• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ყველაფერი დამოკიდებულია წამის მეასედებზე“ – 3 რეკორდის მფლობელი თემო კობახიძე

10 years ago
კატეგორია: პერსონა, სპორტი
A A
„ყველაფერი დამოკიდებულია წამის მეასედებზე“ – 3 რეკორდის მფლობელი თემო კობახიძე
8
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ცურვა ერთ-ერთია სპორტის იმ სახეობათაგან, რომელშიც ქართველები საკმაოდ  წარმატებულად ასპარეზობენ. ჩვენს ირგვლივ, ბევრი საინტერესო და ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომელთაც სპორტის ამ სახეობაში წარმატებას როგორც საქართველოს ისე, მსოფლიოს მასშტაბით მიაღწიეს, თუმცა, ბევრ მათგანს საზოგადოება ნაკლებად იცნობს. ეს არის სპორტის სახეობა, სადაც  წამის მეასედს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ის შენი ცხოვრების მომავალს განსაზღვრავს.

ახალგაზრდა მოცურავე, თემო კობახიძე არაერთი რეკორდის, ოქროსა და ვერცხლის ჯილდოს მფლობელია. ის წარმატებული მოცურვის კარიერას, სწავლას უთავსებს. სპორტსმენი პარალელურად ეკონომისტის პროფესიას ეუფლება, თსუ-ს მესამე კურსის სტუდენტია. მიაჩნია, რომ წარმატების განმსაზღვრელი ფაქტორი – მონდომება და სურვილია.

„თბილისი თაიმსი“ ახალგაზრდა სპორტსმენს – თემო კობახიძეს მის წარმატებებზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

12286114_1043043215727578_1212886994_n

რამდენი წლის იყავით, როდესაც ცურვაზე შეხვედით? რამ განაპირობა თქვენი ამ სპორტის სახეობით დაინტერესება?

– ექიმის რჩევის, მშობლების სურვილისა და მონდომების შემდეგ ცურვაზე სიარული 8 წლის ასაკში დავიწყე. სწორედ აქ დაიწყო სპორტში ჩემი კარიერა.

რამდენად დიდი წვლილი მიუძღვის ოჯახს თქვენს წარმატებაში?

– ოჯახის წვრილი ჩემს წარმატებაში საკმაოდ დიდია. მამაჩემმა გადაწყვიტა ჩემი ცურვაზე მიყვანა. ყოველთვის, ყველაფერში მეხმარებოდნენ ოჯახის წევრები, დღესაც ოჯახის ყველა წევრი გვერდში მიდგას, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფინანსურად.

ძირითადად  ცურვის რომელ სახეობაში ასპარეზობთ?

– ჩემი ცურვის ძირითადი სტილი არის ბატერფლაი, მაგრამ ხშირად თავისუფალ ყაიდაშიც გამოვდივარ და ბრასით ცურვაშიც. ერთ-ერთი რეკორდი დავამყარე სწორედ ბრასით ცურვაში.

12312571_1043043132394253_615373649_n

თუ გახსოვთ რა იყო თქვენი პირველი წარმატება?

– პირველი წარმატება, 2011 წელს თურქეთის ქალაქ ტრაბზონში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი იყო, სადაც საქართველოს სახელს წარმოვადგენდი მარტო მე. ამ შეჯიბრზე, პირველად შევძელი სპორტის ოსტატობის ნორმატივის შესრულება 100 მეტრ ბატერფლაით ცურვაში და რაც მთავარია გავხდი პირველი ქართველი მოცურავე, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ, ამ შეჯიბრზე გავიდა ფინალში. ასევე ეს  ჩემთვის იყო პირველი საერთაშორისო შეჯიბრი, რაც ორმაგად წარმატება იყო ჩემთვის.

ცნობილია, რომ 2006 წელს თქვენ იყავით ერთ–ერთი იმ მოზარდებს შორის, რომელმაც გააცოცხლა ძველი ქართული ცურვის უნიკალური სახეობა „ხელფხშეკრული კოლხური“ გადაცურეთ თბილისის ზღვა, რამდენად რთული იყო თქვენთვის ეს ასპარეზობა და რა დრო დაგჭირდათ მის შესასწავლად, მოსამზადებლად?

– 2006 წელს ხუთმა ბავშმა გადავცურეთ თბილისის ზღვა „ხელფეხშეკრული კოლხურით’’, ეს იყო მეორე მასშტაბური გადაცურვა. მანამდე 2005 წელსაც ჩატარდა. საკმაოდ რთული იყო ეს გადაცურვა, რადგან დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ვცურავდი და ოთხ ადგილას ვიყავი შეკრული, მაგრამ ყველაფერი კარგად დამთვრდა, ხუთივემ გადავცურეთ.

ამ ცურვის შესასწავლად დაახლოებით დამჭირდა 1 წელი. ცურვის ეს სახეობა ბატონმა ჰენრი კუპრაშვილმა გვასწავლა და მისივე დამსახურებაა ჩვენი წარმატება. ასევე კიდევ რამდენიმე ძველი ქართული ცურვის სტილი არსებობს, რომელიც შევისწავლეთ ამ ერთ წელიწადში, მაგრამ აქედან ყველაზე რთულია – „ხელფეხშეკრული კოლხური“ ცურვა.

12248637_1043043162394250_2034913752_nბევრი რეკორდისა და ოქროს მედლის მფლობელი ხარ. მოგვიყევი თქვენს მიღწევებზე? ჯილდოებზე?

– ვარ საქართველოს 3 რეკორდის მფლობელი: 50 და 100 მეტრ ბატერფლაით ცურვაში და 50 მეტს ბრასით ცურვაში. 50 მეტრ ბატერფლაით ცურვაში რეკორდი მოვხსენი 2012 წელს უკრაინის ჩემპიონატზე და მას შემდეგ ეს რეკორდი გავაუმჯობესე 5-ჯერ. 100 მეტრ ბატერფლაიში რეკორდი დავამყარე 2013 წელს დუბაიში, ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე და მას შემდეგ გავაუმჯობესე 3-ჯერ, ხოლო 50 მეტრ ბრასით ცურვაში რეკორდი ასევე დუბაიში დავამყარე 2013 წელს. რაც შეეხება ოქროს მედლებს, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ვარ, ასევე გერმანიის, ჰოლანდიის, ჩეხეთის, ბელორუსიის, გაერთიანებული ემირატების, საბერძნეთის და რუმინეთის საერთაშორისო შეჯიბრებების პრიზიორი. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო 2014 წელს დუბაიში გამართული საერთაშორისო შეჯიბრში გამარჯვება, რადგან დავამარცხე უნგრელი ევროპის ჩემპიონი.

არის თუ არა დაინტერესება სახელმწიფოდან და რამდენად უწყობს ხელს იგი ცურვის განვითარებას?

– სახელმწიფოს მხრიდან დაინტერესება არის, მაგრამ ვფიქრობ, ეს არ არის საკმარისი. 2012 წლის შემდეგ, უფრო დიდი ხელშეწყობა გვაქვს მაგრამ მეტია საჭირო. უცხო ქვეყნებთან,  შედარებით ძალიან ცუდი პირობები გვაქვს. ასეთ პირობებში, რთულია კონკურენცია გაუწიო განვითარებულ ქვეყნებს, რომელთაც დიდი დაფინანსება აქვთ.

რა დროს უთმობთ  ვარჯიშს,  გაქვთ თუ არა თავისუფალი დრო და როგორ ატარებთ მას?

– ვარჯიშს ძალიან დიდი დრო მიაქვს. დღეში ორი ვარჯიში გვაქვს, რაც ჯამში დაახოებით 6 საათზე მეტი გამოდის. რა თქმაუნდა, ამდენი ვარჯიშის შემდეგ დასვენებაც საჭიროა, ამას ემატება უნივერსიტეტი, ამიტომ ბევრი თავისუფალი დრო არ მაქვს. თუ მრჩება დრო, ვცდილობ  მეგობრებთან ერთად ცოტა განვიტვირთო.

რამდენად რთულია  წარმატების მიღწევა ცურვაში? რა სირთულეების გადალახვა მოგიწიათ?

– ჩემი აზრით, ცურვა ერთ-ერთი ყველაზე რთული სპორტია წარმატების მისაღწევის კუთხით, რადგან ყველაფერი დამოკიდებულია წამის მეასედებზე. ასევე ვარჯიში ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც ძალიან რთულია, რადგან ვერავის ეკონტაქტები, ცურავ მარტო და ლაპარაკიც არ შეგიძლია. დღეში ვცურავთ დაახლოებით – 10-12 კილომეტრს ზოგჯერ მეტსაც. გვაქვს დღეში ორი ვარჯიში, დილის 7 საათზე და შემდეგ საღამოს. ასევე ტრენაჟორებზე ვვარჯიშობთ და საერთო ჯამში ძალიან რთულია. ისედაც აღიარებულია, რომ ცურვა  ყველაზე რთული სპორტის სახეობებში – მეორე ადგილზეა.

12309192_1043043252394241_1336277065_n

რას გვეტყვით სამომავლო გეგმებზე, რა არის  თქვენი მიზანი?

– რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ამჟამად ვემზადები ოლიმპიური ლიცენზიის მოსაპოვებლად. მოგეხსენებათ, 2016 წელს ბრაზილიაში ტარდება ოლიმპიადა და იქ მოსახვედრად საჭიროა ლიცენზიის მოპოვება.

რას ურჩევდით ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ პროფესიონალი და წარმატებული მოცურავეები გახდნენ?

მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ახალგაზრდისთვის, რომლებსაც სურს გახდეს წარმატებული და საკუთარი საქმის პროფესიონალი, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია  მონდომება. არასოდეს არ უნდა დაეზაროს  ვარჯიში, მოტივირებული უნდა იყოს, უნდა ფიქრობდეს საკუთარ წარმატებაზე და ყველაფერს უნდა აკეთებდეს ამისათვის. მონდომებითა და დაუღალავი შრომით თითოეული დიდ წარმატებას  მიაღწევს.

მარიამ ფანჩულიძე

fb-share-icon
Tweet
Share3Tweet2

ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა
ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა

12/02/2025
,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს

11/08/2025
დაკავებულია 28 წლის კაცი, რომელიც 16 წლის გოგოს თბილისის საროსკიპოში მეძავად ამუშავებდა
ახალი ამბები

დაკავებულია 28 წლის კაცი, რომელიც 16 წლის გოგოს თბილისის საროსკიპოში მეძავად ამუშავებდა

10/29/2025
მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე
ახალი ამბები

“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე

09/12/2025
“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?
ახალი ამბები

“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?

05/31/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In