• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, August 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

კვადრატების ხაზვის დღე

10 years ago
კატეგორია: მკითხველის ბლოგი
A A
კვადრატების ხაზვის დღე
10
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

kvadratebiდღეს კვადრატების ხაზვის დღეა. ვზივარ ჩემს ოთახში, თეთრ თაბახის ფურცელზე კვადრატებს ვხაზავ, თან, ჩემს გაურკვეველ მომავალზე ვფიქრობ. კვადრატების ხაზვის წესი მარტივია: ფურცელზე საშუალო ზომის კვადრატს დახაზავ, შემდეგ კუთხეებიდან შემოყვები, დაშტრიხავ. მერე თვალის ზომით ორ ტოლ ნაწილად გაყოფ. ერთ დაშტრიხულ ნაწილს გააფერადებ, მეორეს – არა. როცა მიხვდები, რომ კვადრატზე დასაშტრიხი ან გასაფერადებელი ადგილი აღარაა, მეორე კვადრატს დახაზავ პირველის გვერდით ან ბოლოში და ასე. კვადრატების ხაზვის დღეს სასურველია ოთახში მარტო იყო. თუ რამე გლობალურზე გაქვს საფიქრალი, სახლში მარტო ყოფნაც აუცილებელია.

ეს დღე სხვა დღეებისგან იმით განსხვავდება, რომ უფრო პესიმისტურ ფეხზე დგები, ვიდრე ჩვეულებრივ. დადიხარ ოთახებში და ყველაფერზე უიმედოდ გეფიქრება. ერთი გაფიქრება კი გაიფიქრებ, რომელიმე მეგობარს ხომ არ დავურეკო, ვეწუწუნო, ცოტა გული გადავაყოლოო, მაგრამ ამაზეც ხელს ჩაიქნევ მყარი არგუმენტით: ყველას თავისი არეულ-დარეული თავი ეყოფა.

მერე ჯდები შენს ოთახში მაგიდასთან, იწყებ კვადრატების ხაზვას. თავიდან ძველი ამბები გახსენდება. აი, მეხუთე კლასის დროინდელი. მაშინაც ასე იჯექი და დროის გაყვანის მიზნით ხაზავდი კვადრატებს. ოთახში ბებია შემოვიდა.

-ანი, რუსული იმეცადინე -თქვა ბებიამ.

არ გინდოდა ქარბუქსა თუ რაღაც სხვა სტიქიურ უბედურებაზე დაწერილი ლექსის სწავლა, რომელიც თან რუსულად ეწერა, თან რთულად.

-ისწავლე, თორემ ხვალ ორიანს დაგიწერს მასწავლებელი.

-მერე? – დროის გაყვანის მიზნითვე შეეპასუხე ბებიას.

-მერე სხვებს ეცოდინებათ და იმათ ხუთიანებს დაუწერს.

-მერე?

-მერე სხვები გაჯობებენ.

-მერე?

-მერე ცხოვრებაში მაჩანჩალა გამოხვალ.

-მერე? -არ მოეშვი ბებიას.

-მერე შენ ცხოვრება ფაფის ჭამა ხო არ გგონია?

გეწყინა. გეგონა, შენი გონებრივი შესაძლებლობები დააკნინეს.

(მერე ის ლექსი საახალწლო ღონისძიების პროგრამაში შეიტანეს და მაინც მოგიწია სწავლა).

ბარემ „სკოლაში ხარ“ და ისიც გახსენდება, რვეულის ბოლო ფურცლებზე კვადრატების ხაზვა რომ არ შეიძლებოდა, განსაკუთრებით დაბალ კლასებში. მასწავლებელი თუ შეგამჩნევდა, აუცილებლად წაგართმევდა რვეულს და მკაცრად გეტყოდა: -მე მომისმინე! თან ერთი-ორ მწარე წინადადებასაც დააყოლებდა, დაახლოებით ასეთს:- რა ვიცი, ისე სიმეტრიის შეგრძნება აქ გაქვს და… მე არაფერი მინახავს დაფაზე შენი სწორად დახაზული.

მერე ნაკლებად შორ ამბებზე გადადიხარ. აი, ერთ ზაფხულს სოფელში, კიბის ბოლო საფეხურზე რომ იჯექი და ფიქრობდი, ვის დავემსგავსე ასეთი დაულაგებელიო და უცბად მამა და მისი სტუდენტობის დროინდელი წიგნი გაგახსენდა. შიგნით ავტომანქანების მარტივ მამრავლებად დაშლილი ნაწილები ეხატა, განმარტებებმიწერილი. მამამ ერთ დღეს ზედა თაროდან ჩამოიღო ის წიგნი, ცოტა გადაფურცლა, შემდეგ მტვრის გადაუწმენდლად ისე უკან შეაგდო და თქვა, რომ მთელი ცხოვრება ფსიქოლოგობა უნდოდა.-აჰ, გასაგებია კითხვაზე პასუხი. მაგრამ, როგორც ჩანს, გენმა მუტაცია განიცადა და უფროს შვილს შეცვლილი, უფრო რთული ფორმით გადაეცა. მამამ ის მაინც იცის, რა უნდოდა – გაიფიქრე მაშინ და მომავალ წელს ჟურნალისტიკაზე ჩააბარე.

კვადრატების ხაზვის დროს რაღაცებს ხვდები. აი, მაგალითად ახლა, როცა უკვე მესამე კვადრატი გაყავი თვალის ზომით შუაზე და პირველი ნაწილის გაფერადებას იწყებ, ხვდები, რომ შენგან ვერასდროს გამოვა ჟურნალისტი. შენ ვერ ჩაატარებ ქუჩის უცნაურ გამოკითხვებს, ვერც სკანდალურ სათაურებს შექმნი არაფრისგან, ვერც მგლოვიარე ადამიანს შეეკითხები ყვავილებმორთული კუბოს ფონზე, ცელქი იყო თუ არა გარდაცვლილი ბავშვობაში. მერე ტუალეტშიც ვერ შეხვალ, სარკეში საკუთარი თავის დასარწმუნებლად, რომ თავიდან ყველა ეგრეა, შეეჩვევი.

მერე მოვა ვინმე. ვინმე ისეთი, ვინც უკვე მუშაობს და რუტინასაც მეტ-ნაკლებად შეეწყო. მოვა და იტყვის, რას იზამ, დღეს ენერგიული და კრეატიული ახალგაზრდები სჭირდებათო. თან დააყოლებს: შენ ეტყობა, ცხოვრება კვადრატების ხაზვა გგონიაო. მერე ერთ დღეს მშობლებსაც წამოსცდებათ, ჩვენ რომ ეგრე გადაგვყოლოდა ვინმეო (ვითომ, შენ როგორც გადაგყევითო). წინადადებას შუა გზაში გაწყვეტენ, მაგრამ ხომ წამოსცდებათ…

დღეს კვადრატების ხაზვის დღეა. ვზივარ ჩემს ოთახში, თეთრ თაბახის ფურცელზე კვადრატებს ვხაზავ, თან, ჩემს გაურკვეველ მომავალზე ვფიქრობ. სამზარეულოში „ჰერკულესის“ ფაფა იხარშება.

ანი ვარდოსანიძე

Share4Tweet3

ახალი ამბები

“პირველი დაბადების დღე უთქვენოდ… აუტანელია ეს ყველაფერი…“ – ბაღდათში სტიქიის შედეგად დაღუპულ ტყუპ დებს დღეს 15 წელი შეუსრულდებოდათ
ახალი ამბები

“პირველი დაბადების დღე უთქვენოდ… აუტანელია ეს ყველაფერი…“ – ბაღდათში სტიქიის შედეგად დაღუპულ ტყუპ დებს დღეს 15 წელი შეუსრულდებოდათ

04/27/2024
გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში პირველკლასელს ტანსაცმელი გახადეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს
ახალი ამბები

დაპირისპირება პირველკლასელებს შორის | რას ამბობენ ბათუმის სკოლაში მშობლის მიერ გავრცელებულ მძიმე ინფორმაციაზე?

02/27/2024
საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები საქართველოში საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ
ახალი ამბები

საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები საქართველოში საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ

11/29/2023
ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა
ახალი ამბები

ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა

11/10/2023
“ბავშვს ყოველთვის უნდა ვუთხრათ, რომ გვიყვარს, მაშინაც კი როცა გვაბრაზებს” – ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილის რჩევები
ახალი ამბები

“ბავშვს ყოველთვის უნდა ვუთხრათ, რომ გვიყვარს, მაშინაც კი როცა გვაბრაზებს” – ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილის რჩევები

10/14/2023
ნილ არმსტრონგი – სული შემეკრა და ავტირდი
ახალი ამბები

ნილ არმსტრონგი – სული შემეკრა და ავტირდი

10/16/2023

საინტერესო

პრემიერი IMF-ის დელეგაციას შეხვდა

პრემიერი IMF-ის დელეგაციას შეხვდა

9 years ago
რომელ სელებრითებს ეყოლათ პირველი შვილი 2017 წელს

რომელ სელებრითებს ეყოლათ პირველი შვილი 2017 წელს

9 years ago
“მისი წყალობით რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მოახერხა გაქცევა” – რას ჰყვება თვითმხილველი უმძიმეს წუთებსა და მამაკაცზე, რომელმაც ხალხი ტერორისტისგან იხსნა

“მისი წყალობით რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მოახერხა გაქცევა” – რას ჰყვება თვითმხილველი უმძიმეს წუთებსა და მამაკაცზე, რომელმაც ხალხი ტერორისტისგან იხსნა

2 years ago
რუსეთში ერთ-ერთი კომპანიის ონლაინ-გაყიდვებიდან იმიტირებული  ღვინოები იქნა ამოღებული

იაპონიაში ქართული ღვინის შეტანის პროცედურები მარტივდება

8 years ago

ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად - ამის შესახებ ადვოკატი ტარიელ კაკაბაძესოციალურ ქსელში წერს. ცნობისთვის, 90-იან წლებში, სვანეთში, 9 წლის...

მეტის ნახვაDetails
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე 08/12/2026
  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by