• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 2, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მარინა მიზანდარი: „წელს ოშკზე სამუშაოები არ დაიწყება“

13 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

კულტურის მინისტრის მოადგილემ მარინა მიზანდარმა დღეს სამინისტროში ტაო-კლარჯეთში ვიზიტის შედეგები შეაჯამა.

როგორც ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ქართულ სპეციალისტთა მესამე ოფიციალური ვიზიტი ისტორიულ ტაო-კლარჯეთში წარმატებით დასრულდა.

მიზანდარის თქმით, ამ ეტაპზე, ქართველ ექსპერტთა პირველი და მეორე სამუშაო შეხვედრის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები თურქეთის მხარის მიერ დიდწილად გათვალისწინებულია. დამუშავებულია ძეგლის საინჟინრო კონსტრუქციული გაძლიერების პროექტი, რომელიც აქამდე არ არსებობდა. ასევე გაძლიერდა იატაკის დამცავი ფენა ინერტული მასის დამატებითი ფენით და სამუშაოები იშხანში აღარ ხორციელდება პროფესიონალი არქეოლოგების ზედამხედველობის გარეშე.

ამასთან, იშხანში მყოფმა ქართველმა სპეციალისტებმა თურქ კოლეგებს გააცნეს მეთოდური და ტექნიკური რეკომენდაციები, რომლებიც მოგვიანებით ოფიციალური სახით გადაეგზავნება თურქეთის მხარეს. ვიზიტის შედეგად შედგა შეთანხმება, რომ იშხანის დასავლეთ მკლავის ჩრდილოეთ მინაშენზე განხორციელდება ახლად აღდგენილი საკირე წყობის სათანადო დამუშავება, რაც არსებულ მდგომარეობას გარკვეულწილად გამოასწორებს.

მარინა მიზანდარის თქმით, თურქულმა მხარემ კედლის მხატვრობის კონსერვაციის მიზნით სტამბულში მიმართა შესაბამის სამსახურს და სპეციალისტი იქნება ამ მხრივ ჩართული. მიზანდარმა ასევე აღნიშნა, რომ ქართული მხარის რეკომენდაციის შედეგად, პროექტის შესრულების ვადა გახანგრძივდა, რაც მისი უკეთესი რესტავრაციისათვის კარგი იქნება.

პრესკონფერენციაზე ოშკთან დაკავშირებით ასევე ითქვა, რომ წელს სამუშაოები ტაძარზე არ დაიწყება, თუმცა ამ პროცესის დაწყება წელს, აგვისტოში იყო გათვალისწინებული. პროექტის სრულყოფისა და შეცდომების თავის დაღწევის მიზნით, თურქულმა მხარემ პროექტის დასრულების ვადა 2013 წლის დეკემბრამდე გაახანგრძლივა. ასევე გახანგრძლივდა იშხანზე სამუშაოების დასრულების ვადაც.

პრესკონფერენციაში ასევე მონაწილეობდა 18-19 ივლისს იშხანში ჩასული ქართველი სპეციალისტების ჯგუფი.

კერძოდ, ამ ჯგუფში კულტურის სამინისტროს წარმომადგენლის გარდა შედიოდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გენერალური დირექტორი მერაბ ბოჭოიძე და ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრისა და საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების საბჭოს წარმომადგენლები. ყველა მათგანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ იშხანის რეკონსტრუქციის პროექტის მიმდინარეობისას ქართველ სპეციალისტთა რეკომენდაციებს გათვალისწინება ხდება და ტაძრის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს მაღალი ხარისხის მასალებით. სხვათა შორის, გამოიყენებენ კირქვას და არა ცემენტს. ტაძრის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგური ნივთები, ამჟამად შეგროვებულია და გადატანილია რიზეს მუზეუმში.

პრესკონფერენციაზე მარინა მიზანდარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიღწეული თურქეთის მხარის კეთილ ნებას წარმოადგენს და ამ სამუშაოებში ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოში თურქეთის ელჩს მურათ ბურხანს.

მისი თქმით, საქართველოსა და თურქეთს შორის საერთო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციაზე პროექტი ჯერჯერობით კვლავ ხელმოწერილი არ არის და იგი პრეზიდენტის ადმინისტრაციაშია გაჩერებული.

22.07.13

Tags: მარინა მიზანდარი: „წელს ოშკზე სამუშაოები არ დაიწყება“
Share1Tweet1

ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა
ახალი ამბები

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

10/01/2026
ავარია კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა
ახალი ამბები

ავარია კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა

10/01/2026
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“

საინტერესო

„ნაციონალურმა მოძრაობამ” პარტიის საარჩევნო სია დაამტკიცა

ბოკერია-უგულავას ფრთამ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა

10 years ago
იმნაძე: „მობილობის შემცირება ნიშნავს იმას, რომ გლდანიდან ვარკეთილში საქეიფოდ ღამე არ წავიდეთ“

იმნაძე: „მობილობის შემცირება ნიშნავს იმას, რომ გლდანიდან ვარკეთილში საქეიფოდ ღამე არ წავიდეთ“

5 years ago

აგვისტოში განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ შსს დამატებით განმარტებას აკეთებს

13 years ago
საქართველოსა და მოლდოვას შორის ეკონომიკური კომისიის შექმნა იგეგმება

საქართველოსა და მოლდოვას შორის ეკონომიკური კომისიის შექმნა იგეგმება

12 years ago

ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო, ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს: " სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიო საპატრიარქოს...

მეტის ნახვაDetails
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო 10/02/2026
  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026
  • მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by