• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 2, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მანანა კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიაზე სიტყვით გამოვიდა

10 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

კობახიძეპარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრი მანანა კობახიძე სტრასბურგში მიმდინარე ზაფხულის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ქალთა ჩართულობაზე, მათ გადამზადებასა და ამ მიმართულებით იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც ქვეყანაში ბოლო წლებში განხორციელდა:

„კოლეგებო,
უპირველესად ყოვლისა, ნება მიბოძეთ, მადლობა გადავუხადო პატივცემულ მომხსენებელს მნიშვნელოვან თემაზე – სამხედრო ძალებში თანასწორობის ხელშეწყობასა და გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრაზე წარმოდგენილი ანგარიშისთვის. მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ჩვენ ყველას გვმართებს მაქსიმალური კონსოლიდაცია შეიარაღებულ ძალებში ქალთა თვითრეალიზების, მათი კარიერული წინსვლისა და განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად. მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის გარემოებაც, რომ კვლავ პრობლემად რჩება სამხედრო ძალებში ქალთა შევიწროების საკითხი, რაც შესაბამისი ეფექტური მექანიზმების დანერგვის აუცილებლობაზე მეტყველებს.

ამასთანავე, ვიყენებ რა ამ შესაძლებლობას, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, მიზანშეწონილად მივიჩნევ წარმოგიდგინოთ ის პროგრესი, რომელსაც ჩემმა ქვეყანამ მიაღწია ზემოაღნიშნულ სფეროში. კერძოდ, აღსანიშნავია, რომ ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, 2013 წლიდან ეროვნული თავდაცვის აკადემიის საბაკალავრო სკოლის ახალწვეულ იუნკერებსა და საკარიერო სკოლების ახალწვეულ მსმენელებს უტარდებათ ტრენინგები გენდერული თანასწორობის პრინციპების, გაეროს უშიშროების საბჭოს №1325 და სხვა რელევანტური რეზოლუციების შესახებ. აღნიშნული ტრენინგების ფარგლებში უკვე გადამზადდა ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. ასეთი ტიპის საგანმანათლებლო პროგრამები და ტრენინგ-კურსები ქმნის ძალიან მყარ წინაპირობას იმისათვის, რომ სამხედრო ძალებში გაიზარდოს გადაწყვეტილების მიმღებთა დონეზე ქალთა მონაწილეობა და გამოირიცხოს დისკრიმინაცია გენდერული ნიშნით.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველო აქტიურადაა ჩართული სამშვიდობო მისიებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. შესაბამისად, 2014 წლიდან გადასროლის წინა მომზადებაში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს, აგრეთვე უტარდებათ ტრენინგები გენდერული თანასწორობისა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების, გენდერული და სექსუალური ძალადობის თაობაზე. მეტი კონკრეტიკისთვის, უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში სწავლება ჩაუტარდა გადასროლის წინა მომზადებაში მყოფ ISAF-ის მისიაში გასაგზავნ 2000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა უკვე გამოიღო კონკრეტული შედეგები. დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების 7 პროცენტზე მეტს ქალები წარმოადგენენ. მათ შორისაა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე მომუშავე ქალი. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველად ქართულ რეალობაში თავდაცვის უწყებას ქალი მინისტრი ხელმძღვანელობს. ხოლო, ზოგადად, თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში დასაქმებულთა დაახლოებით 45 პროცენტი ქალები არიან.

დასასრულს მინდა გითხრათ, რომ დღეს, ამ დარბაზიდან ჩვენ მოვალენი ვართ, განსაკუთრებული მადლობა და სოლიდარობა გამოვუცხადოთ იმ ჯარისკაც ქალებს, რომლებიც მსოფლიოს არაერთ ცხელ წერტილში იბრძვიან მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათი ამ მძიმე ტვირთის შესამსუბუქებლად!“

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

როგორ აფასებს ილია მეორე რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ კონფლიქტს? – ინტერვიუ ფრანგულ ჟურნალთან

ილია მეორე წინასაარჩევნოდ სასულიერო პირებს მიმართავს – ჩრდილს ნუ მიაყენებთ ეკლესიასა და საკუთარ თავს

8 years ago
შსს წლების წინ ჩვილების სავარაუდო გაყიდვის ფაქტებით ინტერესდება 

შსს წლების წინ ჩვილების სავარაუდო გაყიდვის ფაქტებით ინტერესდება 

4 years ago
როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

4 days ago
გიორგი მარგველაშვილი: „ვლადიმერ პუტინის რეპლიკაზე სერიოზულად და ზედმიწევნით გავივლით კონსულტაციებს“

გიორგი მარგველაშვილი: “მოუწოდებ ვიქტორ იანუკოვიჩს”

13 years ago

ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო, ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს: " სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიო საპატრიარქოს...

მეტის ნახვაDetails
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო 10/02/2026
  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026
  • მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by