• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, May 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სახალხო დამცველი გადაცემა „პროფილის“ ტელე-ანონსს ეხმიანება

10 years ago
in საზოგადოება
A A
უჩა ნანუაშვილი მთავარ პროკურატურას წინადადებით მიმართავს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

nanuashviliსაქართველოს სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ს გადაცემა „პროფილის“ ტელე-ანონსში ბავშვთა  თვითმკვლელობის შემთხვევებისა და თვითმკვლელობის რისკის მქონე არასრულწლოვანთა საკითხების გაშუქებასთან დაკავშირებით.

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის ფაქტების გაშუქების დროს აუცილებელია შესაბამისი საერთაშორისო ეთიკური და სამართლებრივი სტანდარტების დაცვა.

დასახელებულ შემთხვევაში, არასრულწლოვანთა სუიციდის მედიაში გაშუქების მეთოდები  ეწინააღმდეგება გაეროს ბავშვის უფლებების კონვენციის (CRC) მე–3 და მე–17 მუხლებით დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებს, რომელთა საფუძველზეც აღიარებულია ბავშვთა უფლება მასობრივი ინფორმაციის საშუალებით ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე და არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიური, სოციალური თუ სხვა ტიპის განვითარებისათვის საზიანო   ინფორმაციისაგან დაცვის უფლება.

ბავშვთა თვითმკვლელობის შემთხვევათა გაშუქების პრობლემებს ეხმიანება, ასევე, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის  2015  წლის მედიამონიტორინგის ანგარიში, რომლის მიხედვითაც, სატელევიზიო ეთერში ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქების პრობლემურ მიმართულებებს შორის არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის ფაქტების გაშუქების საკითხებიც მოიაზრება. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე–8 პრინციპის მიხედვით, ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები, პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა (WHO) და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის რეკომენდაციით, ბავშვთა თვითმკვლელობის ფაქტები უნდა გაშუქდეს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და  მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში, იმგვარად, რომ  გაშუქების პროცესში  შეუძლებელი იყოს გარდაცვლილის იდენტიფიცირება მისი პატივისა და ღირსების დაცვის მიზნით.

გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი აღნიშნავს მედიის როლს ბავშვთა უფლებების დაცვის საქმეში და განმარტავს, რომ ბავშვთა საკითხების გაშუქების ფორმას განმსაზღვრელი მნიშვნელობა ენიჭება. რიგ შემთხვევებში მედიამ შეიძლება ხელი შეუწყოს, გაზარდოს სტერეოტიპული დამოკიდებულებები კონკრეტული საკითხების მიმართ და უარყოფითი გავლენა მოახდინოს საზოგადოების შეხედულებაზე. მნიშვნელოვანია, რომ მედიამ თავად არ დაარღვიოს ბავშვის  უფლებები.

ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტებს ეხმიანება საერთაშორისო კვლევები, რომელთა მიხედვითაც, თვითმკვლელობის შემთხვევების მედიაში გაშუქება ძლიერ ზემოქმედებას ახდენს თვითმკვლელობის რისკის მქონე ბავშვთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. უფრო მეტიც, თვითმკვლელობის შემთხვევების არაეთიკურმა გაშუქებამ, შესაძლოა, ე.წ. გადამდები ეფექტი იქონიოს არასრულწლოვნებში.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ის გადაცემა „პროფილს“, თავი შეიკავოს ბავშვთა თვითმკვლელობის ამ ფორმით გაშუქებისგან, გაითვალისწინოს საკითხის მიმართ არსებული საზოგადოებრივი ინტერესი, მისი კომპლექსური ხასიათი  და შესაძლო უკუეფექტის ფაქტორი.

სახალხო დამცველი ასევე, მიმართავს, სხვა მედია საშუალებებს, უზრუნველყონ სატელევიზიო ეთერში ბავშვთა თვითმკვლელობის შემთხვევებისა და თვითმკვლელობის რისკის მქონე არასრულწლოვანთა საკითხების გაშუქება შესაბამისი ეთიკური და სამართლებრივი სტანდარტების დაცვით,  ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპის აუცილებელი გათვალისწინებით, ამასთან, არასრულწლოვანის პირდაპირი თუ ირიბი იდენტიფიცირებისა და თვითმკვლელობის  ხერხების აღწერის გარეშე.

 

 

ShareTweet

ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025

საინტერესო

„ოცნება“ თვალსა და ხელს შუა ისე გაქრება, როგორც ავტობუსებით ჩამოყვანილი ხალხი გაქრა რუსთაველზე – ნინო ლომჯარია

„ოცნება“ თვალსა და ხელს შუა ისე გაქრება, როგორც ავტობუსებით ჩამოყვანილი ხალხი გაქრა რუსთაველზე – ნინო ლომჯარია

2 years ago
გარდაცვლილია მამა, მისი ორი ვაჟი და მათი ნათესავი” – ცნობილია უმძიმესი ავარიის შედეგად დაღუპულთა ვინაობა

გარდაცვლილია მამა, მისი ორი ვაჟი და მათი ნათესავი” – ცნობილია უმძიმესი ავარიის შედეგად დაღუპულთა ვინაობა

1 year ago
ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, ერთ ჰექტარზე სახელმწიფოსგან 200 ლარს მიიღებს

18 მაისიდან სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები გაიხსნება

6 years ago

ბაღდადში აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა

13 years ago

ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა

05/13/2026

თბილისის ზღვაზე ნაპოვნი ახალგაზრდა ნუკრი ქოქუაშვილია. ახლობლების ინფორმაციით, 25 წლის ბიჭის ცხედარი პოლიციამ იპოვა. ნუკრი ქოქუაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან იყო და...

Read moreDetails
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

05/13/2026
სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

05/13/2026
დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა 05/13/2026
  • „პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება 05/13/2026
  • სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა 05/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by