• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, July 2, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

კალენდარული საკითხები ქრისტე შობის აღნიშვნის თარიღზე

11 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
კალენდარული საკითხები ქრისტე შობის აღნიშვნის თარიღზე
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

შობა კატოლიკურიდღეს საქართველოში მცხოვრები კათოლიკები ქრისტე შობის დღესასწაულს  აღნიშნავენ. ასევე 25 დეკემბერს, შობას აღნიშნავს კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, ელადის, კვიპროსის, რუმინეთის, ბულგარეთის, პოლონეთის, ალბანეთის, ჩეხეთ-სლოვაკეთის და ამერიკის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიები.

ზოგიერთი მართლმადიდებელი ქრისტიანი როგორც ევროპაში ასევე ამერიკაში მართლმადიდებელი ეკლესიის უძრავ დღესასწაულებს აღნიშნავს სხვადასხვა სამოქალაქო და საეკლესიო კალენდრული თარიღებით. მაგალითად: შობას – 25 დეკემბერს და 7 იანვარს, ხარებას – 25 მარტს და 7 აპრილს, ღვთისმშობლის მიძინებას – 15 აგვისტოს და 28 აგვისტოს; ნიკოლოზობას – 6 დეკემბერს და 19 დეკემბერს. 13 დღიანი განსხვავება გამოწვეულია მეცნიერულ-ტექნიკური მიზეზით. საეკლესიო დღესასწაულების თარიღები ერთი და იგივეა საეკლესიო კალენდარში. ამიტომ, მაგალითად, უფლის შობა, რომელსაც ზოგიერთი სამრევლო აღნიშნავს სამოქალაქო კალენდრის მიხედვით 7 იანვარს, საეკლესიო “ძველი სტილის” იულიუსის კალენდარში აღნიშნულია როგორც 25 დეკემბერი.

დასავლეთ სამყაროში მხოლოდ ერთი იულიუსის კალენდარია. თავდაპირველად ეკლესიამ იულიუსის კალენდარი მიიღო მისი ტექნიკური შეცდომების შესწორების გარეშე. შემდგომ იგი ორჯერ იყო შესწორებული: ერთხელ დასავლეთ ეკლესიის და მეორეჯერ – აღმოსავლეთ ეკლესიის მიერ. ქვემოთ მოკლედ მოყვანილია იულიუსის კალენდრის ოთხი ვერსია:

1. “თავდაპირველი” იულიუსის კალენდარი შემოღებული იყო რომის იმპერატორ იულიუს კეისრის მიერ ჩვ. წ. აღ.-მდე 45 წ. მზის წელიწადის ხანგრძლივობა (დრო, რომელიც ესაჭიროება დედამიწას რომ მზის ირგვლივ ერთი ბრუნი გააკეთოს) შეფასებული იყო როგორც 365 დღე და 6 საათი. ყოველ მეოთხე წელს ეს დანამატი, 6 საათი იკრიბებოდა ერთ დღედ, რომელსაც უმატებდნენ იმავე წელს, რის საფუძველზეც გამოდიოდა 366 დღიანი ნაკიანი წელიწადი.

ტექნიკურად, ასეთი სამოქალაქო კალენდრული წელი 11 წუთით და 14 წამით უფრო გრძელია ვიდრე მზის ბუნებრივი წელი. სწორედ ამ მცირე ცდომილებამ გამოიწვია კალენდართან დაკავშირებული ყველა პრობლემა. “თავდაპირველ” იულიუსის კალენდარში არსებული ცდომილების გამო, დროთა განმავლობაში დამატებითი წუთები და წამები დაგროვდა და ჯამში მოგვცა ერთი მთლიანი დღე, რის გამოც გაზაფხულის ბუნიობამ გადმოინაცვლა არსებული სამოქალაქო კალენდრის ადრეულ თარიღებზე. სულ დასაწყისში კი გაზაფხულის ბუნიობა “თავდაპირველი” იულიუსის კალენდრით დაიმზირებოდა 25 მარტს.

2. “ძველი სტილის” იულიუსის კალენდარი ჩვ. წ. აღ.-ით 325 წლიდან იღებს სათავეს. მეოთხე საუკუნისათვის გაზაფხულის ბუნიობა “თავდაპირველი” იულიუსის კალენდრით უკვე დაიმზირებოდა 21 მარტს. როდესაც ნიკეაში 325 წელს შესდგა პირველი მსოფლიო კრება რათა სხვა საკითხებთან ერთად პასექის დღესასწაულის საკითხიც გადაეწყვიტა, ეკლესიამ მიიღო “თავდაპირველი” იულიუსის კალენდარი და დაადგინა, რომ აღდგომის დღესასწაული უნდა აღინიშნოს პირველ კვირა დღეს, რომელიც მოსდევს გაზაფხულის ბუნიობის (21 მარტი) შემდეგ პირველ სავსემთვარეობას, და რომელიც იუდეველთა პასექისაგან დამოუკიდებელი უნდა იყოს. კრებას არ შეუსწორებია კალენდრის ცდომილება და არც გადაუწევია გაზაფხულის ბუნიობის თარიღი  25 მარტზე, როდესაც იგი თავდაპირველად დაიმზირებოდა. ეკლესიამ ფიქსირებულ ბუნებრივ მოვლენას შეუსაბამა გაუმართავი სამოქალაქო კალენდრული თარიღი და ამით თავისთვის შექმნა კალენდრული პრობლემა. “ძველი სტილის” იულიუსის კალენდარი თარიღდება 325 წლით ჩვ. წ. აღ.-ით და არა ჩვ. წ. აღ.-მდე 45 წლით, როგორც ზოგადად არის მიჩნეული.

325 წ. ეკლესიის მიერ მიღებულ კალენდარს არანაირი კავშირი არ ჰქონდა უფლის შობის თარიღის დადგენასთან.

3. “ახალი სტილის” იულიუსის კალენდარი თარიღდება 1582 წლით. XVI საუკუნისათვის გაზაფხულის ბუნიობა ”ძველი სტილის” იულიუსის კალენდრით დაიმზირებოდა უკვე 10 დღით ადრე, ანუ 11 მარტს – 21 მარტის ნაცვლად, რაც გამოწვეული იყო ”თავდაპირველ” იულიუსის კალენდარში არსებული ცდომილებით, რომელიც არ იყო შესწორებული. იმ დროისათვის არსებული უახლესი ასტრონომიული ინფორმაციის საფუძველზე, რომის პაპმა გრიგორ XIII-მ დახვეწა ”თავდაპირველი” იულიუსის კალენდარი. მისმა ასტრონომებმა შეამცირეს ნაკიანი წლების რაოდენობა, რის საფუძველზეც სამოქალაქო კალენდარით განსაზღვრული წელიწადის ხანგრძლივობა მიუახლოვდებოდა მზის წელიწადის ბუნებრივ ხანგრძლივობას. 400 წლიან პერიოდში მათ შეამცირეს ნაკიანი წლების რაოდენობა სამით და ამით წელიწადში 11 წთ და 14 წმ-იანი ცდომლიება დაიყვანეს მხოლოდ 26 წმ-მდე. ასეთი სქემის მიხედვით კი საკმაოდ დიდი დროა საჭირო, რომ 26 წამით დაგროვდეს ერთი დღე.

1582 წელს სამოქალაქო კალენდარს მოაკლეს 10 დღე, რის შედეგადაც გაზაფხულის ბუნიობის დამზერა დაუბრუნდებოდა 21 მარტს, ისე როგორც ეკლესიამ ეს დაადგინა 325 წელს. ეს “ახალი სტილის” იულიუსის კალენდარი ცნობილია როგორც გრიგორიუსის კალენდარი და გამოიყენება დასავლეთ ეკლესიის მიერ როგორც უძრავი ასევე მოძრავი დღესასწაულების აღნიშვნისათვის.

4. “შესწორებული” იულიუსის კალენდარი თარიღდება 1923 წლით. 1582 წლიდან მოყოლებული გაზაფხულის ბუნიობა ”ახალი სტილის” იულიუსის კალენდრით დაიმზირებოდა 21 მარტს. XVII ს.  ”ძველი სტილის” იულიუსის კალენდრით გაზაფხულის ბუნიობას ადგილი ჰქონდა 11 მარტს, XVIII ს. – 10 მარტს, XIX ს. – 9 მარტს და XX ს. – 8 მარტს, ანუ 13 დღით ადრე.

იმავე საუკუნეებში, “ძველი სტილის” იულიუსის კალენდრით 25 დეკემბერი შეესაბამებოდა “ახალი სტილის” იულიუსის კალენდრის 4 იანვარს XVII საუკუნეში, 5 იანვარს XVIII საუკუნეში, 6 იანვარს XIX საუკუნეში, და 7 იანვარს XX საუკუნეში – 13 დღით უფრო გვიან. ბუნებრივია, იგი შემდგომ გახდება 8 იანვარი – 14 დღით უფრო გვიან.

XX საუკუნეში ეკლესიამ სცადა კალენდრული პრობლემის გადაჭრა. კერძოდ, 1923 წელს კონსტანტინეპოლში მართლმადიდებელ ეკლესიათა კონფერენციამ დახვეწა ცდომილებიანი “თავდაპირველი” იულიუსის კალენდარი. ტექნიკური შესწორებები დიდად არ განსხვავდებოდა 1582 წელს მიღებული შესწორებებისაგან. ნაკიანი წლების რაოდენობის შემცირება მოხდა 900 წლიან პერიოდში და ამით ცდომილება წელიწადში დაყვანილ იქნა 2.2 წმ-მდე, რაც საკმაოდ ზუსტი მიახლოებაა. ასეთი სქემის მიხედვით გაზაფხულის ბუნიობა დაიმზირება 21 მარტს დაახლოებით 40 000 წლის განმავლობაში.

იმისათვის, რომ გაზაფხულის ბუნიობა დაებრუნებინათ უკან 21 მარტზე, კალენდრიდან ამოიღეს 13 დღე. 2800 წლამდე იულიუსის კალენდრის ორივე ვერსია – “ახალი” და “შესწორებული” სტილი სრულიად დაემთხვევა ერთმანეთს. ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებს მიეცათ საშუალება მიეღოთ იულიუსის კალენდრის ეს ვარიანტი. ზოგმა მიიღო და ზოგმა – არა. ასე, რომ  “შესწორებული” იულიუსის კალენდარი არ წარმოადგენს ბოროტი ძალის მოქმედების შედეგს.

 წყარო: orthodoxtheology.ge

სოფიკო ნინიკაშვილი

Share1Tweet1

ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება

07/01/2026
შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026
პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად. უფალმა გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული
ახალი ამბები

პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად. უფალმა გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული

05/25/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

სააპელაციო სასამართლომ განაჩენის გადასინჯვის პირველი გადაწყვეტილება მიიღო და მსჯავრდებული გაამართლა

სააპელაციო სასამართლომ განაჩენის გადასინჯვის პირველი გადაწყვეტილება მიიღო და მსჯავრდებული გაამართლა

10 years ago
“არა, კოვიდისშემდგომი, ბუნებრივი იმუნიტეტი ყოველთვის არაა აცრის შემდგომ იმუნიტეტზე უფრო ძლიერი…” – ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი

“არა, კოვიდისშემდგომი, ბუნებრივი იმუნიტეტი ყოველთვის არაა აცრის შემდგომ იმუნიტეტზე უფრო ძლიერი…” – ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი

5 years ago

სომხეთის პრემიერი გადადგა

12 years ago

პაატა ზაქარეიშვილი: ჩემთვის მისაღებია, რომ სოფელ მოხეში, სადავო შენობაში ბიბლიოთეკა განთავსდეს”

12 years ago

ახალი ამბები

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად
ახალი ამბები

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026

პატარა ბინაში ავეჯის შერჩევა მხოლოდ გემოვნების საკითხი არ არის. ხშირად ერთი სივრცე ერთდროულად ასრულებს რამდენიმე ფუნქციას: სამზარეულო, სასადილო ზონა, სამუშაო...

მეტის ნახვაDetails
არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

07/01/2026
საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

07/01/2026
„მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით…“ – გიგა ავალიანის დედა ეკატერინა ივანიშვილის წერილზე

„მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით…“ – გიგა ავალიანის დედა ეკატერინა ივანიშვილის წერილზე

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად 07/01/2026
  • არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს 07/01/2026
  • საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა 07/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by