• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 21, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

უკულტურობა

10 years ago
კატეგორია: მკითხველის ბლოგი
A A
უკულტურობა
14
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

დაბინძურებადღეს დილით სანამ უნივერსიტეტში მივიდოდი…

მე დავინახე როგორ გამოფრინდა მეშვიდე სართულის აივნიდან პოლიეთილენის ცელოფნის პარკი და იქვე ახლომდებარე ხის ტოტს შემოეხვია;

მე დავინახე როგორ მოისროლა სიგარეტის ნამწვი სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა;

მე დავინახე როგორ წააწერა ბიჭმა კორპუსის კედელს, სავარაუდოდ,საკუთარი სახელი;

მე შევესწარი დიალოგს:

– მამი,მიყიდე რა კოკა-კოლა

უყიდა.

– მამი, ეს ბოთლი სად გადავაგდო?

– აი, იქ ნაგვის ურნის გვერდით დადე.

და თქვენი აზრით, რა არის ეს? მე ვფიქრობ, ეს უკულტურობაა, უპატივცემულობაა.

კულტურის ცნებას მხოლოდ მუსიკის,თეატრისა თუ ისტორიის სიმდიდრესთან აიგივებენ და ავიწყდებათ მთავარი, რომ კულტურას მხოლოდ სახელმწიფო ან გამოჩენილი ადამიანი არ ქმნის, ამ პროცესში მთავარი ძალა ხალხია, საზოგადოებაა და ეს საზოგადოება სწორედ, რომ ჩვენ ვართ.

ჩვენ არა გვაქვს ქუჩაში ქცევისა და არც რაიმეს მოფრთხილების კულტურა. ერთმანეთის მოსმენის კულტურაზე ხომ საუბარიც კი ზედმეტია.

დარწმუნებული ვარ ბევრჯერ გინახავთ სკვერებში, პარკებში, ბაღებში ზურგმოგლეჯილი სკამები, დამტვრეული ნაგვის ურნები, გაფუჭებული საბავშვო სათამაშოები, ფეხით გადათელილი ბალახი, რომელზე გავლაც წესით არ შეიძლება.

რას იწვევს უკულტურობა? – გარემოს დაუცველობას, ქაოსს, ესთეტიზმისა და სილამაზის დარღვევას, სიბინძურეს, ადამიანთა შორის ურთიერთობის დაძაბვას… ერთი სიტყვით, ის ანადგურებს ყველაფერ ღირებულს.

“ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველოვ”- თქვა ერთხელ აკაკიმ და როგორც ჩანს, ჩვენმა საზოგადოებამ ეს პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო. აქ ქუჩაში ხომ ისე ვერ გაივლი ვიღაცის ნაფურთხს რომ არ გადააბიჯო. (მაპატიეთ, რომ ამ თემაზე გესაუბრებით, მაგრამ ეს რეალობაა).

წარმოიდგინეთ მზიანი და თბილი დღე. თქვენ სეირნობთ გარეთ და უცბად შუა გზაზე ხედავთ ვიღაცის ფურთხს. რა რეაქცია გექნებოდათ? ალბათ ზიზღის საშინელი გრძნობა და ცოტა სირცხვილისაც, რომ ასეთ ქალაქში ცხოვრობთ.

მე ღრმად მწამს, რომ კულტურა თამაშობს წამყვან როლს კაცობრიობის ყოფიერებაში.

ამერიკელი ანთროპოლოგი მელვინ ჰერსკოვიცი კულტურას განსაზღვრავდა, როგორც “ადამიანის მიერ შექმნილ გარემოს”. სწორედ ამიტომ, მე მოგმართავთ, თქვენ ჩვენ უნდა შევქმნათ ეს გარემო.

მოდი შევთანხმდეთ იმაზე,რომ პიროვნული კულტურის უქონლობის შემთხვევაში,ჩვენ გადავიქცევით ბრბოდ,რაც არა მგონია რომელიმე თქვენგანს სურდეს.

მე თხოვნით მოგმართავთ თქვენ, ჟურნალისტებს, ფსიქოლოგებს,სოციოლოგებს, პოლიტოლოგებს, ექიმებს, მენეჯერებს, ლექტორებს, სტუდენტებსა და ა.შ.,  ასევე, როგორც უბრალოდ მშობლებსა და მომავალ მშობლებს: ნუ დაემსგავსებით იმ მამას, რომელმაც შვილს კოკა-კოლის ბოთლი ნაგვის ურნის გვერდით დაადებინა. ასწავლეთ, მიუთითეთ მათ, რომ ნაგვის დაყრა, ქუჩაში დაფურთხება, კედლებზე რაიმეს მიწერა უკულტურობის გამოვლინებაა. ეს უპატივცემულობაა საკუთარი ქვეყნისა, ხალხისა და რომ ეს ყველაფერი მიუღებელია. ასწავლეთ თქვენ შვილებს, რომ კულტურა მხოლოდ ტრადიციები არ არის და სწორედ ამის შემდეგ, ჩვენ მივიღებთ საზოგადოებას, სადაც ადამიანებს ეცოდინებათ ნაგვის ურნის, მიწისქვეშა გადასასვლელების, სკამების, ტროტუარისა და კიდევ სხვა ბევრი რამის დანიშნულება.

კიდევ ერთი და ყველაზე მთავარი-ვისწავლოთ და ვასწავლოთ ერთმანეთის მოსმენის კულტურა. აი, სწორედ ამის შემდე ჩვენ, ყველა ერთად ვიქნებით საზოგადოება-მაღალი პიროვნული კულტურით.

გვანცა ღუნაშვილი

Share6Tweet4

ახალი ამბები

“პირველი დაბადების დღე უთქვენოდ… აუტანელია ეს ყველაფერი…“ – ბაღდათში სტიქიის შედეგად დაღუპულ ტყუპ დებს დღეს 15 წელი შეუსრულდებოდათ
ახალი ამბები

“პირველი დაბადების დღე უთქვენოდ… აუტანელია ეს ყველაფერი…“ – ბაღდათში სტიქიის შედეგად დაღუპულ ტყუპ დებს დღეს 15 წელი შეუსრულდებოდათ

04/27/2024
გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში პირველკლასელს ტანსაცმელი გახადეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს
ახალი ამბები

დაპირისპირება პირველკლასელებს შორის | რას ამბობენ ბათუმის სკოლაში მშობლის მიერ გავრცელებულ მძიმე ინფორმაციაზე?

02/27/2024
საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები საქართველოში საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ
ახალი ამბები

საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები საქართველოში საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ

11/29/2023
ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა
ახალი ამბები

ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა

11/10/2023
“ბავშვს ყოველთვის უნდა ვუთხრათ, რომ გვიყვარს, მაშინაც კი როცა გვაბრაზებს” – ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილის რჩევები
ახალი ამბები

“ბავშვს ყოველთვის უნდა ვუთხრათ, რომ გვიყვარს, მაშინაც კი როცა გვაბრაზებს” – ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილის რჩევები

10/14/2023
ნილ არმსტრონგი – სული შემეკრა და ავტირდი
ახალი ამბები

ნილ არმსტრონგი – სული შემეკრა და ავტირდი

10/16/2023

საინტერესო

მდინარე ალაზანზე ელექტროშოკური აპარატის გამოყეენებით, უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა

მდინარე ალაზანზე ელექტროშოკური აპარატის გამოყეენებით, უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა

8 years ago
“სიბრაზისგან ლამის გული გამისკდეს… აბაშიძეზე ვიღაც ტიპი მოათრევდა ძაღლს, ავედევნე, ვერ დავეწიე” – ეკა ხოფერია

“სიბრაზისგან ლამის გული გამისკდეს… აბაშიძეზე ვიღაც ტიპი მოათრევდა ძაღლს, ავედევნე, ვერ დავეწიე” – ეკა ხოფერია

2 years ago

2017 წელი საფრანგეთის ქალაქ ბორდოში საქართველოს წლად გამოცხადდება

10 years ago
ამირან გამყრელიძე: ვიდრე  მოსახლეობის დაახლოებით 20-25% არ აიცრება, ეს ჭირი თავს არ დაგვანებებს

ვთხოვ თითოეულ ორსულს, აიცრან გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით – ამირან გამყრელიძე

6 years ago

ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის „ფეისბუქის“ გვერდზე, დღეს, 18 აგვისტოს, 21:54 საათზე, ოსურ დიალექტზე პოსტი გამოქვეყნდა „Арцыд рæстæг“, რომელიც...

მეტის ნახვაDetails
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026
  • „ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა 08/18/2026
  • კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი 08/18/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by