• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, November 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

შვიდი სპეცრაზმელის წამების საქმეზე ბაჩო ახალაიასთან ერთად ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

13 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, სამართალი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

შვიდი სპეცრაზმელის წამების საქმეზე ბაჩო ახალაიასთან ერთად ბრალდებული, პოლიციის ყოფილი თანამშრომელი დავით ჩუბინიძე გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების პროცესზე ჩუბინიძის ადვოკატმა შუამდგომლობა დააყენა მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის შესახებ.

ადვოკატის შუამდგომლობით, დავით ჩუბინიძე გათავისუფლების შემთხვევაში ითანამშრომლებს სასამართლოსთან და საფრთხეს არ შეუქმნის მართლმსაჯულების წარმოებას.

ადვოკატმა 15 000 ლარიანი გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

აღნიშნული შუამდგომლობის წინააღმდეგი იყო ბრალდების მხარე. პროკურორმა შაქრო ზაალიშვილმა პროცესზე განაცხადა, რომ დავით ჩუბინიძე სასამართლო პროცესებზე მოწმეების მიმართ აგრესიით გამოირჩეოდა, იგი ნასამართლევია, ამერიკის შეერთებულ შტატებშია გადამზადებული და შესაძლოა, გამოძიებას მიემალოს.

პროცესზე გამოცხადებული შესვენების შემდეგ პროკურორმა შაქრო ზაალიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მას ჰქონდა საფუძვლიანი არგუმენტები იმისათვის, რომ ჩუბინიძე არ გაეთავისუფლებინათ პატიმრობიდან, თუმცა მოსამართლემ მისი არგუმენტები არ გაითვალისწინა.

“დავით ჩუბინიძე სასამართლოზე აგრესიულად იქცეოდა მოწმეებთან მიმართებაში. ჩუბინიძე ფლობს კომპიუტერულ პროგრამებს, იგი გადამზადებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში და იცის როგორ დატოვოს ქვეყანა. მოსამართლემ აღნიშნული არგუმენტები არ გაითვალისწინა და შეცვალა აღმკვეთი ღონისძიების სახე. ბრალდების მხარეს კი გასაჩივრების საშუალება განაჩენამდე არ გააჩნია”, – განაცხადა შაქრო ზაალიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, დავით ჩუბინიძე, რომელიც ბრალდებულია სამხედრო ბაზაზე განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო შვიდი სპეცრაზმელის წამებაში, ნასამართლევია მკვლელობის მუხლით.

“დავით ჩუბინიძე 1998 წელს გასამართლებულია მკვლელობის მუხლით. იგი პრეზიდენტმა 2008 წელს შეიწყალა. იგი მუშაობდა უშიშროებაში”, – განაცხადა შაქრო ზაალიშვილმა.

ბაჩო ახალაიას შს მინისტრობის პერიოდთან დაკავშირებულ ბრალდებაზე სულ 8 პირია ბრალდებული, აქედან 7 გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული, მერვე კი ბაჩო ახალაიაა, რომელსაც აღნიშნულ საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა
აქვს შეფარდებული.

ბაჩო ახალაიას ბრალად იაღლუჯას სამხედრო ბაზაზე 7 სპეცრაზმელის წამების ორგანიზება ედება, ხოლო დანარჩენ 7 პირს წამება და არაადამიანული მოპყრობა.
დარბაზის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენატრი დავით ჩუბინიძემაც გააკეთა. მან განაცხადა, რომ უდანაშაულოა და გამოძიებასთან ითანამშრომლებს.

 

22.07.13

Tags: შვიდი სპეცრაზმელის წამების საქმეზე ბაჩო ახალაიასთან ერთად ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
Share1Tweet1

ახალი ამბები

საბა ლაზიშვილს სატიტულო ბრძოლა შესთავაზეს
ახალი ამბები

საბა ლაზიშვილს სატიტულო ბრძოლა შესთავაზეს

11/12/2026
“მკაცრად დაისჯება!” – დანა უაითი უსმანისა და მერაბის ინციდეტს ეხმაურება
ახალი ამბები

“მკაცრად დაისჯება!” – დანა უაითი უსმანისა და მერაბის ინციდეტს ეხმაურება

11/12/2026
რას ჰყვება ოჯახის ახლობელი შემზარავი მკვლელობის შესახებ – ახალი დეტალები
ახალი ამბები

რას ჰყვება ოჯახის ახლობელი შემზარავი მკვლელობის შესახებ – ახალი დეტალები

11/12/2026
„რვა წელი სთხოვდნენ ბინა დაეცალა… ვერ მორიგდნენ და ცოლ-ქმარი ამიტომ მოკლა” – ორმაგი მკვლელობის ახალი დეტალები
ახალი ამბები

„რვა წელი სთხოვდნენ ბინა დაეცალა… ვერ მორიგდნენ და ცოლ-ქმარი ამიტომ მოკლა” – ორმაგი მკვლელობის ახალი დეტალები

11/12/2026
„გურიკას საქმეზე შეგნებულად ვართ ჩუმად. ამ დღეებში, არაერთი უცნაური რამ მოხდა…“ – რას წერს ჟურნალისტი
ახალი ამბები

„გურიკას საქმეზე შეგნებულად ვართ ჩუმად. ამ დღეებში, არაერთი უცნაური რამ მოხდა…“ – რას წერს ჟურნალისტი

11/12/2026
,,დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები“ – შსს ცოლ-ქმრის მკვლელობის დეტალებს ასაჯაროებს
ახალი ამბები

,,დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები“ – შსს ცოლ-ქმრის მკვლელობის დეტალებს ასაჯაროებს

11/12/2026

საინტერესო

ქართველი პილოტი ქალი და გზა სურვილიდან რეალობამდე

ქართველი პილოტი ქალი და გზა სურვილიდან რეალობამდე

7 years ago

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოში რუსეთს ირჩევენ

13 years ago

ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა

11 years ago
“კახი კალაძის ოჯახმა “სანსეტ შოვი” გუშინ, სტიქიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა” – სასტუმროს წარმომადგენელი

“კახი კალაძის ოჯახმა “სანსეტ შოვი” გუშინ, სტიქიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა” – სასტუმროს წარმომადგენელი

3 years ago

ახალი ამბები

საბა ლაზიშვილს სატიტულო ბრძოლა შესთავაზეს
ახალი ამბები

საბა ლაზიშვილს სატიტულო ბრძოლა შესთავაზეს

11/12/2026

ყაზახური ორგანიზაცია NAIZA MMA საბა ლაზიშვილს პირდაპირ სატიტულო ბრძოლას სთავაზობს. ქართველი მოჭიდავე, რომელიც მერაბ დვალიშვილთან ერთად დაღესტანელებს შეებრძოლა, მთელმა საბრძოლო...

მეტის ნახვაDetails
“მკაცრად დაისჯება!” – დანა უაითი უსმანისა და მერაბის ინციდეტს ეხმაურება

“მკაცრად დაისჯება!” – დანა უაითი უსმანისა და მერაბის ინციდეტს ეხმაურება

11/12/2026
რას ჰყვება ოჯახის ახლობელი შემზარავი მკვლელობის შესახებ – ახალი დეტალები

რას ჰყვება ოჯახის ახლობელი შემზარავი მკვლელობის შესახებ – ახალი დეტალები

11/12/2026
„რვა წელი სთხოვდნენ ბინა დაეცალა… ვერ მორიგდნენ და ცოლ-ქმარი ამიტომ მოკლა” – ორმაგი მკვლელობის ახალი დეტალები

„რვა წელი სთხოვდნენ ბინა დაეცალა… ვერ მორიგდნენ და ცოლ-ქმარი ამიტომ მოკლა” – ორმაგი მკვლელობის ახალი დეტალები

11/12/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • საბა ლაზიშვილს სატიტულო ბრძოლა შესთავაზეს 11/12/2026
  • “მკაცრად დაისჯება!” – დანა უაითი უსმანისა და მერაბის ინციდეტს ეხმაურება 11/12/2026
  • რას ჰყვება ოჯახის ახლობელი შემზარავი მკვლელობის შესახებ – ახალი დეტალები 11/12/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by