• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, May 19, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“სატელევიზიო გადაცემებში შეინიშნება მკვეთრად გამოხატული ჰომოფობიური, დისკრიმინაციული და სექსისტური ტენდენციები”

10 years ago
in საზოგადოება
A A
სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

უჩა ნანუაშვილისახალხო დამცველი ეხმიანება რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „რუსთავი 2–ის“ სატელევიზიო შოუ „პროფილის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. უნდა აღინიშნოს, რომ მედია საშუალებები ხშირად ხდებიან სტიგმატიზაციისა და სეგრეგაციის, სიძულვილის ენის, სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციის წყარო. სატელევიზიო პროგრამების/გადაცემების ფორმატში შეინიშნება მკვეთრად გამოხატული ჰომოფობიური, დისკრიმინაციული და სექსისტური ტენდენციები. ანალოგიურ შემთხვევას ასევე ჰქონდა ადგილი გასულ წელს სატელევიზიო შოუ „ნიჭიერის“ ერთ–ერთ გადაცემაში. რაც თავის მხრივ მეტყველებს სამაუწყებლო სფეროში დასაქმებულ პირთა ცნობიერების ამაღლების საჭიროებასა და თვითრეგულირების მექანიზმების ეფექტურად მუშაობის აუცილებლობაზე.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა ხდებოდეს გონივრული ბალანსის დაცვა გარკვეული სოციალური ჯგუფის უფლებების, კანონიერი ინტერესების დაცვასა და პიროვნების თავისუფალი ნების რეალიზებას, მის სუბიექტურ აღქმას შორის. რიგ შემთხვევებში უპირატესობა სწორედ პირის მიერ თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას უნდა მიენიჭოს. აღნიშნული არ ცვლის იმ მიდგომას, რომ მაუწყებელმა პატივი უნდა სცეს ადამიანის ღირსებას, უფლებებსა და თავისუფლებებს და არ შეუწყოს ხელი სტერეოტიპებისა და სტიგმის გაძლიერებას.

„მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“ სამაუწყებლო კომპანიებს აკისრებს სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ინტერესების გათვალისწინების ვალდებულებას. შესაბამისად, მათ თავი უნდა შეიკავონ ისეთი მასალის გამოქვეყნებისგან, რომელიც გააღვივებს არატოლერანტულ დამოკიდებულებას სქესის, ენის,  რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების, ეთნიკური თუ სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების, შესაძლებლობის შეზღუდვის, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა საფუძველზე. სატელევიზიო გადაცემების/შოუების შემქმნელები პროგრამის პოტენციურ მონაწილეებს უნდა ეპყრობოდნენ სამართლიანობის, თანასწორობისა და პატივისცემის პრინციპების დაცვით. ჟურნალისტიკური ეთიკის ქარტიის თანახმად, ჟურნალისტმა უნდა გააცნობიეროს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე და ყველა ზომას უნდა მიმართოს ამ კუთხით ნეგატიური პროცესების/შედეგების თავიდან აცილების მიზნით.

ცალსახაა, რომ მაღალრეიტინგულ მედია საშუალებებს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვა და გავლენა აქვთ საზოგადოების ცნობიერების ფორმირების თვალსაზრით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მოუწოდებს სამაუწყებლო კომპანიებს და სხვა მედია საშუალებებს, რომ ნებისმიერი პროგრამის/გადაცემის მომზადებისა და გაშუქების პროცესში იხელმძღვანელონ მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ტოლერანტობის პრინციპებით. არ შეუწყონ ხელი ადამიანების ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას და მკაცრად დაიცვან საერთაშორისო სტანდარტებითა თუ ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

თავის მხრივ სახალხო დამცველი, ადამიანის უფლებათა აკადემიის ფარგლებში ახდენს ჟურნალისტებისთვის ტრენინგების ორგანიზებას ადამიანის უფლებების შესახებ მათი ცოდნის გაღრმავების, თანასწორობისა და ტოლერანტობის პრინციპებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით და გამოთქვამს მზადყოფნას ამ მიმართულებით მომავალში სხვადასხვა აქტივობების განხორციელებაზე.

 

 

 

 

ShareTweet

ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025

საინტერესო

ამერიკელი კონგრესმენი ტედ პო აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს საქართველო-აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებისაკენ მოუწოდებს

ამერიკელი კონგრესმენი ტედ პო აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს საქართველო-აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებისაკენ მოუწოდებს

8 years ago
„დავიწყებთ  აქციებს, რომლებიც არ შეწყდება არც ერთი დღე,“-გრიგოლ ვაშაძე

გრიგოლ ვაშაძე – მთელი ოპოზიციური სპექტრი „რუსთავი 2“-ის დასაცავად პროტესტის ყველა, მათ შორის უკიდურეს ფორმებსაც მიმართავს

7 years ago
საქართველოს ელჩმა საუდის არაბეთის მეფეს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს ელჩმა საუდის არაბეთის მეფეს რწმუნებათა სიგელები გადასცა

11 years ago

სტამბოლში პოლიციამ უკან დაიხია

13 years ago

ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა
ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა

05/16/2026

2 დღის წინ მეტრო „სამგორში“ ტრაგედია დატრიალდა. ახალგაზრდა გოგო მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა. გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა მა­რი­ამ ტყე­მა­ლა­ძეა. ის თსუ-ს...

Read moreDetails
როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა 05/16/2026
  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by