მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ რუმინეთის პრეზიდენტის მრჩეველთან ბოგდან აურესკუსთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე დავით ბაქრაძემ ბოგდან აურესკუს საქართველოში მიმდინარე რეფორმები, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული მოლოდინები და ნატოს ვარშავის სამიტთან დაკავშირებით მზადების პროცესი გააცნო. ასევე, საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და წინასაარჩევნოს გარემოს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე მზარდი რუსული პროპაგანდის კონტექსტში სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.












