• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, May 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ხსნის არმია“ – არმიის სტილში გაერთიანებული მორწმუნეების ქველმოქმედება საქართველოში

10 years ago
in რელიგია
A A
„ხსნის არმია“ – არმიის სტილში გაერთიანებული მორწმუნეების ქველმოქმედება საქართველოში
5
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„ჩემი პასუხისმგებლობაა გავამხნევო ყოველი ხსნისარმიელი, უსმინონ თუ რას ამცნობს  მათ უფალი გასაკეთებლად და მივცე მოტივაცია, რომ დაამოწმონ ღვთის შესახებ, ასევე დავეხმაროთ და მხარი ხსნის არმიადაუჭიროთ საქართველოში მცხოვრებთ.“- ამ სიტყვებით მიმართა რამდენიმე კვირის წინ „ბეთელის ცენტრში“  გამართულ საზეიმო შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას საერთაშორისო რელიგიური და საქველმოქმედო ორგანიზაცია „ხსნის არმიის“  მსოფლიო ლიდერმა  ანდრეი კოქსიმ, რომელიც  საქართველოს მეუღლესთან ერთად სტუმრობდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სხნის არმია არის ერთდროულად ეკლესიის და  საქველმოქმედო ორგანიზაციის ნაწილი, მისი მიზანია იქადაგოს სასუფევლის იმედზე და დაეხმაროს ადამიანებს.

სხნის არმია, რომელიც საქართველოში უკვე 23 წელია ეწევა თავის საქმიანობას, 127 ქვეყანაშია წარმოდგენილი 13.826 ეკლესიით, 26.675 მსახური ოფიცრით და 2მლნ-ზე მეტი მრევლით. ის ასევე მართავს საქველმოქმედო საქმიანობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სადაც შედის: 182 ბავშვთა თავშესაფარი, 440 სამედიცინო ცენტრი უსახლკაროთათვის, 252 სარეაბილიტაციო ცენტრი, 352 თავშესაფარი ქალთა, დევნილთა და მოხუცთათვის, 52 საავადმყოფო და სხვა მრავალი სოციალური  და საგანმანათლებლო პროგრამა.

„თბილისი თაიმსმა“ გადაწყვიტა უფრო დეტალურად გაგაცნოთ აღნიშნული რელიგიური ორგანიზაციის შექმინის ისტორია, სწავლება, მთავარი იდეა და მისი მოღვაწეობა საქართველოში. გთავაზობთ ინტერვიუს საერთაშორისო საქველმოქმედი-რელიგიური ორგანიზაცია ,,ხსნის არმიის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერ სოფო ბახტაძესთან:

ხსნის არმია

ქალბატონო სოფო, გვიამბეთ  საერთაშორისო რელიგიური და საქველმოქმედო ორგანიზაცია „ხსნის არმიის“ შექმნის ისტორია?

– ხსნის არმია დაფუძნდა 1865 წელს ლონდონში ყოფილი მოთოდისტი მქადაგებლის უილიამ ბუთის მიერ. თავიდან ის შეიქმნა როგორც “აღმოსავლეთ ლონდონის ქრისტიანული მისია”, ხოლო  ხსნის არმიამ თავისი  ამჟამინდელი სახელწოდება მიიღო 1878 წელს.  მისია ხსნის არმიის – ესაა არის კეთილი უწყების გავრცელება, სახარების ქადაგება და მატაერიალური დახმარების აღმოჩენა გაჭირვებული ადამიანებისთვის. პირველი გენერალი გახლდათ თავად დამფუძნებელი – უილიამ ბუთი. მან წარმოგვიდგინა არმიული სტრუქტურა, რომელიც შენარჩუნებულია დღემდე.

ხსნის არმია არის საერთაშორისო საქველმოქმედო რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს მსოფლიოს 127 ქვეყანაში. ყველგან არმიას აქვს ეკლესიის მნიშვნელობა, მას კორპუსი ეწოდება. ხსნის არმიის მრევლი მოიცავს ორ მილიონზე მეტ ადამიანს, ესენი არიან: ჯარისკაცები, ოფიცრები, არმიის მხარდამჭერები, მრევლი.

ხსნის არმია არც მეტი არც ნაკლები  არის მორწმუნეების რიცხვი, გაერთიანებული არმიის სტილში, რომლის  მიზანია მორალური, სულიერი და მატერიალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს სოციალური უთანასწორობის პირობებში მცხოვრებ ადამიანებს და ამავე დროს გაუზიარონ მათ ღმერთის სიტყვა.

13423926_1013057582124632_4074153099749322068_nროდის და რა ვითარებაში შემოვიდა ხსნის არმია პირველად საქართველოში?

– საქართველოში ხსნის არმია ოფიციალურ დონეზე იქნა მოწვეული  1992-1993 წლებში, აფხაზეთის ომის პერიოდში, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკურად  ძალიან რთული ვითრება იყო.  13427838_1013057625457961_3414627953256067776_nხსნის არმია საქმიანობის განსახორციელებლად არ შედის ქვეყანაში, თუ სახელმწიფო უწყებდან  არ არის ოფიციალური დასტური. შეხვედრა გაიმართა ასევე საპარტიარქოში, კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესთნ. ოფიციალური მოწვევის შედეგად  ხსნის არმიამ დაიწყო საქმიაობის განხორციელება საქართველოში.

ქალბატონო სოფო, რატომ გადაწყდა, რომ ხსნის არმია სახმედრო სტილში მოწყობილიყო და რა დატვირთვა აქვს სამოს, რომელსაც ატრებთ?

– ხსნის არმიის ჩამოყალიბების პერიოდში, მე-19 საუკუნის ბოლო, ლონდონში ძალიან პოპულარული და გავრცელებული იყო უნიფორმის ტარება, ეს იქნებოდა სახმედო, საზღვაო თუ სხვა სახის, ამიტომ დამფუძნებლებმა მიიღეს გადაწყევტილება გამოყენებული ყოფილიყო სამხედრო ტერმინოლოგია და ფორმა. გარდა ამისა სამოსი, რომელსაც ვატარებთ კარგი იდენტიფიკაციის საშუალებაცაა და ამადროულად რელიგიური მნიშვნელობის სამოსი.

როგორ ხდება წევრების მიღება თქვენს რელიგიურ ორგანიზაციაში და არსებობს თუ არა იერარქია ხსნის არმიაში?

– თუ ადამიანი ეთანხმება იმ დოქტრინალურ სწავლებას, მრწამსს, რომელიც განსაზღვრავს ხსნის არმიის ეკლესიურ მხარეს და სურს  ჩვენი რელიგიური ორგანიზაციის ოფიციალური წევრობა, მან უნდა გაიაროს შესაბამისი გაკვეთილები და შეისწავლოს მრწამსი, რომლის შემდეგაც  ღვთისმსახურებაზე კითხულობს მრწამსს და დებს პირობას მრევლის წინაშე, რომ იქნება უფლის სიტყვის ერთგული, მოყვარე და აღმსრულებელი. წევრები  ჯარისკაცის სახელით მიიღებიან, მაგრამ  თუკი მათ  აქვთ  მოწოდება ღმერთისგან და სურთ ემსახურონ უფალს როგორც მწყემსი, მათ უნდა გაიარონ ორწლიანი ოფიცერთა მოსამზადებელი ინსიტუტი, რის შემდეგაც ხდებიან ხელდასხმული მსახურები.

არსებობს ხსნის არმიის ოფიცერთა მოსამზადებლი ინსტიტუ საქართველოში?

– ხსნის არმია დაყოფილია ზონებად, თითოეულში შედის 10-15 ტერიტორია, რომელიც თავის მხრივ რამდენიმე ქავეყანას მოიცავს.  საქართველო მიეკუთნება  აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიას,  სადაც შედის: უკრაინა, რუმინეთი, მოლდავეთი. ჩვენი საერთო შტაბ-ბინა და ოფიცერთა მოსამზადებელი ინსტიტუტი მდებარეობს  მოლდავეთში.

ვინ აფინანსებს მათ მომზადებას და რა არის ზოგადად ხსნის არმის შემოსავლის წყარო, რის ხარჯზე ეწევეთი  ქველმოქმედებასა თუ რელიგიურ  საქმიანობას?

– ის ფინანსური რესურსი, რომელიც ჭირდება ხსნის არმიას განახორციელოს როგორც სასულიერო, ასევე სოციალური მსახურება, ხდება შემოწირულობების მეშვეობით. ამას ემატება ადგილობრივი მრევლის შემოწირულობა. ასევე ყოველწლიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხსნის არმია ახორციელებს აქციას ,,საშობაო ზარები“, რაც გულისხმობს შობის დღესასწაულამდე 2-3 კვირით ადრე ქუჩაში შესაწირის შეგროვებას უპოვართათვის.

ქალბატონი სოფო, ახსენეთ მრწამსი, დოქტრინალური სწავლება, რომელიც ხსნის არმიის ეკლესიურ მხარეს განსაზღვრავს, მოდით  უფრო დეტალურად გვესუბრეთ, რა არის თქვენი როგორც რელიგიური ორგანიზაცია  შექმინის მთავარი იდეა, რას ეფუძნება ის?

– ხსნისა არმია არის მსოფლიო ევანგელისტური ეკლესიის ნაწილი. მისი სწავლების საფუძველია მხოლოდ და მხოლოდ წმინდა წერილი- ბიბლია. შესაბამისად, მრწამსი გამომდინარეობს წმინდა წერილიდან. გვწამს ძველი და ახალი აღთქმის წიგნების  ღვთივსულიერება. ერთი ღმერთის, რომელიც არის სრულყოფილი, შემომქმედი, დამცველი  და რელიგიური თაყვანისცემის ობიექტი. გვწამს წმინდა სამება, მამა ძე და სულიწმიდა როგორც განუყოფელნი არსით და თანასწორი ძალასა და დიდებაში.

გვწამს იესო ქრისტეს პიროვნებაში ადამიანური და ღვთიური ბუნების შერწყმა იმგვარად, რომ ის არის ჭეშმარიტად კაცი და ჭეშმარიტად  ღმერთი. გვწამს რომ იესო ქრისტე აღესრულა ჩვენი ცოდვებისთვის, აღდგა მკვდრეთით წმინდა წერილის თანახმად და როგორც აღმდგარი უფალი იგი გვთავაზობს ცოდვათა მიტევებას და სულიწმიდისგან შემრიგებლურ ძღვენს. ყოველი ადამიანი ვინც ირწმუნებს იესოს, როგორც ღვთისგან მოვლინებულ მხოლოდშობილ ძეს ექნება სინანული თავისი ცოდვების, უფლისგან მიიღებს პატიებას და იმკვიდრებს ადგილს საუკუნო სიცოცხლეში.

ხსნის არმიის მრწამსი მოცემულია 11 დოქტრინად, რომელიც ისწავლება და განიხილება როგორც რწმენის ძირითადი დებულება.

ხსნის არმიარა არის დამახასიათებელი თქვენი ღვთისმსახურებისთვის. რით  არის განსხვავებული და გამორჩიული ის?

– განსხვავებულია სტილიდან გამომდინარე. ღვთისმსახურებას  ატარებს მსახური, ოფიცრად წოდებული უნიფორმაში შემოსილი. ლოცვით ნაწლი მოიცავს საკითხავებს წმინდა წერილიდან, ეს  შეიძელბა იყო ფსალმუნები, ადგილი ძველი აღთქმიდან, სახარებიდან, ეპისტოლეებიდან. მსახურებაში მნიშვნელოვანი ადილი უჭირავს ქადაგებას.  სრულდება გალობა, რომლის დროსაც გამოიყენება სხვადასხვა სახის ინსტრუმენტები. ბოლოს კი სრულდება ლოცვითი ნაწილი, უმეტესდ აღევლინება მამო ჩვენო.

სრულდება  თუ არა მსახურებებზე ნათლობა, აღსარება, ზიარება, ჯვრისწერა? განიხილავთ მათ როგორც საეკლესიო საიდუმლოებებს?

– ხსნის არმია არ უარყოფს არცერთ ქრისტიანულ საიდუმლოს,  თუმცა პრაქტიკაში ისინი როგორც საეკლესიო საიდუმლოებები არ ტარდება. მათ  მხოლოდ  რიტუალის სახე აქვს.  მაგალითად: ზიარება სრულდება საშობაოდ, წინა სააღდგომო პერიოდში  რომელიც არის მოგონება იმისა რაც გააკეთა თავად იესომ.

რაც შეეხება ნათლობას, ხსნის არმიაში ის არ ტარდება, ხდება მხოლოდ ჩვილთა მიძღვნა. ხსნის არმიის საეკლესიო ტრადიციის მიხედვით, მშობლები შვილთან ერთდ მოდიან ღვთისმსახურებაზე და აცხადებენ ღვთისა და მრევლის წინაშე,  რომ დაეხმარებიან თავიანთ შვილს უფლის გზაზე სიარაულში, ჩაუნერგავენ ღვთის სიყვარულს, ასწავლიან მის სიტყვას.

რომელ რელიგიურ დღესასწაულებს აღიარებთ და როდის აღნიშნავთ მათ? 

– დღესასწაულები არის მიზეზი იმისა, რომ ვიზეიმოთ, ავღნიშნოთ ან გავიხსენოთ სახარებისეული მოვლენა. ვდღესასწაულობთ შობას, როცა ქრისტე განკაცდა; აღდგომას-სიკვდილზე გამარჯვების დღესასწაულს; სულთმოფენეობას-სულიწმინდის გადმოსვლას მოწაფეებზე; ხარებას და ა.შ. დღესასწაულის აღნიშვნის თარიღი ემთხვევა ჩვენი ქვეყნის დომინანტური ეკლესიის დღესასწაულებს.

როგორი დამოკიდებულება აქვს ხსნის არმიას წმინდანებისადმი?

– ადამიანის ნებისმიერი სასულიერო ღვაწლი დასაფასებელია, რომელიც უფალი იესო ქრისტეს სახელით  აღუსრულებია მორწმუნეს, ამდენად ვაფასებთ მათ  შრომას  და  პატივს მივაგებთ, თუმცა  არ ვეთაყვანებით და არ ვიყენებთ მათ მეოხად ღმერთს შორის.

ქალბატონო სოფო, ძირითადად ქვეყნის რომელ რეგიონშია წარმოდგენილი ხსნის არმია და დაახლოებით რა რაოდენობის მრევლი გყავთ?

– ყველაზე დიდი  სამრევლო თბილისშია, აქ 4 სამლოცველო სახლი გვაქვს: დიდ დიღომში, სოლოლაკში, სამგორსა და ფონიჭალაში.  ქალაქ რუსთავში ორი, ხოლო   ბათუმსა  და ლაგოდეხში  თითო  სამლოცველოა. რაც შეეხება  მრევლის რაოდენობას, დაახლოებით 1000-მდე მორწმუნეა ხსნის არმიის წევრი.

ხსნის არმია

რა სახის ქველმოქმედებას ეწევა ხსნის არმია,  რა პრობლემებით მოგმართავენ ხოლმე ძრითადად ადამანები და როგორ ეხმარებით მათ?

– ხსნის არმია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე ეხმარება ყველას, ვისაც სჭირდება დახმარება. მიუხედავად ადამიანის რელიგიური შეხედულებებისა, რასისა, კანის ფერისა თუ კუტურული კუთვნილებისა. ჩვენ მოგვმართავენ უსახლკაროები, ფინანსური პრობლემების მქონე ადამიანები. ისინი ვისაც სჭირდებათ მედიკამენტები, სამედიცინო თვალსაზრისით დახმარება, საკვები, სამოსი და ა.შ. შეძლებისდაგვარად ვეხმარებით ჩვენი რესურსიდან გამომდინარე.

საქართველოში ხსნის არმია ახორციელბს სხვადასხვა სახის სოციალურ პროექტებს, როგოროცაა: ბავშვთა გახანგრძლივებული ცენტრები, მოხუცებულთა კლუბი, უსახლკაროთა კვება, სამედიცინო მხარდაჭერა და სხვა.

ქუჩაში მცხოვრები ადამიანების დასაპურებლად  ხსნის არმიის მოხალისეები ამზადებენ საკვებს და მთელი ღამის განმავლობაში ხდება ქუჩში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების დაპურება.

ასევე, ფუნქციონირებს „მოხუცებულთა კლუბი“, სადაც დღის განმვალობაში შეუძლიათ მიირთვან და საჭიროების შემთახვევაში სახლშიც წაიღონ საკვები.  “ბავშვთა დახმარების ცენტრი”, სადაც ნებისმიერ სასკოლო ასაკის ბავშვს შეუძლია მოვიდეს, ისადილოს და ამავდროულად გაკვეთილებიც მომზადოს, რაშიც ეხმარებიან  მასწავლებლები. მათ ასევე, ასწავლიან ხელსაქმეს,  მუსიკას,  ქართულ ცეკვას.

გვაქვს პროექტი, „დაბრუნება სკოლაში“, რომელსაც რამდენიმე წელია ვანხორციელებთ იმ ოჯახებისთვის, რომელთაც არ აქვს შესაძლებლობა შვილები გაუშვან სკოლაში, ტანსაცმლის და სასკოლო ნივთების უქონლობის გამო. სასიხარულოა, რომ ამ პროექტის წყალოით ბევრმა ბავშვმა შეძლო სწავლის გაგრძელება სკოლაში.

თუ ადამიანები,  რომელთაც  ვეხმარებით მატერიალურად, გამოიჩენენ ინტერესს ხსნის არმიის  მიმართ რა თქმა უნდა ვაძლევთ ინფორმაციას ვუზიარებთ ღმერთის სიტყვას. რადგან ხსნის არმიის დაფუძნების მისიაც სწორედ ეს არის, დავეხმაროთ ადამიანებს  არა მარტო მატერიალურად, არამედ  სულიერადაც.

ქალბატონო სოფო, როგორი ურთიერთობა გაქვთ საქართველოში მოქმედ სახვა რელიგიურ დენომინაციებთან, ატარებთ თუ არა ერთობლივ ღონისძიებებს?

– საქართველოში მოქმედ რელიგიურ ორგანიზაციებთან  მეგობრული და თანამშრომლობითი დამოკიდებულება გვაქვს. პატივსვცემთ   ერთმანეთის რწმენას და  ვიღებთ მონაწილობას საერთო ღონისძიებებში,  ეკუმენურ ლოცვებში  და  ვატარებთ სხვადსახვა სოციალურ პროექტებს. მაგალითად,  იყო შემთხვევები, როდესაც დავეხმარეთ მართლმადიდებელი ეკლესიის  მრევლს. წლების გნმავლობაში ვარიგებდით  სამედიცო ინვენტარს, ინვალიდთა გადასაადგილებელ ეტლებს,  ხელჯოხებს. ბევრი ეკლესია მოგვმართავდა დახმარებისთვის.

ხსნის არმია შედის სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს შემადგენლობაში, სადაც ვმონაწილეობთ სხვადასხვა პროექტებში და სამუშაო შეხვედრებზე. რაც შეეხება რელიგიის სააგენტოს, მასთან თანამშრომლობაში ხსნის არმია არ შედის.

ხსნის არმია

რა პრობლემების წინაშე დგას თქვენი რელიგიური ორგანიზაცია, როგორ შეაფასებდით ქვეყანაში არსებულ რელიგიის თავისუფლებას და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ  მხრივ სიტუაცია გაუმჯობესდეს?

– რა თქმა უნდა პრობლემები არის, თუმცა წინა წლებთან შედარებით რელიგიის თავისუფლების კუთხით მდგომარეობა შედარებით გაუმჯებესებულია. ვგულისხმობ შეკრების და აზრის გამოხატვის თავისუფლებას.

დღეს ერთ-ერთი  პრობლემა არის ის რომ ჩვენთვის, ისევე როგორც ბევრი რელიგიური  ორგანიზაციისთვის არ არის ხელმისაწვდომი მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. საზოგადოებაში შეინიშნება ქსენოფობიური განწყობა, ამიტომ მნიშვნელოვანია სატელევიზიო სივრცეში მომზადდეს დოკუმენტური ან სხვა სახის შემეცნებითი გადაცემები, რომელიც სრულფასოვან ინფირმაციას მიაწვდის საზოგადოებას. შეიმჩნევა ასევე სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის დაუსჯელობის პრობლემაც.

ჩვენ, ჩვენის მხრივ ვისურვებთ ქვეყნის სულიერ აღმშენებლობას,  სოციალურ სიძლიერეს და შემწყნარებლურ გარემოს.

სოფიკო ნინიკაშვილი

სოფიკო ნინიკაშვილი

Share2Tweet1

ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი
ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ
ახალი ამბები

ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ

05/07/2026
მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო – მეუფე ნიკოლოზი
ახალი ამბები

მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო – მეუფე ნიკოლოზი

05/07/2026
„სამი კანდიდატის წარდგენით დავინახეთ რეალობა და ყველაფერი უკვე ცხადია“ – გიორგი მიქანაძე მეუფე შიოზე
ახალი ამბები

„სამი კანდიდატის წარდგენით დავინახეთ რეალობა და ყველაფერი უკვე ცხადია“ – გიორგი მიქანაძე მეუფე შიოზე

05/08/2026
მეუფე შიო: მომდევნო კვირაში მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა, გთხოვთ, გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ღირსეულად ჩავატაროთ
ახალი ამბები

მეუფე შიო: მომდევნო კვირაში მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა, გთხოვთ, გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ღირსეულად ჩავატაროთ

05/06/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026

საინტერესო

ბათუმში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

ბათუმში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

2 years ago
გიორგი გახარია: “15-20 წელი გამოძიების ხარისხის მიმართულებით არაფერი გაკეთებულა”

გიორგი გახარია: “15-20 წელი გამოძიების ხარისხის მიმართულებით არაფერი გაკეთებულა”

8 years ago

“თამარ ბერუჩაშვილი ამ ეტაპზე არის საგანგებო დავალებათა ელჩი”

11 years ago

ირაკლი ალასანია ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

12 years ago

ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”
ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026

"ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში ინ­კა­სა­ტო­რე­ბის სა­ხე­ლით შე­სულ­მა ყა­ჩა­ღებ­მა, 3 ადა­მი­ანს ყუ­რე­ბი და თი­თე­ბი და­აჭ­რეს, რათა დიდი ფული...

Read moreDetails
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი” 05/10/2026
  • გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი 05/09/2026
  • ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი 05/08/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by