• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, July 6, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ძალადობის პრევენცია არჩევნების პერიოდში – პარლამენტმა იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებები დაამტკიცა

10 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
პარლამენტმა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ მესამე მოსმენით მიიღო
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

 

parlamentiპარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა სისხლის სამართლისა და საარჩევნო კოდექსებში შესატანი ცვლილებები, რომლებიც სესიაზე იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ წარადგინა. ცვლილებების მიზანი წინასაარჩევნო კამპანიისა და არჩევნების მიმდინარეობისას ძალადობის პრევენციაა.

ცვლილებების თანახმად, ძალადობა და ძალადობის მუქარა კენჭისყრის შენობაში, წინასაარჩევნო აგიტაციის ან კამპანიის ღონისძიების დროს ან ადგილას, ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ხდება.

სისხლის სამართლის კოდექსს ემატება სრულიად ახალი − 1621-ე მუხლი, რომლის თანახმად, კენჭისყრის შენობაში, კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიებების დროს ძალადობა, რომელსაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე ვადით.  ძალადობრივი ქმედება, რომელსაც მოჰყვა პირის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე ვადით. თუკი იგივე ქმედება იქნება ჩადენილი ჯგუფურად, სასჯელის ზომა იქნება 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

ცვლილება  შედის საარჩევნო კოდექსშიც, რომლის თანახმად, კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ არა შენობაში, პოლიციას შეუძლია, მივიდეს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გამოძახების გარეშეც.

„თუკი ადგილი აქვს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას და თუ ეს აუცილებელია, გამონაკლის შემთხვევებში, პოლიციას შეუძლია, კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, და არა საკუთრივ კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გამოძახების გარეშეც იმყოფებოდეს. პოლიციის კანონიდან გამომდინარე, პოლიციას, ზოგადად, აქვს ვალდებულება, აღკვეთოს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, მაგრამ საყურადღებოა ის ფაქტი, რომ  საარჩევნო კოდექსი, რომელიც ორგანული კანონია და რომელიც იერარქიით აღემატება, მათ შორის, პოლიციის კანონს, პოლიციის გამოცხადებას  უბანზე ან, თუნდაც, მიმდებარე ტერიტორიაზე, არეგულირებდა მხოლოდ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნით. ანუ თუ არ იქნებოდა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნა, პოლიცია ვერც კენჭისყრის შენობაში და ვერც მიმდებარე ტერიტორიაზე ვერ გამოცხადდებოდა − ეს იყო კანონმდებლობის რეალური ხარვეზი და სწორედ ამ ხარვეზის გამოსწორებას ისახავს მიზნად წარმოდგენილი პროექტი. ამ კანონის მიზანი არის ის, რომ არჩევნების დროს უზრუნველყოს თითოეული ჩვენგანისთვის ნორმალურ, მშვიდ ვითარებაში კენჭისყრის პროცედურების  გავლა“, − განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

აღსანიშნავია, რომ მეორე მოსმენის რეჟიმში სესიაზე გაზიარებულ იქნა დეპუტატების მოსაზრება და კანონპროექტს დაემატა ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, აუცილებლობის აღმოფხვრის შემთხვევაში, პოლიციელები დატოვებენ კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიას. 

წარმოდგენილი ცვლილებებით მკაცრდება სანქცია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვისაც. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება დაისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ცვლილებების მომზადების დავალება იუსტიციის მინისტრმა პრემიერ-მინისტრისაგან 23 მაისს მიიღო. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, სისხლისსამართლებრივი წესით ისჯება ისეთი ქმედებები, რომლებიც განზრახ უშლის ხელს ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენას; შემოთავაზებული ცვლილებებით კი, დასჯადი ხდება ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა მოძალადის მიზანი ამომრჩევლის ნების გამოხატვისათვის ხელის შეშლა.

მთავრობის მიერ დამტკიცებული ცვლილებებით სახელმწიფო კიდევ ერთხელ ადასტურებს საკუთარ ნებას − ყველა საჭირო ზომა მიიღოს, რათა მოქალაქეებმა შეძლონ თავიანთი საარჩევნო უფლებების მშვიდ და ცივილიზებულ გარემოში რეალიზაცია.

 

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

“საქართველოს პროგრესი რეფორმების გზაზე აშკარაა და ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა ამ გზის ერთგულია”

11 years ago
არაჰიგიენური წინათგრძნობა

არაჰიგიენური წინათგრძნობა

10 years ago
მიხეილ ჩხენკელი: თბილისში სტუდენტებისთვის 3000-ადგილიანი საცხოვრებელი აშენდება

მიხელი ჩხენკელი: „ავტორიზაციაშეჩერებული უნივერსიტეტის არცერთი სტუდენტი სასწავლებლის მიღმა არ დარჩება“

8 years ago
ხვიჩა კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება €35 მილიონამდე გაიზარდა 

ხვიჩა კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება €35 მილიონამდე გაიზარდა 

4 years ago

ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა
ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026

კაცი რომელსაც ახალციხეში სამშენებლო ბლოკი დაეცა ერთ თვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, კაცი ახალციხის რეფერალურ...

მეტის ნახვაDetails
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026
  • „ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს 07/03/2026
  • დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა 07/02/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by