ხელოვნების თითოეული სფერო ყოველდღიურად ვითრდება და უფრო და უფრო იხვეწება. არც ცეკვაა გამონაკლისი, ყოველდღიურად ახალ-ახალი, სრულიად განსხვავებული მიმართულებები ჩნდება, ძალიან ბევრი მიმდევარით. საქართველოში ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის სოციალური ცეკვების შესახებ. სოციალური ცეკვები განსაკუთრებული ცეცხლოვანი, ენერგიული ილეთებით გამოირჩევა, მისი ყურებით უბრალოდ უნდა დატკბე.
ჩემი რესპონდენტი სულ რაღაც ერთი წელია რაც სოციალური ცეკვებითაა გატაცებული. მომავალი ეკონომისტი, დროის უმეტეს ნაწილს ცეკვასა და საკუთარ სტუდიას უთმობს. რამდენად რთულია ერთ წელიწადში პროფესიულ დონეზე ცეკვების შესწავლა, რას წარმოადგენ მისთვის ცეკვა, სად შეუძლია მოყვარულს დაეუფლოს აღნიშნულ ცეკვებს, როგორია კონკურენცია, ამ კითხვებზე „თბილისი თაიმსს“ ეკატერინე მიქაცაძე ესაუბრა.
რამდენი ხანია რაც ცეკვის პროფესიულად დაუფლება გადაწყვიტეთ?
– პირველად ცეკვის დარბაზში ფეხი, რომ შევდგი 5 წლის ვიყავი. იმ დღიდან სერიოზულად ვუყურებდი ამ სფეროს. 10 წელი ვცეკვავდი ქართულ ცეკვებს და ყოველთვის მინდოდა მოცეკვავე გამოვსულიყავი. უშუალოდ სოციალურ ცეკვების სამყაროში წელიწადზე მეტია რაც ვარ და ვთვლი, რომ ვიპოვე ჩემი მოწოდება.
რატომ აირჩიეთ კონკრეტული მიმართულება (ბაჩატა, მისი მკლე ისტორია) და რამდენადაა ის საქართველოში გავრცელებული და ცნობილი?
– მეღიმება როცა მახსენდება, ჩემი და ბაჩატას ისტორია. როცა სოციალური ცეკვების სწავლა დავიწყე ვამბობდი, რომ არასოდეს ვიცეკვებდი ბაჩატას, მუხედავად იმისა, რომ არასოდეს არ მქონია შეხება მასთან. უფრო მეტიც, დაცინვის მიზნით სახელი შევუცვალე და “ჩაჩატას” ვეძახდი. თუმცა შემდეგ, ვნახე რამდენიმე ცეკვის ვიდეო ვარსკვლავების შესრულებით, და ძალიან მომეწონა.
ზოგადად ბაჩატა არის ლათინოამერიკული სოციალური ცეკვა, რომლის სამშობლო დომინიკის რესპუბლიკაა. საქართველოში, ის არც თუ ისე დიდი ხანია რაც შემოვიდა და ძალიან ცოტამ იცის ამ ცეკვების შესახებ.
რა განსხვავებაა სამეჯლისო ცეკვებსა და სოციალურ ცეკვებს შორის?
– სამეჯლისო ცეკვებში ხდება ცეკვის დადგმა, სადაც ბიჭი ცეკვავს თავის პარტიას, გოგო თავისას. სოციალური ცეკვები რადიკალურად განსხვავდება სამეჯლისოსგან, რადგან აქ ცეკვა არის სრული იმპროვიზაცია. გვაქვს მინიშნებები ეგრედ წოდებული ” სხეულის ენა“, რომლის შესწავლაც ეტაპობრივად ხდება, მამაკაცი არის წამყვანი, რომელიც აცეკვებს პარტნიორს.
ეს მინიშნებები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ერთი და იგივეა, რაც საშუალებას გვაძლევს სრულიად უცხო პიროვნებას ისე ვეცეკვოთ, რომ თითქოს მთელი ცხოვრებაა მასთან ვცეკვავთ
პროფესიით მომავალი ეკონომისტი ხართ, ცეკვა მხოლოდ გართობის საშუალებაა თუ ფიქრობთ ძირითადი პროფესიის ჩანაცვლებაზე?
– ცეკვა დიდი ხანია გართობის საშუალება აღარაა, თუმცა რა თქმა უნდა, ვერთობი კიდეც ცეკვით. რაც შეეხება ეკონომიკას, ვფიქრობ უჩემოდაც გაართმევენ თავს.
მიგაჩნიათ თუ არა, რომ ერთი წელი არის საჭირო იმისათვის, რომ ადამიანმა ცეკვა სრულყოფილად შეისწავლოს?
– გააჩნია როგორ მოინდომებ, თუმცა თუ არასოდეს არ გიცეკვია და არანაირი შეხება არ გქონია ამ სფეროსთან მაშინ ერთი წელი საკმაოდ ცოტაა. მაგრამ, თავდაუზოგავი შრომით, ყველაფერი შესაძლებელია.
თქვენ იმყოფებოდით თურქეთში მსოფლიო ბაჩატას ფესტივალზ, ეს იყო თქვენი ინიციატივა და სურვილი თუ კონკრეტული მიზნით იყავით იქ, მიგიღიათ თუ არა მონაწილეობა საერთაშორისო კონკურსებში?
– თურქეთში ჩატარდა ცეკვის საერთაშორისო დღისთვის მიძღვნილი ფესტივალი, რომელიც სამი დღე გრძელდებოდა. იქ წასვლა არ ყოფილა ჩვენი ინიციატივა, ჩვენ უბრალოდ მივიღეთ მოწვევა და ამ ფესტივლის ფარგლებში ვიცეკვეთ სამი შოუ ნომერი და ჩავატარეთ სამი workshop-ი. კონურსებს რაც შეეხება, საეთაშორისო მასშტაბით მონაწილეობა ჯერ არ მიგვიღია, თუმცა ახლახანს გვქონდა მოწვევა მსოფლიო დონის კონკურსიდან.
როდის გაიცანით თქვენი პარტნიორი და რამდენად მიუძღვის მას წვლილი თქვენს წარმატებაში?
– ჩემი პარტნიორი გავიცანი პირველივე დღეს, როდესაც სოციალური ცეკვების სწავლა დავიწყე. უფრო მეტიც, სწორედ მან ჩამიტარა პირველი გაკვეთილი. ის ჩემზე ბევრად დიდი ხანია ცეკვავს, და ამ საქმის ნამდვილი პროფესიონალია. მას დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს განვითარებაში, რადგან ყველაფერი რაც ვიცი მისი დამსახურებაა. როგორც წყვილი, უკვე ერთ წელზე მეტია რაც ერთად ვცეკვავთ.
არც თუ ისე დიდი ხანია რაც საკუთარი სტუდია გახსენით, რამდენადაა საზოგადოება დაინტერესებული და ძირითადად რა ასაკის ადამიანები არიან თქვენი ხშირი სტუმრები?
– სულ რაღაც რამოდენიმე კვირააა რაც ჩვენი საკუთარი სტუდია “Bachata Diamante” გავხსენით. დაინტერესება საკმაოდ დიდია, იქიდან გამოდმინარე რომ ხალხს მოსწონს სიახლე, და აინტერესებთ ახლის შეცნობა. გაკვეთილები კვირაში 4 ჯერ ტარდება, ძირითადად საღამოს საათებში. რაც შეეხება ასაკს, სოციალურ ცეკვებში ასაკი უბრალოდ რიცხვებია და მეტი არაფერი. დაინტერესება მოდის, როგორც ახალგაზრდებისგან, ასევე ზრდასრული ადამიანებისგან. ასევე გვაყვს ბავშვების ჯგუფიც.
რამდენად არის კონკურენცია?
– არიან მოცეკვავეები, რომლებიც საკმაოდ ძლიერები არიან ამ სფეროში, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ჩვენი კონკურენტები არიან, რადგან ჩვენ მაქსიმუმს ვდებთ ამ სფეროში. ჩვენი ძირითადი მიზანი არის ის, რომ საქართველომ გაიცნოს სოციალური ცეკვები.
რას ურჩევდით დამწყებ მოცეკვავეებს?
– მოიხსენით ყოველგავრი დაძაბულობა და უბრალოდ იცეკვეთ, უბრალოდ მიიღეთ სიამოვნება იმისაგან რასაც აკეთებთ.
რას გვეტყვით სამომავლო გეგმებზე?
– ამ ეტაპზე ვემზადებით თბილისი საერთაშორისო ფესტიავლისთვის, საიდანაც მივიღეთ მოწვევა. ფესტივალი 27 მაისს იწყება და სამი დღე გრძელდება. ასევე მოლაპარაკება მიმდიონარეობს თურქეთის ერთ- ერთ სკოლასთან და რაც მთავარია, ყველაზე დიდი სამომავლო მიზანია ჩვენი სკოლის განვითარება და გაფართოება.
მარიამ ფანჩულიძე









