საზღვარგარეთ განათლების მიღება ბევრი ჩვენგანის სურვილია. ახალი შესაძლებლობები, გამოცდილება, ახალი კულტურის, საზოგადოების გაცნობა და უამრავი ახალი მეგობრის შეძენა, ვის არ მოხიბლავს მსგავსი გამოწვევები! თუმცა, ალბათ, ბევრი ჩვენგანი როდესაც ფიქრობს რეალურ ნაბიჯებზე, რომლებიც ამ ყველაფრის მისაღწევად უნდა გადადგას, გაურკვევლობა და შიში იპყრობს, უმეტესწილად გამოწვეული ინფორმაციის ნაკლებობითა და ამა თუ იმ ქვეყანაში არსებული სიტუაციის არ ცოდნით – ენის რომელი სერთიფიკატი გამომადგება, მეყოფა ხარჯები ცხოვრებისა და სწავლისთვის? როგორ შევეგუები ახალ გარემოსა და ხალხს? ეს და უამრავი კითხვა ქარტეხილივით გვატყდება თავს და მოტივაციას გვაკლებს. თუმცა, როგორც იტყვიან, გაკვალულ გზაზე გავლა ბევრად ადვილია!
„თბილისი თაიმსი“ ესაუბრა სტუდენტ – ხატია მელაძეს, რომელმაც ეს ყველაფერი დაუღალავი შრომით, მონდომებით, მოტივაციით უკვე გადალახა და მიაღწია ბევრჯერ ნანატრ მიზანს. ერთი ჩვეულებრივი ქართველი სტუდენტი, რომელსაც ყოველთვის უნდოდა გერმანიაში განათლების მიღება, არ შეუშინდა გამოწვევებს და დაიწყო!
გთავაზობთ ხატია მელაძეს ინტერვიუს, რომელიც დაგვეხმარება გავარკვიოთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც გაგვიადვილებს გეგმების შედგენას და წარმატების მიღწევას. მაშ ასე, ჩაალაგეთ ჩემოდნები და მომყევით ხატიასთან ერთად გერმანიაში!
როგორ და რის მიხედვით დაიწყეთ სასურველი უნივერსიტეტისა და ქვეყნის მოძიება, რომელშიც სწავლის გაგრძელება გინდოდათ?
– ბავშვობიდან ძალიან მომწონდა გერმანია. ამ ქვეყანაზე ბევრს ვკითხულობდი, შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი ადგილია, რომელიც ჩემი სამშობლოს შემდეგ მიყვარს. ჯერ კიდევ დაწყებითების მოსწავლე ვიყავი გერემანიაში წასვლის სურვილი, რომ გამიჩნდა. შემდეგ, ნელ–ნელა ვიზრდებოდი და ვეძებდი გზებს და შესაძლებლობებს, თუ როგორ შეიძლებოდა ჩემს სასურველ ქვეყანაში წასვლა და თავის დამკვიდრება. ვეკითხებოდი რჩევებს ნაცნობებს და ნათესავებს, რომლებიც გერმანიაში ცხოვრობდნენ. რომელი უნივერსიტეტი იქნებოდა კარგი სწავლის გაგრძელებისთვის, რა საბუთების მოგროვება დამჭირდებოდა და ასე შემდეგ. ისინიც არ მზარდებოდნენ და მეუბნებოდნენ რაც მათ იცოდნენ. ეს იყო ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში.
ენობრივ ბარიერზე რისი თქმა შეგიძლიათ, ბევრი უნივერსიტეტი ითხოვს ინგლისურის გარდა გერმანულ ენას და რამდენად გაუჭირდება სტუდენტს გერმანულის არ ცოდნის გამო საზოგადოებაში ინტეგრირება?
– ენობრივი ბარიერი საკმაოდ დიდია და თუ გერმანიაში გერმანული ენა არ იცი საკმაოდ რთულია. ინგლისურით არ არის პრობლემა, ისაუბრებ, ისწავლი მაგისტრატურაზე, თუმცა საკმაოდ ცოტაა ისეთი სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც ბაკალავრიატზე ინგლისურად სწავლის შესაძლებლობას მოგცემთ. ინგლისური ენით ძირითადად გაცვლითი პროგრამების სტუდენტები სარგებლობენ. გერმანიის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად ინგლისურის ცოდნაც საჭიროა. მხოლოდ ერთი უცხო ენა არ კმარა. მოკლედ, თუ გერმანიაში სწავლას და შემდეგ მუშაობას აპირებთ, გერმანული ენის შესწავლა აუცილებლად დაგჭირდებათ.
რა უნდა გააკეთოს მსურვემა ენის სერთიფიკატის ასაღბად, რომელი დონეა საჭირო და თავად რომელიმე ცენტრში შეისწავლეთ?
– თუ თქვენ განსაზვრული გაქვთ საქართველოდან რომელიმე გერმანულენოვან უნივერსიტეტში გაგზავნოთ თქვენი საბუთები და მიიღოთ საზღვარგარეთ თქვენს სასურველ ფაკულტეტზე სწავლის უფლება, მაშინ აუილებელად დაგჭირდებათ TestDaf_ის(3,4,5), DSH_ს( 1,2,3) Goethe-Zertifikat (B2, C1, C2 ) ჩაბარება. კიდევ არის სხვა ექვივალენტური გამოცდებიც, მაგრამ ძირითადად ამ სერთიფიკატების საშუალებით იღებენ ხოლმე უცხოელ სტუდენტებს. ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება თუ რომელ ფაკულტეტზე აბარებთ და რომელ უნივერსიტეტში. მაგალითად ტექნიკური ფაკულტეტები (მათემატიკა, ფიზიკა, ინფორმატიკა) სადაც TestDaf 3, DSH 1, B2 – ეს გამოცდები სიძლიერით ერთი დონისაა და ამ სერთიფიკატის საფუძველზე მიიღება სტუდენტი. რა თქმა უნდა, უნივერსიტეტის მოთხოვნებს გააჩნია, მაგრამ თითქმის ყველა უნივერსიტეტში შეგიძლიათ ისწავლოთ (Testdaf 4, DSH2, C1)_ის სერთიფიკატით. არსებობს კიდევ რამდენიმე ფაკულტეტი სადა უკვე Testdaf 5, DSH3, C2 მოითხოვება.
მე სკოლაში ინგლისურს ვსწავლობდი, უმაღლესშიც ასევე ინგლისური ჩავაბარე უცხო ენად და როდესაც გერმანულის სწავლაზეც დავიწყე ფიქრი, უკვე საკმაოდ ძვირი სიამოვნება იქნებოდა ამ ენის შესწავლა ჩემთვის საქართველოში. ამიტომაც ვამჯობინე, რომ საქართველოში შემესწავლა მხოლოდ საწყისი საფეხური და შემდეგ უკვე გამიადვილდებოდა თუ ადგილზევე დავეუფლებოდი ენას, ანუ გერმანიაში. ამისთვის არსებობს სხვადასხვა პროგრამები.
რომელი პრგორამით წახვედით გერმანიაში და რა უნდა გააკეთონ ამ პროგრამით სარგებლობა ვისაც სურთ, მოკლედ აღწერეთ მისი არსი..
– გერმანიაში წასვლა პირდაპირ სტუდენტის სტატუსით ურთულესია. თუ უნივერსიტეტი გიშვებს და გაფისანსებს ეს სხვაა, მაგრამ თუ თავად ცდილობ ამის გაკეთებას, მაშინ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ამიტომ, შევეცადე ისეთი პროგრამა მომეძებნა, რომელიც არც ისე ძვირი დაჯდებოდა და ჩემი სურვილის ასრულებაში დამეხმარებოდა. საკმაოდ პოპუარულია Au_paier პროგრამა. ეს პროგრამა მოიცავს გერმანულ ოჯახში წასვლას, მათთან ცხოვრებას, კულტურის გაცნობას და გერმანული ენის სასწავლებელში სიარულს. თქვენი გერმანიაში ყოფნის პერიოდში ყველანაირ ხარჯებს იხდის ის გერმანელი ოჯახი, საიდანაც მოწვევა მოგივათ. ეს ხარჯებია: დაზღვევა, კვება, ენის სასწავლებლისა და ტრანსპორტის გადასახადი. ჯიბის ფულის გამოსამუშავებლად კი თქვენც მოგიწევთ ოჯახის დახმარება. კვირაში 30 საათი უნდა იყოთ ბავშვებთან ურთიერთობით დაკავებული. გამოიყვანოთ ბაღიდან ან სკოლიდან და ეთამაშოთ მანამ, სანამ მშობელი დაბრუნდება სახლში. Au_paier პროგრამა საკმაოდ კარგია, მთავარია შესაბამისი ოჯახი აარჩიოთ. მეც, თავდაპირველად, ამ პროგრამით ვისარგებლე და ძალიან კარგ ოჯახში მოვხვდი. რა პირობებზეც თავიდან შევთანხმდით, ყველაფერი ამის მიხედვით განვითარდა.
ორგანიზება თავად გაუკეთეთ ამ ყველაფერს თუ ისარგებლეთ საქართველოში არსებული რომელიმე ცენტრით?
– ყველაფერის ორგანიზება, რომელიც სწავლას შეეხება, თავად გავაკეთე. რამდენიმე კომპეტენტური ადამიანის რჩევების მიხედვით. ხოლო Au_paier პროგრამა დამეხმარა, რომ დაცულად მეგრძნო თავი ერთი წლის განმავლობაში და შიდა სამზარეულო თავად მენხა.
როგორც ვიცი, უნივერსიტეტში ჩაბარებამდე აუცილებელია სწავლა მოსამზადებელ სასწავლებლებში. როგორი ტიპის სასწავლებლებია, რას გვეტყვით მათ შესახებ?
– თუ საქართველოში გაქვთ საშუალო სკოლა დამთავრებული და გინდათ საზღვარგარეთ დაიწყოთ სწავლა მაშინ აუცილებლად მოგიწეთ „Studienkolleg_ის” გავლა. აქ გაგატარებენ გერმანული სკოლის აბიტურის მასალას. ხოლო თუ საქართველოში უმაღლესში რამდენიმე სემესტრი გაქვთ გავლილი და გერმანიაში გსურთ სწავლის გაგრძელება, ენის სერთიფიკატის ქონის შემთხვევაში, ყველანაირი გამოცდის გარეშე მიგიღებთ ბაკალავრიატზე უნივერსიტეტი. რაც შეეხება მაგისტრატურას, აქ საჭიროა, რომ თქვენი ბაკალავრის დიპრომი აღიაროს უნივერსიტეტმა და შემდეგ უკვე უპრობლემოდ შეგიძლიათ მაგისტრატურაზე სწავლის დაწყება.
როგორ ხდება სასურველ უნივერსიტეტში ჩაბარება და აქვე გადასახადებზე, გრანტებსა და დაფინანსებაზე რომ გვესაუბროთ...
– თქვენ თავად ეძებთ თქვენთვის სასურველ უნივერსიტეტს და, აქედან გამომდინარე, გზავნით განაცხადს (bewerbung). წესით, რამდენიმე უნივერსიტეტში გზავნიან ხოლმე სტუდენტები საბუთებს და დასტურის შემთხვევაში თავად ირჩევენ სად ურჩევნიათ სწავლის გაგრძელება. ზოგადად, გერმანიაში, ბაკალავრიატზე სწავლა უფასოა, მხოლოდ სემესტრში ერთხელ მომსახურების საბაზისო გადასახადია 150 ევრო. ხოლო რაც შეეხება ენის მოსამზადებელს, სხვადასხვა ფასებია, მაგალითად, ყველაზე იაფია ინტენსიური კურსი, რომელსაც ASTAS-ს უნივერსიტეტში გადიხართ და სამი თვე გრძელდება, ერთი საფეხური ჯდება 400 ევრო.
ბევრის სახის სტიპენდიაა უბრალოდ ჩვენი ქვეყნისთვის არც ისე ბევრია. სულ რამდენიმეა. ახლა მხოლოდ DAAD_მახსენდება თუმცა მოძიება შეიძლება.
თუ გაგიმართლათ და სტიპენდია მოიძიეთ ძალიან კარგია, მაგრამ, თუ ვერ მოიძიეთ ამ შემთხვევაში ცოტა მეტი მუშაობა მოგიწევთ და საკუთარი თავის თავად დაფინანსება. სტიპენდიის ან დაფინანსების არ ქონის შემთხვევაში ვიზას არ იძლევიან.
მას შემდეგ რაც უცხოეთიდან დადებით პასუხის მიღებას შეძლებს სტუდენტი, შემდეგი ნაბიჯი რა არის?
– „იმატრიკლულააციის“ გავლა, ანუ ადგილზე ჩასვლა უნივერსიტეტში თავის ორიგინალი საბუთებით და რეგისტრაციის გავლა. ეს ძალიან მარტივია. მთავარია რასაც მოგწერენ ყველა საბუთი მზადყოფნაში გქონდეთ და სულ ეს არის.
თქვენი ყოველთვიური ხარჯები როგორია და გამომუშავებული ხელფასი თუ გყოფნით მათ დასაფარად?
– ყოველთვიურად 700–800 ევროა საჭირო, რომ ყველანაირი ხარჯი გაისტუმრო და თავი მშვიდად იგრძნო. სტუდენტს ოფიციალურად თვეში 450 ევროზე აქვს მუშაობის უფლება, ეს, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი ამიტომ ცოტა მეტი შემოსავლის წყაროს მონახვა არის საჭირო. მაგრამ ეს არც ისე დიდი პრობლემაა. გერმანიაში, მთავარია მუშაობა და სწავლა არ გეზარებოდეს და დანარჩენს ყველაფერის მიღწევას შეძლებ შენით.
რაიმე გაუთვალისწიენბელი შემთხვევა გქონიათ, რომლის შესახებაც არ იცოდით საქართველოდან წასვლისას და რომელიც აუცილებლად უნდა იცოდნენ მსურველება?
– გაუთვალისწინებელი შემთხვევა თითქმის არ მქონია. რადგან გერმანია მოწესრიგებული ქვეყანაა, თითქმის ყველაფერი შეგიძლია წლების მანძილზე დაგეგმო და ის ისე შესრულდება როგორც შენ გსურდა.
მთავარია, ადამიანმა ზუსტად იცოდეს რა უნდა და ამ სურვილის შესასრულებლად როგორი გზის გავლას ამჯობინებს. ჩემი რჩევა იქნება, სანამ საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლას დააპირებთ ყველაფერი დეტალურად დაგეგმოთ და არანაირი პრობლემა არ შეგექმნებათ.
ხატია, გერმანიაში წასვლამდე საქართველოში სწავლობდით, ძირითადად რით განსხვავდება ქართული სწავლება და უნივერსიტეტის ცხოვრება გერმანიასთან შედარებით?
კი, ვსწავლობდი. საქართველოს ტექნიკურ უნივესიტეტში. ხოლო ახლა უნივერსიტეტ კონსტანცში ვარ. უნივერსიტეტი ორივე ერთია ჩემთვის. ორივე ცოდნის ტაძარია და ყველაფერი საკუთარ თავზეა დამოკიდებული. უბრალოდ, საზოგადოებაა ძალიან განსხვავებული. საუნივესიტეტო ქალაქი ტყეშია გაშენებული და „Bodensee_ს“ გადაჰყურებს. აქ, ისეთი გარემოა შექმნილი უბრალოდ შეუძლებელია უნივერსიტეტის ზღურბლს გადააბიჯო და სწავლა არ მოგინდეს. გარემო, ინვენტარი, ბიბლიოთეკა, ყველაფერი მაღალ დონეზეა. ხოლო რაც შეეხება ლექციებს ჩვეულებრივად მიმდინარეობს. ლექტორის მიერ მოწვდილი თემის გავრცობაზე და სიღრმისეულად შესწავლაზე თავად უნდა იზრუნო. შეკითხვის ქონის შემთხვევაში კი ამომწურავად გიპასუხებს ლექტორი. პრაკტიკის შესაძლებლობები დიდია და სწავლის პარალელურად თქვენი პროფესიით დასაქმების შანსებიც ნორმალურია. მთავარია ისეთ პროფესიაზე სწავლობდეთ, რომელიც გერმანიაში მოთხოვნადია. რა თქმა უნდა, ყველა ფაკულტეტზე სხვადასხვანაირად ხდება ეს.
რა სირთულეები შეგხვდათ გერმანიაში ურთიერთობებისას და ქართველ სტუდენტებს როგორ გვიცნობენ?
– თავიდან, რომ ჩამოვედი ცოტა რთული იყო ყველანაირი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. ყველაფერი მხოლოდ ჩემი გასაკეთებელი იყო და როგორც საქართველოში ვიყავი მიჩვეულ ისეთი ურთიერთობებიც, რა თქმა უნდა, არ დამხვდა გერმანიაში. მაგრამ სირთულეებს არ უნდა შეუშინდე ადამიანი, მალევე გამოვფხიზლდი და დამოუკიდებლად გავაკეთე ყველაფერი. გვერდში მედგა რამდენიმე ადამიანი, რომლებმაც არ დაიზარეს ჩემი დახმარება და ყოველთვის მოტივაციას მმატებდნენ. მე დიდად მადლობელი ვარ მათი. სხვა მხრივ კი გერმანელებთან სირთულეები არ არის. შენ შენი ცხოვრბა გაქვს სხვას თავისი. გერმანელები ყოველთვის დისტანციას იჭერენ ყველასთან. კეთილად გექცევიან თუ შენგანაც იგივეს ხედავენ. სამუშაოზე კი რაც გევალება მხოლოდ ის უნდა გააკეთო და გერმანელები ზედმეტს არ ითხოვენ. უბრალოდ ჩევნ, ქართველებმა, რომ ვიცით ხოლმე რასაც დაგვავალებენ იმაზე მეტის გაკეთება და გვგონია ამით პატივს ვცემთ, ესენი მეტის გაკეთებას და თავზე გადაყოლას პატივისცემად კი არ თვლიან, პირიქით, შემდეგზე უფრო დაგიმატებენ და შენი პატივისცემით გაკეთებული საქმეც შევა ჩვეულ საქმეთა სიაში. არ უნდა დააჩაგვრინო თავი და არც შენ უნდა მოექცე მათ ყალთაბანდურად.
რაც შეეხება უნივერსიტეტში ქართველ სრუდენტებს, ორი უკიდურესობაა. ვინც მართლა სწავლობენ, ისინი ძალიან კარგები არიან და გერმანელ წარჩინებულ სტუდენებს არაფრით ჩამოუვარდებიან. ხოლო მეორე ის კატეგორიაა, რომელიც ოფიციალურად სტუდენტია მაგრამ, სავარაუდოდ, ერთ ლექციაზეც არ არის ნამყოფი. გერმანელები ზოგადად ერის შეფასებისგან თავს იკავებენ ხოლმე, უფრო კონკრეტული, პიროვნული დახასიათებები უყვართ.
დრო თუ გრჩებათ გართობისთვის და რა არის თქვენთვის განტვირთვის საშუალება?
– ჩემი ჰობი და ინტერესის დიდი სფეროა სხვადასხვა ქალაქების დათვალიერება. როდესაც დროს გამოვნახავ, მაშინვე ვარკვევ რა შემოთავაზებებია, ამ ეტაპზე რომელ ქალაქს უფრო იაფად ვნახავ და ასე შემდეგ. თვეში ერთხელ, ისტორიული და საინტერესო ადგილების მონახულებას ვახერხებ. სულ რაღაც ორ წელლიწადში 20-ზე მეტი ღირსშესანისნავი ქალაქის დათვალიერება მოვასწარი. მაგალითად ვიყავი: პარიზში, სტრასბურგში, რომში, ვენეციაში, მილანში, ფრანკფურტი, შტუდგარტი, მიუნხენი, ნურმბერგი და ა.შ. ევროპაში მოგზაურობა საკმაოთ იაფია წინასწარ თუ კარგად გაარკვევთ ყველაფერს.
ასე რომ, არ შეუშინდეთ ახალ თავგადასავლებს, ყველაფრის გაკეთება თავად შეგიძლიათ. დაისახეთ მიზანი და ამ მიზნის შესრულებისათვის იბრძოლეთ. ევროპა უამრავ შესაძლებლობას გთავაზობთ საკუთარი თავის რეალიზაციისათვის.
მარიამ ტაკაშვილი