• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, November 17, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თბილისსა და სტამბოლს შორის დაძმობილების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

11 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ნარმანიათბილისის მერი დავით ნარმანია ოფიციალური ვიზიტით სტამბოლში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, თბილისსა და სტამბოლს შორის დაძმობილების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ და სტამბოლის მერმა კადირ ტოფბაშმა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიაში მოაწერეს. ხელშეკრულების გაფორმებამდე მხარეებმა ორ ქვეყანასა და ორ ქალაქს შორის არსებულ მრავალწლიან ურთიერთობებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მემორანდუმი, სწორედ, ამ ურთიერთობების გაღრმავებას, ახალ ფაზაში გადასვლას გულისხმობს.

“მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ძალიან კონკრეტული საკითხები ავიღეთ თანამშრომლობისთვის, ეს არის : საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობა, ტურიზმის განვითარება, ასევე, აღსანიშნავია კულტურის სფერო. რამდენიმე თვალსაზრისით სტამბოლის გამოცდილება ჩვენთვის საინტერესოა, მაგალითად, მუნიციპალური ტრანსპორტის მართვის, ასევე, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებით ქალაქის განახლების კუთხით, ამიტომ ამ სფეროებშიც ძალიან აქტიური იქნება თანამშრომლობა უახლოესი შემდგომი პერიოდის განმავლობაში და ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ის, რომ სტამბოლის მერმა გამოთქვა სურვილი ესტუმროს ჩვენს დედაქალაქს მიმდინარე წელს, ამიტომაც, უახლოეს პერიოდში ამ საკითხებზეც იქნება შეთანხმება, თუ როდის დაიგეგმება მისი ვიზიტი”, – განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

დაძმობილების მემორანდუმის თანახმად, მხარეები ერთმანეთს გაუზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას, ადგილობრივი მმართველობის, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, გამწვანების, ტრანსპორტის, ურბანული დაგეგმარების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ასევე, სპორტის სფეროებში. ხელს შეუწყობენ მდგრად და მშვიდობიან განვითარებასა და კულტურათაშორის დიალოგს.

ქალაქები მხარს დაუჭერენ ერთმანეთს სხვადასხვა აქტივობის საშუალებით, როგორიცაა ვაჭრობის, ინვესტიციების, ფინანსების, კულტურისა და ტურიზმის სფეროში ბაზრობების, გამოფენებისა და ფესტივალების მოწყობა. დახმარებას გაუწევენ ინვესტორებსა და მეწარმეებს თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.

მემორანდუმის თანახმად, თბილისი და სტამბოლი ხელს შეუწყობენ ერთმანეთს საერთაშორისო ასპარეზზე და ითანამშრომლებენ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე.

დაძმობილების მემორანდუმის ხელმოწერამდე, დავით ნარმანიას სტამბოლის მერმა, კადირ ტოფბაშმა დახურულ კარს მიღმა უმასპინძლა, სადაც მემორანდუმის ძირითადი მიმართულებები მხარეებმა პირისპირ განიხილეს და კონკრეტული აქტივობები დაგეგმეს, ასევე, ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. დავით ნარმანიამ საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერიც გააკეთა.
შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ უახლოეს მომავალში, დაძმობილების აღსანიშნავად, სტამბოლის მერია თბილისს საჩუქრად 5 ავტობუსს გადასცემს.

მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ, დავით ნარმანია მეუღლესთან და დელეგაციის წევრებთან ერთად სტამბოლის მერის მიერ გამართულ საზეიმო მიღებაზე იმყოფებოდა.

ShareTweet

ახალი ამბები

„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე
ახალი ამბები

„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე

11/16/2026
თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა
ახალი ამბები

თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა

11/15/2026
„გურიკას საქმეზე შეგნებულად ვართ ჩუმად. ამ დღეებში, არაერთი უცნაური რამ მოხდა…“ – რას წერს ჟურნალისტი
ახალი ამბები

„გურიკას საქმეზე შეგნებულად ვართ ჩუმად. ამ დღეებში, არაერთი უცნაური რამ მოხდა…“ – რას წერს ჟურნალისტი

11/12/2026
„სხვა გზა არ მაქვს, ნატა… ძალიან არ მინდოდა…“ – თამუნა მუსერიძე
ახალი ამბები

„სხვა გზა არ მაქვს, ნატა… ძალიან არ მინდოდა…“ – თამუნა მუსერიძე

11/12/2026
ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს

11/12/2026
შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და  ტაძრის საძირკველი ეკურთხა
ახალი ამბები

შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და ტაძრის საძირკველი ეკურთხა

11/11/2026

საინტერესო

ექსპლუატაციაში მიღების გარეშე შენობა-ნაგებობაში შესახლება დაუშვებელი იქნება

თბილისის ტრანსპორტის 15 წლიან გენერალურ გეგმას დანიური კომპანია მოამზადებს

7 years ago
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის მიღების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაცია

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის მიღების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაცია

12 years ago
საშობაო ეპისტოლე-ლუკმა-პურის შოვნისთვის სახლიდან გასულ მშობლებს ძალიან ცოტა დრო რჩებათ შვილებისათვის, ამიტომაც სახელმწიფომ და, აქედან გამომდინარე, სკოლამ უნდა იტვირთოს როგორც სწავლების, ისე აღზრდის ფუნქცია

ილია მეორე- გაუფრთხილდით სამშობლოს და ეკლესიას, ამაშია ძალა ქართველი ერისა

7 years ago
ექსპლუატაციაში მიღების გარეშე შენობა-ნაგებობაში შესახლება დაუშვებელი იქნება

ექსპლუატაციაში მიღების გარეშე შენობა-ნაგებობაში შესახლება დაუშვებელი იქნება

7 years ago

ახალი ამბები

„როგორ გავისუფთავოთ არტერიები… დაიწყე ამ საკვების ჭამა!“ – არუნ ხათრის რჩევები
ახალი ამბები

„როგორ გავისუფთავოთ არტერიები… დაიწყე ამ საკვების ჭამა!“ – არუნ ხათრის რჩევები

11/16/2026

რომელი საკვები ეხმარება არტერიების ჯანმრთელობას? – ინდოელი ხალხური მედიცინის ექსპერტის რჩევები ინდოელი ხალხური მედიცინის ექსპერტი არუნ ხათრი საუბრობს იმ საკვებზე,...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს

შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს

11/16/2026
პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას

პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას

11/16/2026
ხვიჩა კვარაცხელია ცნობილი ფრანგული ჟურნალის, GQ France-ის 2026 წლის რჩეული მამაკაცის ტიტულის მფლობელი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია ცნობილი ფრანგული ჟურნალის, GQ France-ის 2026 წლის რჩეული მამაკაცის ტიტულის მფლობელი გახდა

11/16/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „როგორ გავისუფთავოთ არტერიები… დაიწყე ამ საკვების ჭამა!“ – არუნ ხათრის რჩევები 11/16/2026
  • შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს 11/16/2026
  • პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას 11/16/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by