გარემოს ეროვნული სააგნეტოს ცნობით, ქვეყანაში მომდევნო დღეებში, არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება, თუმცა ტემპერატურის მკვეთრი დაკლება მოსალოდნელი არ არის.
სინოპტიკოსების ცნობით, დასავლეთ საქართველოში ხვალ აღმოსავლეთის ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება, 12 აპრილიდან კი ტემპერატურა დაიკლებს, დროგამოშვებით კი ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. საშუალო ტემპერატურა 17-18 გრადუსი იქნება.
ხვალიდან აღმოსავლეთ საქართველოშიც დროგამოშვებით ხანმოკლე ხასიათის წვიმებია მოსალოდნელი, საშუალო ტემპერატურა კი 14-18 გრადუსი იქნება.
არამდგრადი ამინდი საქართველოში კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.