• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, October 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში სამხრეთ ოსეთი არაერთხელაა მოხსენიებული საქართველოს ნაწილად”

11 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
“ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში სამხრეთ ოსეთი არაერთხელაა მოხსენიებული საქართველოს ნაწილად”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

wulukianiიუსტიციის მინისტრმა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო პალატის მიერ პროკურორის მიმართვის საფუძველზე გამოტანილი გადაწყვეტილება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე გამოძიების დაწყების ნებართვის მიცემის თაობაზე საგანგებო ბრიფინგზე შეაფასა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება და მისი ფორმულირებები არის სამართლებრივად სწორი და არის შესაბამისობაში საქართველოს სახელმწიფო ინტერესებთან.

„ჩვენ შევისწავლეთ გადაწყვეტილება და თვლით, რომ თავად გადაწყვეტილება და მისი ფორმულირებები არის სამართლებრივად სწორი და არის შესაბამისობაში საქართველოს სახელმწიფო ინტერესებთან. შესაბამისად, ჩვენ აქტიურად, როგორც დღემდე, გავაგრძელებთ თანამშრომლობას ჰააგის პროკურორთან“, − განაცხადა თეა წულუკიანმა და დასძინა, რომ, „აგვისტოს ომის საქმე მთლიანად მოექცა სამართლებრივ ჩარჩოში“ და ეს მისასალმებელია.

როგორც იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში სამხრეთ ოსეთი არაერთხელაა მოხსენიებული საქართველოს ნაწილად:

„ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში არაერთხელაა ნათქვამი,  რომ სამხრეთ ოსეთი არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და რომ ის არის საქართველოს ნაწილი. ჰააგის სასამართლო მხედველობაში იღებს მხოლოდ იმ საგამოძიებო მოქმედებებს, რომლებიც, ერთი მხრივ, საქართველოში, მეორე მხრივ კი, რუსეთში ჩატარდა და ის არ და ვერ მიიღებს მხედველობაში იმ საგამოძიებო მოქმედებებს, რომლებიც შეიძლება ჩატარებული იყო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ, რადგან სამხრეთ ოსეთი არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო“.

თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოცემულია ყველაფერი ის, რაც საქართველომ, როგორც მხარემ, ჰააგის პროკურორის თბილისში ვიზიტისას დააყენა:

„გადაწყვეტილებაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ქართველთა ეთნიკურ წმენდას. ჰააგის მოსამართლე ამბობს, რომ იმ ფაქტების მიხედვით, რაც მის ხელთაა ამ ეტაპზე, ომის დროს არსებობდა შემუშავებული მოდელი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართველთა ეთნიკური წმენდისა, რაც გულისხმობდა მათ განზრახ მკვლელობებს, ქართველების სახლების იდენტიფიცირებას და განადგურებას, ხშირად ადგილობრივი მიმთითებლების დახმარებით,  რასაც ხელი უნდა შეეწყო მათი უკან დაბრუნების პერსპექტივის მოსპობისათვის“.

იუსტიციის მინისტრმა დასძინა, რომ, ჰააგის სასამართლოს დასკვნით, იმ ფაქტების მიხედვით, რაც დღეს მათ ხელთაა, ქართველთა ეთნიკური წმენდის მიზანი სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის მიღწევაა:

„დოკუმენტში წერია, რომ ქართველთა ეთნიკური წმენდა მიზნად ისახავდა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის ცვლილებას, რათა სამხრეთ ოსეთს მიეღწია დამოუკიდებლობისათვის და საბოლოოდ გაწყვეტილიყო კავშირი სამხრეთ ოსეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის“.

ბრიფინგზე ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ  ჰააგის სასამართლო გადაწყვეტილებაში 2008 წლის მოვლენები შეფასებულია როგორც საერთაშორისო კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთს შორის.

„ჩვენ მივესალმებით იმას, რომ გამოძიებაზე ნებართვა გაიცა რამდენიმეთვიან პერიოდზე, 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე მომხდარ ფაქტებზე. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ  ვაჩვენოთ − აგვისტოს ომს ჰქონდა თავისი ძალიან სერიოზული წინაპირობა“, − აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

სასამართლოს გადაწყვეტილება ქართველი ტყვეების მკვლელობის ფაქტების გამოძიების საშუალებას იძლევა. ეს საკითხი იუსტიციის მინისტრმა ჰააგის  პროკურორის წინაშე მისი თბილისში ვიზიტისას დააყენა.

„თბილისში შეხვედრის შემდეგ სწორედ  ყველა ტიპის, რომის სტატუტიდან გამომდინარე, დანაშაულზე აქვს პროკურორს მიღებული ნებართვა. შესაბამისად, ჩვენ გვეხსნება გზა, რომ ჰააგის გამოძიება მივმართოთ ქართველი ტყვეების − ანწუხელიძის, სოფრომაძისა და სხვების, მკვლელობის საქმეებზე. ეს იყო კიდეც ჩვენი პრიორიტეტი.  ჩვენ შევძლებთ, ანწუხელიძის, სოფრომაძის, სხვა  სამხედრო ტყვეების მკვლელობის თემაზე ვიმუშაოთ ჰააგის პროკურორთან ერთად“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

როგორ გამოიყურებიან ცნობილი ადამიანები შეზღუდვების ფონზე

როგორ გამოიყურებიან ცნობილი ადამიანები შეზღუდვების ფონზე

6 years ago
ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

6 years ago
Time – საუკეთესო ფასისა და ხარისხის გარანტი 

Time – საუკეთესო ფასისა და ხარისხის გარანტი 

4 years ago
ბათუმში ნატოს ხუთი სამხედრო ხომალდი შემოვიდა

ბათუმში ნატოს ხუთი სამხედრო ხომალდი შემოვიდა

8 years ago

ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026

ტაძრებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ ელექტრონული შესაწირი აპარატი დადგან, ბანკი დაუდგამს. ამის შესახებ  „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს

შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა

10/12/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე – დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, უფლის შეწევნით, ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული

10/12/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს 10/12/2026
  • შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები 10/12/2026
  • შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა 10/12/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by