სოფელ ატენში გუშინ დადგმული სტალინის ბიუსტი მოსახლეობას შეღებილი დახვდა. სავარაუდოდ, უცნობმა პირებმა მას ვარდისფერი საღებავი გვიან ღამით შეასხეს.
ამის შემდეგ, გორის რაიონის სოფელ ატენში გამგეობის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა სტალინის ბიუსტის დემონტაჟი განახორციელეს.
ბიუსტი ადგილობრივმა მოსახლეობამ გუშინ, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 71 წლისთავთან დაკავშირებით დადგა.
ნატალია ჯალაღონია