• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, August 17, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მახსოვს

10 years ago
კატეგორია: მკითხველის ბლოგი
A A
მახსოვს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მახსოვსკარგი მახსოვრობა მაქვს. ხშირად ეს ხელს მიშლის, რადგან ჩემი ცხოვრების სამარცხვინო მომენტები სრულიად შეუფერებელ დროს მახსენდება და უკვე მერამდენედ ვდარდობ ამის გამო. სადარდებელი გახსენება კი არა, ის დროა, როცა მეგონა რომ იმაზე უკეთესს ვიმსახურებდი, ვიდრე მქონდა.

ასაკის მატებასთან ერთად მეხსიერება მიუჯობესდება. სკოლაში, მეოთხე კლასში, ზამთრის ცივ დილას ჩამოტარებული ფუნთუშების სუნი და გემო, რომელიც მინდა რომ დამავიწყდეს, მაინც მახსოვს. მთელი ძალით ვცდილობ რომ დავივიწყო, უბრალოდ საშინელება იყო და იმიტომ. მეტროს ესკალატორზე შავგრემანი ბიჭის ღიმილიანი სახის დავიწყება კი არ მინდა. ის ხომ მე მიღიმოდა, იმ ნაცრისფერ დილას, როდესაც დაღლილი მივდიოდი უნივერსიტეტში. პირიქითაც ხდება.

ჩემი მეხსიერების აღდგენას მაშინ ვცდილობ, როცა ეს არაფერში მჭირდება. თავის მოსაჩვენებლად ვმანაჭავ ხოლმე  სახეს და დაძაბული თვალებით ვუყურებ წარსულს, იმიტაცია იმისა, რომ ვიხსენებ. არადა მახსოვს, გასახსენებელიც არაფერია.

ჩემი ნათქვამი ყოველი სიტყვა, რომელიც მე ხშირად მახსენებს თავს,  სხვებისთვის ტკივილის გასასინჯად, მისაჩვევად და მათი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად გადამიქცევია. იშვიათად ბედნიერებისთვის. ის შიში, რომელიც ჩემი სხეულის მოწამვლას მოსდევს, მხოლოდ მომდევნო მოწამვლის დროს მახსენდება. ეს ისაა, რასაც მე ვერ ვაკონტროლებ.

უნიკალური მახსოვრობა არ მჭირდება იმის გასახსენებლად, თუ რატომ ვიქცეოდი წლების წინ ცუდად ან კარგად, რატომ შევიჭერი თმები და რატომ ვადანაშაულებდი ყოველთვის სხვებს.

ოცი წელი.ეს არც ისე დიდი დროა, მაგრამ ჩემთვის საკმარისი აღმოჩნდა, რომ შეცდომები შეცდომებზე დამეშვა. იმისთვისაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ ადამიანები დამეკარგა და  შემდეგ თავიდან მეპოვა და იმისთვისაც, რომ ახლა ასე აშკარად წერა შემძლებოდა.

ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალია და ოდესმე ცუდი რამ რაც კი მომხდარა შენს ცხოვრებაში ყველაფერი დაგავიწყდებაო. “ამბობენ” -ს მე არ ვუჯერებ და იქნებ სწორედ ამიტომაც არ სურს ჩემი გონებიდან იმას ამოფრენა, რისი გახსენებაც მხოლოდ ნეგატივს იწვევს ჩემში. სისულელეა ეს ფრაზები, ვიღაცამ წლების წინ სადღაც თქვა და ჩვენც იმის მაგივრად რომ ახალი ფრაზებით ვიცხოვროთ, მათ ვიმახსოვრებთ. არადა დასამახსოვრებელი სხვაც ბევრია.

სახის მიმიკები ყველაზე კარგად მამახსოვრდება თურმე. ადამიანების გამოცნობა და მერე იმით ტრაბახი, რომ პირველივე დანახვისთანავე მიხვდით ვინც იყო სინამდვილეში, მხოლოდ ჩვენი უუნარობის დაფარვაში გვეხმარება. წლების მერე ხომ ამას არავინ გაიხსენებს. არავინ, გარდა იმისა, ვისაც ეს ძალაუნებურად ახსოვს.

ცვლილება პროგრესისთვის, რომელიც არ ყოფილა და არც იქნება, მაგრამ ადამიანებს გვაწყობს იმისი მოსმენა, რაც სასიამოვნოა. სიმართლეს უფრო ძნელად ვაღიარებთ, ვიდრე სიცრუით შეფარულ სინამდვილეს. საკუთარ შეცდომებს მაშინ ვხვდებით, როცა გამოსწორების ყველა გზა გადაჭრილია. ვერაფერს ვერ შეცვლი, როცა ცვლილება არარსებული პროგრესისთვისაა მიმართული.

მეუბნებიან, რატომ იცნობო ამდენ ადამიანს, რატომ იცი ვინ ვინ არის და რაში გჭირდება ყოფილი სკოლის დირექტორის ტელეფონის ნომრის ზეპირად ცოდნაო. მახსოვრობა ცუდი რამაა. არ ღირს თავის გაწირვა იმად, რაც თქვენ არ გიმსახურებთ.

ერთხელ წამლის სახელის დამახსოვრება მთხოვეს. მე თხოვნა ორ საათში დამავიწყდა, მაგრამ შვიდი წლის მერეც მახსოვს იმ წამლის სახელი. არც დამავიწყდება.

მეშინია ჩემი თავის.

მე კარგი მახსოვრობა მაქვს.

ერთი სურვილის უფლება რომ მქონდეს იმად ყოფნას ვინატრებდი, ვისაც არაფერი ახსოვს, ბედნიერად ყოფნის გარდა.

წლების მერე ესეც გამახსენდება და კიდევ ერთხელ შემრცხვება საკუთარი თავის, რომ არასდროს ვცდილობდი ვყოფილიყავი უკეთესი, ვიდრე ვიყავი ოდესმე.

მარიამ გვარამია

Share1Tweet1

ახალი ამბები

“პირველი დაბადების დღე უთქვენოდ… აუტანელია ეს ყველაფერი…“ – ბაღდათში სტიქიის შედეგად დაღუპულ ტყუპ დებს დღეს 15 წელი შეუსრულდებოდათ
ახალი ამბები

“პირველი დაბადების დღე უთქვენოდ… აუტანელია ეს ყველაფერი…“ – ბაღდათში სტიქიის შედეგად დაღუპულ ტყუპ დებს დღეს 15 წელი შეუსრულდებოდათ

04/27/2024
გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში პირველკლასელს ტანსაცმელი გახადეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს
ახალი ამბები

დაპირისპირება პირველკლასელებს შორის | რას ამბობენ ბათუმის სკოლაში მშობლის მიერ გავრცელებულ მძიმე ინფორმაციაზე?

02/27/2024
საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები საქართველოში საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ
ახალი ამბები

საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები საქართველოში საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ

11/29/2023
ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა
ახალი ამბები

ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა

11/10/2023
“ბავშვს ყოველთვის უნდა ვუთხრათ, რომ გვიყვარს, მაშინაც კი როცა გვაბრაზებს” – ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილის რჩევები
ახალი ამბები

“ბავშვს ყოველთვის უნდა ვუთხრათ, რომ გვიყვარს, მაშინაც კი როცა გვაბრაზებს” – ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილის რჩევები

10/14/2023
ნილ არმსტრონგი – სული შემეკრა და ავტირდი
ახალი ამბები

ნილ არმსტრონგი – სული შემეკრა და ავტირდი

10/16/2023

საინტერესო

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ინკლუზიური განათლების მიმართულებით ტრენინგებზე რეგისტრაციას აცხადებს

პრაქტიკოსი მასწავლებლების ახალი ნაკადისთვის პროფესიული განვითარების კურსზე რეგისტრაცია გამოაცხადა

10 years ago
“უკრაინაში ქართველი მებრძოლებიდან რომელმა გააპროტესტა გუშინ ქართველის მკვლელობა?” – ნათია ბერიძე

“უკრაინაში ქართველი მებრძოლებიდან რომელმა გააპროტესტა გუშინ ქართველის მკვლელობა?” – ნათია ბერიძე

3 years ago
ექიმი ირაკლი ნოზაძის შესახებ – პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე 2 პირი დააკავა

8 years ago

აშშ-ში ტორნადომ 12 ადამიანი იმსხვერპლა

12 years ago

ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ჩაქვის ტერიტორიაზე სატვირთო მატარებელი ადამიანს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების...

მეტის ნახვაDetails
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 08/16/2026
  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by