• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

კუმურდოს ტაძრის შესახვევთან სომხეთის სახელმწიფო დროშა აღმართეს?!

10 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
კუმურდოს ტაძრის შესახვევთან სომხეთის სახელმწიფო დროშა აღმართეს?!
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

კუმორდოს ტაძარი, რომელიც  ჯავახეთში, ახალქალაქიდან 14 კილომეტრში, ეთნიკურად სომხებით დასახლებულ სოფელ კუმურდოში მდებარეობს მე-10 საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია. ინფორმაციას ტაძრის შესახვევთან გარკვეული პირების მიერ სომხეთის სახელმწიფო დროშის აღმართვასთან დაკავშირებით  გაზეთი „კვირის პალიტრა“ წერს. სტატიის ავტორი ეკა ლომიძე  აღწერს ძეგლის დღევანდელ მდგომარეობას და დასძენს, რომ არსებობს პროვოკაციის საფრთხე, რომელმაც შესაძლოა ტაძრის რეაბილიტაცია შეაფერხოს.

კუმურდო„რამდენიმე დღის წინ ახალქალაქის რაიონში, უძველეს სოფელ კუმურდოში (სადაც მხოლოდ ეთნიკური სომხები ცხოვრობენ), X საუკუნის ულამაზესი ტაძარი მოვინახულე. სამწუხაროდ, საქართველოს სხვა განაპირა რაიონების მსგავსად, თავისუფლად გადაადგილება აქაც პრობლემაა…

მას შემდეგ, რაც ქართველებმა კუმურდოში სიარულს მოუხშირეს, ვიღაცამ ტაძრის შესახვევთან სომხეთის სახელმწიფო დროშა აღმართა?!… როდესაც დროშას ვათვალიერებდი, ხანდაზმული კაცი შეჩერდა. ვკითხე, ეს აქ საიდან მოხვდა-მეთქი. კუმურდო სომხეთის ტერიტორიაა, ცხადია, ტაძარიც, რა გასაკვირია, თუ ჩვენი დროშა აქ ფრიალებსო!„ ბირჟაზე მდგარი ახალგაზრდები ჩვენს მანქანებს გამოჰყვნენ. ,,რას აკეთებთ?” “ფოტოებს იღებთ?” “რად გინდათ ამდენი ფოტო?” – კითხულობდნენ. ვუთხარით, – ამ ფოტოების საფუძველზე პროექტი უნდა დამუშავდეს და ტაძარი უნდა აღვადგინოთო. არ მოგცემთ უფლებას! – კბილებში გამოცრა ერთმა.გაგვაფრთხილეს, კამათში არ ავყოლოდით, რადგან არსებობს პროვოკაციის საფრთხე, რომელმაც შესაძლოა ტაძრის რეაბილიტაცია შეაფერხოს.“- „კვირის პალიტრა“.

კუმურდოთავდაპირევლი ნაგებობიდან მე-10 საუკუნის საეპისკოპოსო ტაძრის მხოლოდ  ნაწილია გადარჩენილი. აღარ არსებობს  გუმბათი, დაზიანებულია დასავლეთის მკლავი.  ძეგლი მნიშვნელოვანია, როგორც მხატვრული, ისე ევოლუციური თვალსაზრისით. დღემდეა შემორჩენილი მრავალი ქართული წარწერა, მათ შორის სამშენებლო, სადაც სრულად არის მოთხრობილი ტაძრის აშენების ისტორია სამხრეთის ფასადზე არსებულ წარწერაში მოხსენიებულია იოანე კუმურდოელი ეპისკოპოსი, რომლის თაოსნობით ქართველ ხუროთმოძღვარ საკოცარს დაუწყია ტაძრის მშენებლობა 964 წელს. ბაგრატ IV-ის მეფობისას (1027-1072) ტაძრისათვის სამხრეთი სტოა მიუშენებიათ. ერთ-ერთ წარწერაში აღნიშნულია, რომ XVI საუკუნეში რეაბილიტაციაც ჩაუტარებიათ და ტაძრისთვის ახალი ნაწილიც მიუმატებიათ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ტაძრის რეაბილიტაციის პროექტი 2015 წელს მოამზადა. სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყება და ორ  ეტაპად განხორცილედება. თავდაპირველად  გუმბათის ხის კონსტრუქცია შეიქმნება, რომელიც სპეციალისტებს და საკითხით დაინტერესებულ პირებს  საშუალებას მისცემს თავადაც მიიღონ მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში, თუ როგორი იქნება ტაძრის საბოლოო სახე. 2017 წელს მშენებლობა გუმბათის რეაბილიტაციით დასრულდება.

წყარო: www.kvirispalitra.ge

სოფიკო ნინიკაშვილი

Share1Tweet1

ახალი ამბები

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია
ახალი ამბები

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა
ახალი ამბები

მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა

08/06/2026
რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.”  – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
ახალი ამბები

რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

08/06/2026
„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში
ახალი ამბები

„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში

08/05/2026
15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026

საინტერესო

„ორმაგად ბედნიერი ვარ, როდესაც მადლიერი ადამიანის გახარებულ სახეს ვხედავ“  – ნინო ქოჩორაშვილის პერსონა 

„ორმაგად ბედნიერი ვარ, როდესაც მადლიერი ადამიანის გახარებულ სახეს ვხედავ“  – ნინო ქოჩორაშვილის პერსონა
 

4 years ago
„უცხოეთში მელაძე და მისი სიმღერები არავის სჭირდება“ – ქართველ მომღერალს რუსი კოლეგები დაუპირისპირდნენ 

„უცხოეთში მელაძე და მისი სიმღერები არავის სჭირდება“ – ქართველ მომღერალს რუსი კოლეგები დაუპირისპირდნენ 

4 years ago

“ოთარ დანელიას სწორი მენეჯმენტის შედეგად მიღწეულია სერიოზული შედეგები”

10 years ago
კოლუმბიაში მეწყერის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა

კოლუმბიაში მეწყერის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა

7 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by