• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, May 9, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მეტროში ნაპოვნი მეთევზე

10 years ago
in მკითხველის ბლოგი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მოხუცი.უნივერსიტეტიდან უაზრო დღით დაღლილი მეტროში შევჩანჩალდი. კარგა ხანია გრძელი გზის სწრაფად გასალევად გასართობი მოვიფიქრე – ადამიანებს ვათვალიერებ, მათ ქცევას, ემოციას და თვალებს ვაკვირდები ხოლმე. მერე რომელიმეს ამოვიჩემებ, ადამიანის რომელიღაც, ჩემს მიერვე გამოგონილ „ტიპს“  მივაკუთნებ და უცებ პატარა ამბავსაც გამოვაცხობ ხოლმე. ხშირ შემთხვევაში სახალისოა, ადამიანის ფანტაზიას ხომ საზღვარი არ აქვს და არც მე გახლავართ გამონაკლისი. თუმცა, ბოლო შემთხვევა არც ისე სახალისო ოყო.

არც ისე გადაჭედილ მეტროში მღვიმელივით დავეყუდე და დავიწყე თავის ტრიალი. ბოლოს გავიხედე ცხვირწინ და მონუსხულივით გავჩერდი. მოხუცი კაცი იდგა, ერთი შეხედვით, ყველასნაირი, მაგრამ ორ წამში ჩემში ამ მოხუცმა პაპამ ერთდროულად იმდენი ემოცია გამოიწვია და იმდენი აზრი დაბადა, რომ მეგონა, ცოტაც და სტივენ კინგის რალფს დავემსგავსებოდი.

ცოტა, რომ გამოვერკვიე დაკვირვება დავიწყე. გამხდარი და მაღალი იყო. ჩაცვენილ ლოყებზე დაფენილი თხელი, ჭაღარა წვერი სახეს უპატიოსნებდა. თვალები, თვალები არ ვიცი როგორი ჰქონდა. ჯინსის გაცვეთილი ქურთუკი და ასეთივე პერანგი ეცვა. გვერდით, ფეხებთან ვედრო და ანკესი მიეყუდებინა.

ეს ის შემთხვევა არ იყო, როცა ამბავს გასართობად ვიგონებ ხოლმე, ამისთვის ძალიან დაღლილი ვიყავი. ეს კაცი თვითონ მიყვებოდა თავის თავზე. უფრო სწორედ, მისი ხელები მიყვებოდნენ. ერთი გენიოსის მოთხრობაში წავიკითხე, ადამიანს ხელები გასცემენ, ისინი გვიყვებიან მის შესახებო. ჰოდა, ამის გადასამოწმებლად, ხშირად ვაკვირდები ხოლმე ხალხს ხელებზე. ამ მოხუცმა ისე მომნუსხა, თავიდან გადამავიწყდა ჩემი მრავალჯერნაცადი ხერხი, მაგრამ მერე „გონება გამეხსნა“, როგორც იქნა, და მთელი ყურადღბა მის ხელებზე გადავიტანე.

მოხუცის კვალობაზე ღონიერი ხელები უჩანდა, თუმცა დანაოჭებული. ერთი ხელით ანკესი ეჭირა, უფრო ზუსტად, ჩაბღაუჭებული ჰქონდა. ისე ეყრდნობოდა, ისე იცავდა, როგორც იმედს, სარჩოს, მთავარ იარაღს დროისა და, ალბათ, სიღარიბის წინააღმდეგაც. ანკესი დიდი ხნის და მოძველებული იყო. თავის მეთევზესთან ერთად დიდი დრო გამოევლო და არც ისე დასვენებული უნდა ყოფილიყო. ჩემი მოხუცი, უკვე მეთევზე, უბრალოდ საინტერესო ადამიანი აღარ იყო ჩემთვის. მარტო თავის თავზე არა, ბევრ რამეზე ჰყვებოდა, მეუბნებოდა, იმ პერსონაჟების ხორცშესხმა ვარ, წიგნებიდან გულს, რომ გიხეთქს და გონებას გიფორიაქებსო.

ვედრო ცარიელი იყო… გვერძე გავიხედე ორი წამით, ბავშვივით მომინდა მოტრიალებულს თევზით სავსე ვედრო დამხვედროდა. დაღლას ვეღარ, მაგრამ რაღაც აუტანელს ვგრძნობდი. უცებ ისე გავბრაზდი, მეგონა, ცოტაც და დავიწვებოდი.

ჩემს მეთევზეზე უკვე ბევრი რამ ვიცოდი და სახეში შეხედვის ძალიან მეშინოდა. ახლა შევძლებდი მისი თვალების გამეგო და ვიცოდი იქ რაც დამხვდებოდა – პატარა სახლი, შვილიშვილები, ცოტა გაბრაზებული და თავის საქმეში გართული ქალიშვილი. მოხუცს თავისი ადგილი ჰქონდა. იქ ჯდომა, ალბათ, არც ისე ძალიან უნდა ჰყვარებოდა.  ამ სახლში შესული წარმოვიდგინე, დაღლილი ხელებით ცარიელ ვედროს რომ დადგამდა და უხმაუროდ თავის ადგილს დაიკავებდა. მის თვალებში სწორედ ამ ყველაფრის ტკივილი იდგა. ჩემსავით მასაც უნდოდა ვედრო სავსე ყოფილიყო. უბრალოდ, გამოსადეგად იგრძნობდა თავს და ეს დედამიწა იმდენად აღარ დაამძიმებდა. იქნებ, მურაბაც ტკბილი გამხდარიყო…

არ ვიცი რაზე ფიქრობდა, როცა ვიღაც ახირებული მივსშტერებოდი. მგონი, ვერც შემამჩნია. ჩემზე იგივეს ვერ ვიტყვი. რაღაცებს ჩემი გონება, ალბათ, თქვენიც, ფოტოგრაფიული ეფექტით აფიქსირებს და სამუდამო დამახსოვრების რეჟიმით ათავსებს თავში. ჩემი მეტროში მდგარი მეთევზეც ეს შემთხვევა იყო. რამდენიმე წუთში ჩემი ნაწილი გახდა ნათესავივით, დედასავით, მეგობარივით. თავისი ადგილი დაიკავა. რამდენჯერაც გამახსენდა, იმდენჯერ ისევ ის აუტანელი სიბრაზე და, ჩემდა გასაოცრად, რაღაც დადებითი ემოციები გამიახლდა.

მარიამ ტაკაშვილი

ShareTweet

ახალი ამბები

“პირველი დაბადების დღე უთქვენოდ… აუტანელია ეს ყველაფერი…“ – ბაღდათში სტიქიის შედეგად დაღუპულ ტყუპ დებს დღეს 15 წელი შეუსრულდებოდათ
ახალი ამბები

“პირველი დაბადების დღე უთქვენოდ… აუტანელია ეს ყველაფერი…“ – ბაღდათში სტიქიის შედეგად დაღუპულ ტყუპ დებს დღეს 15 წელი შეუსრულდებოდათ

04/27/2024
გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში პირველკლასელს ტანსაცმელი გახადეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს
ახალი ამბები

დაპირისპირება პირველკლასელებს შორის | რას ამბობენ ბათუმის სკოლაში მშობლის მიერ გავრცელებულ მძიმე ინფორმაციაზე?

02/27/2024
საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები საქართველოში საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ
ახალი ამბები

საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები საქართველოში საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ

11/29/2023
ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა
ახალი ამბები

ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა

11/10/2023
“ბავშვს ყოველთვის უნდა ვუთხრათ, რომ გვიყვარს, მაშინაც კი როცა გვაბრაზებს” – ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილის რჩევები
ახალი ამბები

“ბავშვს ყოველთვის უნდა ვუთხრათ, რომ გვიყვარს, მაშინაც კი როცა გვაბრაზებს” – ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილის რჩევები

10/14/2023
ნილ არმსტრონგი – სული შემეკრა და ავტირდი
ახალი ამბები

ნილ არმსტრონგი – სული შემეკრა და ავტირდი

10/16/2023

საინტერესო

საქართველოში შესაძლოა, ახალი უქმე – „მამის დღე“ დაწესდეს

საქართველოში შესაძლოა, ახალი უქმე – „მამის დღე“ დაწესდეს

5 years ago

“მოსამართლეები პოლიტიკური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან თავდასხმის ობიექტები გახდნენ” – გიორგი პაპუაშვილი ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძეს პასუხობს

10 years ago
„ვიცი, რომ აფხაზეთშიც უყურებდნენ ამ თამაშს და გვგულშემატკივრობდნენ.. საქართველო იქნება ერთიანი“ – კვეკვესკირი

„ვიცი, რომ აფხაზეთშიც უყურებდნენ ამ თამაშს და გვგულშემატკივრობდნენ.. საქართველო იქნება ერთიანი“ – კვეკვესკირი

2 years ago
“გაიზარდა “იძულებითი საქმიანი ტურიზმი” და ბიზნესის წამოწყების მიზნით საქართველოში შემოსულთა რაოდენობა” – ექსპერტი

“გაიზარდა “იძულებითი საქმიანი ტურიზმი” და ბიზნესის წამოწყების მიზნით საქართველოში შემოსულთა რაოდენობა” – ექსპერტი

4 years ago

ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026

შალვა პაპუაშვილი პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან მონტენეგროში ისაუბრა, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პაპუაშვილმა...

Read moreDetails
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

05/07/2026
გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი 05/08/2026
  • “პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი 05/07/2026
  • „სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა 05/07/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by