• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, September 30, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“თიბისი ბანკი” საქართველოს რაგბის კავშირის გენერალური სპონსორი გახდა

11 years ago
კატეგორია: სპორტი
A A
“თიბისი ბანკი” საქართველოს რაგბის კავშირის გენერალური სპონსორი გახდა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ragbi „რაგბი ჩვენი თამაშია“ – თიბისი ბანკი საქართველოს რაგბის კავშირის და ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია. ამის შესახებ  დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, რომელსაც თიბისი ბანკის  ხელმძღვანელობა, რაგბის კავშირის ადმინისტრაცია, მორაგბეები და მედია დაესწრო.

მხარეთა  შორის  გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, თიბისი ბანკი საქართველოს რაგბის კავშირის, რაგბის ეროვნული ნაკრების, საქართველოს რაგბის ყველა ასაკობრივი ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი  ხდება.  ასევე, თიბისი ბანკი ეროვნული შვიდკაცა ნაკრების ერთ-ერთი ძირითადი პარტნიორი იქნება.

საქართველოს რაგბის კავშირისა და თიბისი ბანკის თანამშრომლობის მთავარი მიზანია, ქართულ საზოგადოებაში დაინერგოს რაგბი და სარაგბო ღირებულებები, რაგბი გახდეს ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი და გაძლიერდეს მისი პოპულარიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.

„დღეს ორი წარმატებული ბრენდი თიბისი ბანკი და ქართული რაგბი დაუკავშირდა ერთმანეთს  იმისთვის, რომ  მეტი სიხარული მიანიჭოს ქართულ საზოგადოებას. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ გამარჯვების განცდა. რაგბი არ არის მხოლოდ სპორტი, ეს არის ფილოსოფია გამარჯვების მისაღწევად. გამარჯვებას რომ მიაღწიო სულ უნდა იყო მოძრაობაში, სწორედ ამიტომ არის რაგბი ჩემთვის საინტერესო სპორტი,“რაგბი ჩვენი თამაშია!“ –  განაცხადა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ  ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

გრძელვადიანი თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს რაგბის ეროვნულ ნაკრები „რაგბი ევროპის“ წლევანდელი ჩემპიონატისთვის უკვე თიბისი ბანკის მხარდაჭერით მოემზადება.  გეგმაშია ბევრი ერთობლივი ღონისძიება,  მათ შორის  სოციალური პროექტები და რაგბის ბრენდული  მაღაზიის  განახლება.  6 თებერვალს კი  „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის პირველ თამაშზე, სადაც საქართველო გერმანიას დაუპირისპირდება, ბორჯღალოსნები უკვე თიბისი ბანკის ბრენდის ქვეშ იასპარეზებენ.

2017 წელს საქართველო მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენისთვის ემზადება – ჩვენი ქვეყანა მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ნაკრები თიბისი ბანკის მხარდაჭერით ითამაშებს.

„დიდი მადლობა თიბისი ბანკს თანადგომისთვის. როგორც აქამდე მოვდიოდით გამარჯვებებით,  ასევე  ვაპირებთ  გაგრძელებას ამჯერად იმ პარტნიორთან ერთად, ვისთანაც გვაქვს სრული თანხვედრა.  საზოგადოებას ვპირდებით, რომ რაგბი გახდება სახალხო სპორტი და ჩვენ ამას შევძლებთ ჩვენს ახალ პარტნიორთან ერთად,“  – აღნიშნა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ.

საქართველოში ლელობურთის ტრადიცია უძველესი დროიდან იღებს სათავეს, თანამედროვე რაგბი ამ ტრადიციის ღირსეული გაგრძელებაა. ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც მომავალ თაობას უნდა გადაეცეს და თიბისი ბანკის გუნდი ბედნიერია, რომ  მნიშვნელოვან  წვლილს შეიტანს ამ ეროვნულ საქმეში.

 

 

 

ShareTweet

ახალი ამბები

„ოქროს ბურთი“ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელ კვარაცხელიას ეკუთვნის“ – დემბელე
ახალი ამბები

„ოქროს ბურთი“ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელ კვარაცხელიას ეკუთვნის“ – დემბელე

09/20/2026
ძიუდოისტი თენგო ზირაქაშვილი „ევროპის თასის“ გამარჯვებულია
ახალი ამბები

ძიუდოისტი თენგო ზირაქაშვილი „ევროპის თასის“ გამარჯვებულია

09/20/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია
ახალი ამბები

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026
დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია
ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026
“ნიცა არც მოდელია, არც კინოვარსკვლავი, მაგრამ…” – უცხოურმა გამოცემამ კვარას მეუღლეს ვრცელი სტატია მიუძღვნა
ახალი ამბები

“ნიცა არც მოდელია, არც კინოვარსკვლავი, მაგრამ…” – უცხოურმა გამოცემამ კვარას მეუღლეს ვრცელი სტატია მიუძღვნა

01/02/2026
„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა
ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა

12/02/2025

საინტერესო

ევროკავშიორის მორიგი შავი სია

12 years ago
ვარკეთილში, პიტბულმა სამი ადამიანი დაგლიჯა 

ვარკეთილში, პიტბულმა სამი ადამიანი დაგლიჯა 

4 years ago

რუსეთი ერაყს აიარაღებს

13 years ago
ნეაპოლში პირველი ბავშვი დაიბადა სახელად ხვიჩა

ნეაპოლში პირველი ბავშვი დაიბადა სახელად ხვიჩა

3 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by