• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 23, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ერთიანი აგროპროექტის პრეზენტაცია გაიმართა

10 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

დანელიასოფლის   მეურნეობის   სამინისტროს   სოფლის   მეურნეობის   პროექტების მართვის სააგენტომ „ერთიანი აგროპროექტის“ პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ დანელიას და მის გუნდს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მიმდინარე პროექტების გაერთიანება „ერთიან აგროპროექტში” მთავრობის მუშაობას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის და სახელმწიფო პროექტებით სარგებლობა ხალხს უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს.

„ერთიანი აგროპროექტის“ პრეზენტაცია სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ წარადგინა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს  ინიცირებით,  სააგენტო    არაერთ  მასშტაბურ  პროექტს ახორციელებს,  რომელთა  მიზანიც  სასოფლო-სამეურნეო  წარმოების ხელშეწყობაა.

,,მოგეხსენებათ, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ არაერთი პროექტი ხორციელდება, გვაქვს ახალი პროექტებიც.  ერთიანი კონცეფციის ფორმატში და მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის შესაბამისად, ჩვენ დღეს ახალი ინიციატივა შევთავაზეთ საზოგადოებას, რაც მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ერთი ქუდის ქვეშ გაერთიანებას გულისხმობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სწორი და ეფექტიანი კომუნიკაცია საზოგადოებასთან. „ერთიანი აგროპროექტი“ შესაძლებლობას მისცემს მეწარმეებს, ფერმერებს, გლეხებს ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღონ ყველა ის პროდუქტი, რომელსაც აგრარული დარგის განვითრების მიზნით ვთავზობთ. „ერთიანი აგროპროქტში“ შევიდა აგროდაზღვევა და აგროკრედიტი უკვე განახლებული კომპინენტებით. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მოქალაქეებისთვის შეღავათიან ფინანსურ რესურსებზე კიდევ უფრო მეტი ხელმისაწვდომობის, ლარის გრძელვადიანი პერსპექტივით სესხების გაცემის შესაძლებლობების უზრუნველყოფა; ასევე, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა, ევროსტანდარტებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა, იმ არსებული რესურსების ოპტიმიზაცია, რომელიც მობილიზებულია, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა.

დღეისათვის ჩვენ ვსაუბრობთ 15000-მდე დასაქმებულზე, საიდანაც  4000-მდე ახალი სამუშაო ადგილი სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების ფარგლებში შეიქმნა. სულ მილიარდ ლარზე მეტი სესხი გაიცა. მინდა შეგახსენოთ, რომ 2011 წლისთვის ეს ციფრი 60 მლნ ლარს არ აღემატებოდა. ყოველივე ამან განაპირობა აგრარულ დარგში უპრეცედენტოდ მაღალი უცხოური პირდაპირი ინვესტიცია, რამაც 2015 წელს 28 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა“, – აღნიშნა ოთარ დანელიამ.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა დეტალურად ისაუბრა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე – შეღავათიანი აგროკრედიტი, საწარმოთა   თანადაფინანსება,   აგროდაზღვევა,   დანერგე   მომავალი, მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხული სამუშაოების ხელშეწყობა, ქართული ჩაი. თითოეული პროექტი შემუშავებულია სამინისტროს მიერ დარგის განვითარების ერთიანი ხედვისა და სტარტეგიის გათვალისწინებით. პროექტების ფარგლებში, სოფლის   მეურნეობის   პროექტების   მართვის   სააგენტოს   1,000,000-მდე ადამიანთან  ჰქონდა  ინტერაქცია.    დაინტერესებულ   მოსარგებლეს   საშუალება აქვს   შექმნას   პირველადი   და   გადამამუშაველი   აგროსაწარმო   და   დანერგოს აგროსტანდარტი. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, მოსახლეობასთან კომუნიკაცია გახდა მრავალმხრივი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომუნიკაციის ეფექტიანობის გაზრდის, დაინტერესებული   მოსარგებლისთვის   საჭირო/შესაბამისი პროექტის/პროექტების   ამოცნობის   გასამარტივებლად,   ერთიანი სტრატეგიის   წარმოჩენისა   და   სწორი   პოზიციონირებისთვის  სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს  მიმდინარე  და დაგეგმილი პროექტები  ერთი ქუდის – „ერთიანი აგროპროექტის“ ქვეშ ერთიანდება.

გაწეული საქმიანობის შეფასების საფუძველზე, პროექტები მუდმივად იხვეწება და მიმართულებათა  რაოდენობა  იზრდება.  საჭიროების   გათვალისწინებით ხორციელდება   ცვილებები   როგორც   საკანონმდებლო,   ასევე   დაფინანსების მიმართულებით.

დაფინანსებულ   საწარმოებში   ინერგება   HACCP   და ISO22000:2005   სტანდარტები;   მიმდინარეობს   მუშაობა   Global   G.A.P. სტანდარტის დანერგვაზე. ჩამოყალიბდა   კომპეტენციის   ცენტრი,   ჩატარდა   კვლევა   აგრარული   დარგის მიმართულებით   საჭიროებების   გამოსავლენად;   დაიწყო   სასწავლო   კურსები პროექტებით   მოსარგებლეთათვის;   იგეგმება   თანამშრომლობა   საერთაშორისო ფონდებთან,   ასევე   სააგენტოს   მიერ   დაფინანსებულ   საწარმოებში   სასწავლო ტურები   დაინტერესული   სტუდენტებისთვის.   შეიქმნა   ერთიანი   სივრცე მოსახლეობასთან   კომუნიკაციის   გამარტივების   და   გაუმჯობესების   მიზნით   და ამოქმედდა ცხელი ხაზის ახალი ნომერი 1501.

დღეის  მონაცემებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების   მართვის   სააგენტოს   მიერ   განხორცილებული   პროექტების ფარგლებში:

  • გაცემულია 26 300   სესხი,   მათ   შორის,   24,426   სესხი,   საერთო   თანხით 693,960,821   ლარი   და   1,874   სესხი,   საერთო   თანხით,   202,557,257   აშშ დოლარი;
  • შეიქმნა 150 ახალი აგროსაწარმო;
  • გაფართოვდა/გადაიარაღდა 700   პირველადი   და   გადამამუშავებელი აგროსაწარმო;
  • დაეზღვა 200 000 000 ლარამდე ღირებულების მოსავალი;
  • ყოველწლიურად დახმარება     700   000   –   ზე   მეტ   მცირემიწიან   ფერმერს გადაეცემა   და   მათ   საკუთრებაში   არსებული   200   ათას   ჰექტარზე   მეტი   მიწა მუშავდება;
ShareTweet

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საინტერესო

ორი ქართული ავტოგასამართი სადგური მსოფლიოს ათეულში მოხვდა

ორი ქართული ავტოგასამართი სადგური მსოფლიოს ათეულში მოხვდა

9 years ago
„ტრუსილვანია“ – სახალისო და ფერადი საცვლების სამყარო 

„ტრუსილვანია“ – სახალისო და ფერადი საცვლების სამყარო 

5 years ago

რა პრობლემები შეუქმნა “m²-ს” ჩამოშლილმა ფასადმა?

11 years ago

სომხეთის პრემიერი გადადგა

13 years ago

ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან

10/22/2026

19 ოქტომბერს, გლდანში ტრაგედია დატრიალდა. ხელბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, რატი მსხვილიძე მოულოდნელად გარდაიცვალა. რატი მსხვილიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული...

მეტის ნახვაDetails
„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

10/22/2026
„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

10/22/2026
ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

10/20/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს 10/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by