„თავისუფალი დემოკრატებმა“ დღეს, სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ განათლების სისტემის ტრანსფორმაციისა და განვითარების ხედვა წარმოადგინეს.
განათლების პლატფორმის პრეზენტაციას „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია ესწრებოდა. პარტიის განათლების პლატფორმა საზოგადოებას მისმა ავტორმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ალუდა გოგლიჩიძემ წარადგინა.
როგორც ალუდა გოგლიჩიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, განათლება ქვეყნის განვითარებისა და თითოეული ადამიანის ღირსეული ცხოვრების წინაპირობა უნდა გახდეს. მისივე თქმით, განათლების სისტემის ფუნქცია საერთოდ უნდა შეიცვალოს და ის არ უნდა იყოს მხოლოდ დიპლომებისა და ატესტატების გაცემის მექანიზმი. არამედ რეალური დასაქმების წინაპირობა და შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული.
„ჩვენ ვთლით, რომ რამდენიმე წელიწადში სულ მცირე 4%-მდე უნდა გაიზარდოს მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართებაში განათლების სფეროს დაფინანსება, მაგრამ ეს უნდა იყოს გათვლილი კონკრეტული პროგრამებისთვის. არაერთი კონკრეტული პროგრამის განხორციელებას ვგეგმავთ. ეს შეეხება უმაღლესი სასწავლებლების სახელმძღვანელოების თემას, საზღვრისპირა, მაღალმთიანი და მცირეკონტიგენტიან სკოლებს. ყველა პროგრამა საჭიროებაზე იქნება ორიენტირებულია და არა პროგრამა-პროგრამისთვის. დღეს ჩვენ გვაქვს ფორმალურად პროგრამული ბიუჯეტი. განათლების სისტემა ინერციით ფუნქციონირებს. განათლების პროცესი გასულია სასწავლო აუდიტორიებიდან და ჩვენ დავაბრუნებთ სასწავლო აუდიტორიებში განათლების პროცეს,” – განაცხადა გოგლიჩიძემ.












