რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე გახდა. გოჩა სვანიძემ რაგბის კავშირის პრეზიდენტობის არჩევნებზე 35 ხმა, ილია ზედგინიძემ კი, 32 ხმა მიიღო.
რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის, სულ 2 კანდიდატი, კავშირის გამგეობის წევრი გოჩა სვანიძე და საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ილია ზედგინიძე იბრძოდა.
რაგბის კავშირის ახალმა პრეზიდენტმა პოსტი 4 წლით დაიკავა. მანამდე ამ თანამდებობას გია ნიჟარაძე იკავებდა.













