როგორც საქათველოს საპატრიარქოდან “თბილისი თაიმსსა” აცნობეს, 21 იანვარს, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II მართმადიდებლურ ეკლესიათა მეთაურების დიდი და წმინდა კრების წინა შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად შვეიცარიაში, ჟენევაში გაემგზავრა.
საპატრიარქოს იფორმაციით, მართმადიდებლურ ეკლესიათა მეთაურმა ბართლომეოს I-მა სხდომა ჟენევაში, შამბეზის ცენტრში რიგი გარემოებების გათვალისწინების გამო გადაიტანა. აქ მოხდება პრობლემური საკითხების ხელახალი განხილვა და მომავალი კრების დღის წესრიგის განსაზღვრა.
“სხდომებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ დაესწრებიან ანტიოქიის და პოლონეთის ეკლესიათა მეთაურები, ასევე ელადის (საბერძნეთის) მთავარეპისკოპოსი. ისინი დელეგაციებს აგზავნიან და მათი სახით იქნებიან წარმოდგენილნი. შეხვედრა ექვს დღეს გასტანს და 28 იანვარს დასრულდება.”-ნათქვამია საპატრიარქსო განცხადებაში.
უწმინდესის ოფიცილაური თანმხლები პირები არიან: ზუგდიდის და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარშენიძე) – საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარე; გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა); პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე; ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე); ბერი ანთიმოზი (ჯავახიშვილი).
სოფიკო ნინიკაშვილი