• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, May 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თბილისი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიას უმასპინძლებს

10 years ago
in პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

უსუფა1-5 ივლისს, თბილისი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიას უმასპინძლებს. ყოველწლიური სესია საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე გაიმართება. ღონისძიებაში 57 ქვეყნის დელეგაცია, მათ შორის, პარლამენტების სპიკერები, ვიცესპიკერები, პარლამენტების წევრები, ეუთოს გენერალური მდივანი და მოქმედი თავმჯდომარე (გერმანია და მისი საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი) მიიღებენ მონაწილეობას. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია საქართველოში პირველად ჩატარდება.

დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა, რობერტო მონტელამ სესიის თბილისში გამართვასთან დაკავშირებულ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ცერემონიალის შემდეგ, დავით უსუფაშვილმა და რობერტო მონტელამ განცხადებები გააკეთეს. დავით უსუფაშვილის თქმით, საქართველოს 25-წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესია იქნება ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი პოლიტიკური საერთაშორისო ღონისძიება. „თქვენ მოწმე იყავით ძალიან მნიშვნელოვანი მომენტის, არა მხოლოდ საქართველოს პარლამენტისთვის, არამედ საქართველოსთვის. ხელი მოეწერა მემორანდუმს საქართველოს პარლამენტსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შორის, რომლითაც ჩვენ საბოლოოდ შევთანხმდით იმაზე, რომ მიმდინარე წლის 1-5 ივლისს საქართველოში შედგება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესია. საქართველოს 25-წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიაში ეს იქნება ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი პოლიტიკური საერთაშორისო ღონისძიება, რომელიც საქართველოში ჩატარდება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, ღონისძიების მასპინძლობით, ქვეყანა ორგანიზაციის წინსვლაში წვლილს შეიტანს და საქართველოს საკითხების კიდევ უფრო წინ წამოწევის შესაძლებლობას გამოიყენებს. „ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიას დაესწრება ეუთოს 57 წევრი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციები. მოგეხსენებათ, ევროპის თანამშრომლობისა და უსაფრთხოების ორგანიზაცია არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ყველაზე აქტიური ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს არა მხოლოდ ევროპისა და აზიის სახელმწიფოებს, არამედ ამერიკის კონტინენტიდან წამყვან სახელმწიფოებს. ასე რომ ჩვენ, შესაძლებლობა გვექნება ვუმასპინძლოთ ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას, ვიყოთ მასპინძელი 57 ქვეყნის დელეგაციის და ამით ჩვენი წვლილი შევიტანოთ ორგანიზაციის წინსვლაში და განვითარებაში და ასევე გამოვიყენოთ ეს ღონისძიება ჩვენი, საქართველოს საკითხების, თემების კიდევ უფრო უკეთ წამოსაწევად. მოგეხსენებთ, უსაფრთხოება ქვეყნისთვის რჩება ნომერ პირველ პრობლემად და ეუთო არის ზუსტად ის ადგილი, ის მექანიზმი, ის ორგანიზაცია, რომელმაც ყველაზე მეტი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველო, სამხრეთ კავკასია, ევროპა და მთელი მსოფლიო იყოს უსაფრთხოდ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ღონისძიებისა და ხელმოწერილი მემორანდუმის შესახებ ისაუბრა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა, რობერტო მონტელამ და საქართველოს ხელისუფლებას ღონისძიების მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, ყოველწლიური სესია ასამბლეის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, სადაც ეუთოს სივრცეში არსებულ გამოწვევებს განიხილავენ.
„ესაა ღონისძიება, სადაც 57 ქვეყნის პარლამენტარები, რომლებიც ერთი მილიარდ ადამიანს წარმოადგენენ, ერთად იკრიბებიან და განიხილავენ ეუთოს სივრცეში არსებულ საკითხებს. ეუთოს სივრცეში ბევრი გამოწვევაა და თბილისი ის ადგილია, სადაც ყველას, ამ კანონმდებლებს, ექნებათ შესაძლებლობა, იმსჯელონ სამი მიმართულებით-უსაფრთხოების, პოლიტიკის, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე. სესიის ბოლოს ასამბლეა მიიღებს წლიური დეკლარაციას, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შემდეგი სესიის თემას განსაზღვრავს“,- განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის წარმომადგენელმა.
მისივე ინფორმაციით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სამუშაო ჯგუფი საქართველოში მომავალ კვირას ჩამოვა და ყოველწლიური სესიის საორგანიზაციო საკითხებში ჩაერთვება. დღესვე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის თბილისში გამართვასთან დაკავშირებული საორგანიზაციო კომისიის წევრებმა ეუთოს საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრას, დავით უსუფაშვილთან ერთად, პარლამენტის წევრები: გიორგი ვოლსკი, ირაკლი სესიაშვილი, გიორგი წერეთელი, ვიქტორ დოლიძე და საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი ზურაბ მარაქველიძე ესწრებოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელმა, კრისტიან ვიგენინმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
„გუშინ მაღალი დონის შეხვერები გვქონდა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან და რა თქმა უნდა, დღეს, გვქონდა შესანიშნავი შეხვედრა საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობასთან. ჩვენი ვიზიტის მიზანი, ძირითადად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის მომზადებაა, რომელიც თბილისში ივლისში ჩატარდება. ახლა, რამდენიმე წუთში, ხელი მოეწერება მემორანდუმს, რმელიც ამ შესანიშნავი ღონისძიების არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ ტექნიკურ მოსამზადებელ სამუშაოებს გახსნის. ეს იქნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ კიდევ ერთხელ აჩვენს დემოკრატიულ განვითარებაში მიღწეული პროგრესი, რომ აჩვენოს თავისი მნიშვნელობა საპარლამენტო ასამბლეაში, სადაც თქვენ ძალიან ძლიერი და აქტიური დელეგაცია გყავთ, რომელიც მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებს ასამბლეაში“, – განაცხადა კრისტიან ვიგენინმა.
დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს. მისივე თქმით, ასამბლეა გააგრძელებს საქართველოს ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერას არჩევნების მომზადებასა და ჩატარებაში.
„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, როგორც გუშინ, ასევე დღეს, პარლამენტარებთან შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ გამოხატავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას. იმ სამუშაოსთან ერთად, რომელსაც ჩვენ ამ საკითხებთან დაკავშირებით ვახორციელებთ, საპარლამენტო ასამბლეა გააგრძელებს საქართველოს ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების დახმარებას არჩევნების მომზადებასა და ჩატარებაში. ჩვენ მოვისმინეთ გუშინ პოლიტიკური ლიდერების ამბიცია, რომ გაგრძელდეს პოზიტიური ტენდენცია და ყოველი მომდევნო არჩევნები წინაზე უკეთესი იყოს. ასე რომ, ჩვენ არა მხოლოდ დავაკვირდებით ამ ტრენდს, ასევე, დავეხმარებით ქვეყანას, რომ მოამზადოს და ჩაატაროს არჩევნები მაქსიმალურად საუკეთესოდ და დარწმუნებული ვარ, რომ ტესტს დემოკრატიის განვითარებაში საქართველო საუკეთესოდ ჩააბარებს“, – განაცხადა კრისტიან ვიგენინმა.
კრისტიან ვიგენინი ეუთოში ბულგარეთის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილეა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 26 იანვარს დაიწყო. დელეგაციის წევრებმა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან გამართეს.
ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

ვინ არის გორში, სამშობიარო სახლში, გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგო

ვინ არის გორში, სამშობიარო სახლში, გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგო

2 years ago
თბილისში შეზღუდვების დაწესებაზე მსჯელობა მიმდინარეობს! –  გამყრელიძე

რომელი ჯგუფიდან ვრცელდება ვირუსი ყველაზე მეტად? – გამყრელიძე

6 years ago
“ბავშვი კალთაში ეჯდა დედას და შეჯახების დროს ხელიდან გამივარდაო… ცუდი ამინდი იყო, ეტყობა მოუსრიალდა მანქანა” – ზესტაფონში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

“ბავშვი კალთაში ეჯდა დედას და შეჯახების დროს ხელიდან გამივარდაო… ცუდი ამინდი იყო, ეტყობა მოუსრიალდა მანქანა” – ზესტაფონში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

1 year ago
სად შეძლებთ საუკეთესო ხარისხის ტელევიზორის ყველაზე იაფად შეძენას

სად შეძლებთ საუკეთესო ხარისხის ტელევიზორის ყველაზე იაფად შეძენას

2 years ago

ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”
ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026

"ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში ინ­კა­სა­ტო­რე­ბის სა­ხე­ლით შე­სულ­მა ყა­ჩა­ღებ­მა, 3 ადა­მი­ანს ყუ­რე­ბი და თი­თე­ბი და­აჭ­რეს, რათა დიდი ფული...

Read moreDetails
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი” 05/10/2026
  • გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი 05/09/2026
  • ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი 05/08/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by