• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, October 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სახალხო დამცველის აპარატი: “შსს-მ ომბუდსმენის რეკომენდაცია არ გაითვალისწინა”

11 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
სახალხო დამცველის აპარატი: “შსს-მ ომბუდსმენის რეკომენდაცია არ გაითვალისწინა”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სახალხო დამცველის აპარატისაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გამყოფი ხაზის პირას მცხოვრები მოქალაქის, კომპენსაციით უზრუნველყოფის თაობაზე, სახალხო დამცველის 2015 წლის 14 დეკემბერის რეკომენდაცია არ გაითვალისწინა. ამის შესახებ “თბილისი თაიმსს” სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, ტ.თ. შიდა ქართლის გამყოფი ხაზის პირა სოფელ ზარდიაანთკარის მცხოვრებელია და მისი სახლი 2008 წლის ომის დროს საგრძნობლად დაზიანდა. 2012 წელს სოფელზე საქართველოს ხელისუფლების კონტროლის აღდგენის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მის სახლთან პოლიციის საგუშაგო განათავსა, ხოლო სახლი კი საგუშაგოს პირადი შემადგენლობისათვის იქირავა. 2015 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქესთან ხელშეკრულება აღარ განაახლა. ტ.თ.-ს სახლი 2015 წელს უფრო მძიმე მდგომარეობაში დახვდა და იგი საცხოვრებლად უვარგისია. სახლის მდგომარეობის, ასევე პოლიციის საგუშაგოსთან სიახლოვის გამო, ტ.თ. და მისი მეუღლე სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დარღვეულია მოქალაქის სათანადო საცხოვრებლის უფლება და თვლის, რომ ტ.თ.-ს დარღვეული უფლების აღსადგენად, მისთვის ალტერნატიული საცხოვრებლით ან შესაბამისი ფულადი ანაზღაურებით უზრუნველყოფა უნდა მოხდეს, მანამ სანამ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუშაგო, განმცხადებლის სახლის მომიჯნავედაა განთავსებული.

“სათანადო საცხოვრებლის უფლება აღიარებული და გარანტირებულია სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-11 მუხლით. ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტის განმარტებით, სათანადო საცხოვრებლის უფლება გულისხმობს ნებისმიერ ადგილას უსაფრთხო, მშვიდობიან და ღირსეულ პირობებში ცხოვრების უფლებას.

აღსანიშნავია, რომ უფლება სათანადო საცხოვრებელზე ეთანხმება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპს, რომელიც გულისხმობს სამოქალაქო პირების სამხედრო ობიექტებისაგან განცალკევებას, რადგან ასეთ ადგილას ცხოვრება აღარ არის უსაფრთხო. მეორე მხრივ, სახელმწიფომ ადეკვატური საცხოვრებელი პირობები უნდა შესთავაზოს ასეთ პირს და არ უნდა დატოვოს ის სათანადო საცხოვრებლის გარეშე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხის თანახმად, ისინი არ მიიჩნევენ პოლიციის საგუშაგოს სამხედრო ობიექტად, რადგან ის “ოკუპირებული ტერიტორიის ხაზის გასწვრივ უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ამოცანებს ასრულებს”. პასუხში ასევე აღნიშნული იყო, რომ “საცხოვრებელი სახლის დაზიანება/ამორტიზაცია მოხდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან დამოუკიდებელი მიზეზების შედეგად”, – აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ ტ.თ.-ს სახლის მომიჯნავედ მდებარე პოლიციის საგუშაგო და ტ.თ.-ს სახლის კედელი ერთმანეთისაგან გამიჯნული არ არის, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სახლი საგუშაგოს ინფრასტრუქტურის ნაწილია. უსაფრთხოების თვალსაზრისით კი ეს მოქალაქის ოჯახისთვის სახლში დასაბრუნებლად დამატებით დაბრკოლებას ქმნის.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, კიდევ ერთხელ განიხილოს აღნიშნული საკითხი და მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მოქალაქე ტ.თ.-ს სათანადო საცხოვრებლის უფლების დაცვას უზრუნველყოფს.

Share1Tweet1

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საინტერესო

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სამოქმედო გეგმის შესრულების კვარტალური ანგარიში შეაჯამა

10 years ago

“ჩვენ უნდა ვიფიქროთ როგორ შევავსოთ ის წყვეტა, რომელიც არსებობს საფრთხის აღქმის თვალსაზრისით ძველსა და ახალ ევროპას შორის”

12 years ago
ნესვის, საზამთროს, ვაშლატამას კვლევის საგანგაშო შედეგები ქვეყნდება

საზამთროში ნიტრატების შემცველობის კვლევის შედეგები ცნობილია

8 years ago
კახა კალაძე: თითოეულ ჩვენგანს რომ სანქციები დაგვიწესონ, ქვეყანა ომში არ ჩაერთვება 

კახა კალაძე: თითოეულ ჩვენგანს რომ სანქციები დაგვიწესონ, ქვეყანა ომში არ ჩაერთვება 

4 years ago

ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ
ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედას ეძებენ. „ვეძებთ ნათია დიაკვნიშვილს (დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედას) თუ...

მეტის ნახვაDetails
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ 10/14/2026
  • „3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა 10/14/2026
  • „ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი 10/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by