილებლობა. შსს–ს ინიციატივას საზოგადოების ნაწილი მიემხრო, თუმცა გამოჩნდნენ მოწინააღმდეგეებიც. საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის მიზეზი, მათი რაოდენობის გაზრდა გახდა, განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ მედიასთან საუბრისას. საზოგადოების ნაწილი აპროტესტებს სამომავლო ცვლილებებს და მოითხოვს  ამ  ინიციატივის გადახედვას, რადგან მიიჩნევენ, რომ მოსახლეობა  დაზარალდება.

არჩილ თალაკვაძეინიციატივის  წარდგენასთან ერთად გაჩნდა სხვადასხვა მოსაზრება იმის თაობაზ, თუ რატომ გახდა ქვეყანაში ყველაზე აქტუალური პრობლემა მარჯვენა საჭიანი ავტომობილების არსებობა. „მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რაოდენობა კრიტიკულად იზრდება. მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ ჟენევის კონვენციით, ჩვენ გვაქვს ვალდებულება აღებული და შესაბამისად, ვიცავთ მას. ქვეყანა მარცხენასაჭიანი ავტომობილების მოძრაობაზეა გათვლილი და ინფრასტრუქტურაც შესაბამისადაა მოწყობილი“, – აცხადებს თალაკვაძე ჟურნალისტებთან საუბრისას.

მინისტრის განცხადებით,  ცვლილება იმ ავტომობილებსაც შეეხება, რომლებსაც საჭე კუსტარულად აქვთ გადატანილი.

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების სამომავლო რეგისტრაციიის აკრძალვასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი დააფიქსირა ავტომრბოლელმა მევლუდ მელაძემ.

მევლუდ მელაძე“მიუხედავად იმისა, რომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამაზე ჩვენი (შსს, არასამთავრობოები, სპეციალისტები და სხვა) შეხედულებები რამდენიმე საკითხში გაიყო (განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა, რომ არ ვეთანხმები მარჯვენა საჭიანების რეგისტრაციის სრულ აკრძალვას), ვფიქრობ კარგია, რომ ამ მიმართულებით მუშაობა რაღაც ფორმით მაინც დაიწყო და ვიმედოვნებ პროგრამაში გათვალისწინებულია მომავალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა,“ – წერს მელაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე. ასევე  იგი აცხადებს, რომ მიესალმება პროგრამის ფარგლებში საგზაო მონიშვნების და საგზაო ნიშნების სასწრაფო წესით გაკეთებას და არსებულების კორექტირებას.

ავტოიმპორტიორი„თბილისი თაიმსი„ ავტოსადილერო კომპანია – „Strada Auto center-ს” დაუკავშირდა. კომპანიის წარმომადგენელმა მხოლოდ მცირე კომენტარის გაკეთება ისურვა და ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.

კომპანიის მენეჯერი გიორგი ღლონტი: „ავტომობილებზე ფასების ცვლილება არ ფიქსირდება, ამ ეტაპზე მოთხოვნაც ნარჩუნდება. შსს–ის ინიციატივა უარყოფითად აისახება იმ კომანიებზე, რომელთა შემოსავლის წყაროს ეს მიმართულება წარმოადგენდა.“

„თბილისი თაიმსი“ ასევე დაუკავშირდა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირება სთხოვა  ავტო იმპორტიორ კომპანია – „Autocom Japan-ს“.

ავტოიმპორტიორი„Autocom Japan-ის“ გაყიდვების მენეჯერი ბექა დიასამიძე: „შექმნილმა სიტუაციამ დააზარალა, როგორც მომხმარებელი ასევე კომპანიები. ძალიან ბევრი ადამიანი უკვე ადგილზე ჩამოყვანილ მანქანზე ამბობს უარს,  რადგან მოსახლეობა შეშინებულია ახალი რეფორმის გამო, ამიტომ ფერხდება კომპანიის მუშაობა და დიდ ზარალსაც ვნახულობთ. დღესდღეობით დაახლებით 7 000-მდე ადამიანია დაკავებული მსგავსი ბიზნესით. პრობლემა შეექმნა ყველა კომპანიას გარდა იმ კომპანიებისა, რომლებიც ამერიკის ბაზარზე მუშაობენ. მათთვის ხელსაყრელიცაა მსგავსი სიტუაცია. პირადად ჩემი გაყიდული მანქანების პრაქტიკიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ იაპონური მანქანების ფასები 1100 დოლარიდან იწყება. 2 000-3 000 დოლარად შეგიძლია იყიდო ძალიან კარგ მდგომარეობაში მყოფი ახალი მანქანა, რაც შეეხება ამერიკულ ბაზარს ამ ფასად   დაახლოებით 20 წლის ან უფრო მეტი ასაკის მანქანის ყიდვას შეძლებ, ეს კი, დიდ პრობლემებთანაა დაკავშირებული. განბაჟების დაბეგვრის შემთხვევაში კი უკვე იტყვიან, რომ  მხოლოდ ახალი მანქანები უნდა შემოიყვანონ. ნელ–ნელა მარჯვენასაჭიანი მანქანების ფასიც იზრდება. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ეკოლოგიური თვალსაზრისითაც იაპონური მანქანები უფრო მისაღებია , რადგან გაცილებით ნაკლები გამონაბოლქვი აქვს, ამასთანავე უფრო გამართულებიც არიან,“ – ბექა დიასამიძე.

ჩვენ დავინტერესდით იმ მოქალაქეების მოსაზრებით, რომლებიც ახალ ინიციატივას  აპროტესტებდნენ აქციებზე.

თბილისში ორი გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა, სადაც ჯამმში 3000-მდე ავტომობილი იყო მობილიზებული. ძირითადი მოთხოვნა იყო იმ კონკრეტული პუნქტის გაუქმება რომლითაც განბაჟება იკრძალება. აქციები მიმდინარეობა როგორც თბილისში, ასევე  ქუთაისში, ფოტში, ზუგდიდში, გორში, რუსთავში და სხვა ქალაქებში.

აქცია„შ.ს.ს–ს ახალი ინიციატივების პაკეტი, ზოგადად მისასალმებელია. ძირიდათად საუბარია მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, მაგრამ არის კონკრეტული პუნქტები რომლებიც არანაირ კავშირში არ არის ჩვენს უსაფრთხოებასთან, ერთ–ერთი ასეთი პუნქტი არის მარჯვენა საჭიანი ავტომობილების გამბაჟების აკრძალვა, მოგეხსენებათ ასეთი ავტომობილების 90 %-ის შემოდინება ხდება იაპონიიდან, იაპონური ავტომობილები არის ბევრად იაფი, ეკოლოგიურად სუფთა და წლოვანებით ახალგაზრდა, იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი დაამტკიცებს ამ კანონს, ჩვენს ქვეყანაში გაჩნდება ტენდენცია, რომ ევროპიდან და ამერიკიდან დაიწყება ბევრად ძველი და გაუმართავი ავტომობილების შემოდინება, რადგან ახალი ავტომობილების ფასი სოციალურად დაბალი ფენისთვის არ არის მისაწვდომი და რა თქმა უნდა ეს არათუ გაახლებს ავტოპარკს არამედ პირიქით,“ – აცხადებს მარჯვენასაჭიანი ავტომობილების  მომხრეთა  საორგანიზაციო ჯგუფის წევრი  გურამ ზურაბაშვილი.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს კონკრეტული გადაწყვეტილება არის კონსტიტუციის  21-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევა სადაც საუბარია საკუთრების, მისი შეძენის და განკარგვის უფლების გაუქმებაზე. თუ მოქალაქეებს არ მიეცემა საშუალება დაარეგისტრირონ მათ მიერ შეძენილი ავტომობილი პირდაპირ დაირღვევა კონსტიტუციური უფლება.

მარიამ ფანჩულიძე

Share2Tweet2

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში შიდა-ქართლის რეგიონში ახალი ხეხილის ბაღი გაშენდა

8 years ago
“პრეზიდენტს არ აქვს უფლება, ჩაერთოს კანონშემოქმედებით საქმიანობაში”

ირაკლი კობახიძე: უმრავლესობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს

9 years ago
კახეთში  საფლავები გაძარცვეს

კახეთში საფლავები გაძარცვეს

8 years ago
იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასები არ მოიმატებს

იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასები არ მოიმატებს

9 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by