• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მკაცრი მუსიკალური სამოსელი გულთბილ პიანისტს მალავს – სტუმრად ვალერიან შიუკაშვილთან

9 years ago
კატეგორია: პერსონა
A A
მკაცრი მუსიკალური სამოსელი გულთბილ პიანისტს მალავს – სტუმრად ვალერიან შიუკაშვილთან
38
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ორი ადამიანი არსებობს, თითქოს, ვალერიან შიუკაშვილი და ვაკო შიუკაშვილი. შეხვედრისთანავე  ხელს ჩამოგართმევთ და გაგრძნობინებთ, რომ მის სამყაროში მიგიღოთ. საკუთარი უშუალობით, გულღია და თბილი ღიმილით გავიწყებთ რომ მუსიკის ვირტუოზის სახლში იმყოფებით და  ისეთივე ლაღი ხდებით,  როგორიც თავად ვაკოა.

შიუკაშვილი

მისი ბინის აივანზე ხუთი იხვი იზრდება მუსიკალური სახელებით: დო-დო, რე-მი, ფა-სოლ, ლა-ლა, და სიდონია… თავად უვლის, თითოეული მათგანის სახელი იცის, ყველას სცნობს.  და რადგან, ჯერ სულ პატარები არიან, ელოდება როდის მოიკრებენ ძალას, რომ გაფრინდნენ და თავისუფლება მოიპოვონ. გაფრინდებიან თუ არა იხვები,  არ ვიცი, მაგრამ ვაკომ  დამარწმუნა, რომ როცა ფრთები გაქვს უნდა იფრინო…

ფრაზა: „ნიჭიერი ადამიანი ყველაფერში ნიჭიერია“ყოველთვის სტერეოტიპური მეგონა, თუმცა ვაკოსთან შეხვედრის შემდეგ ვრწმუნდები, რომ ჭეშმარიტება ამ გამონათქვამში ნამდვილად არსებობს.

როდესაც მეგობრებს ვაკოს დახასიათება ვთხოვე, მაშინ,მივხვდი , რას ნიშნავს ცნობიერების ნაკადი, უწყვეტი ფიქრებისა და მოსაზრებების ჯაჭვი.  „გულღია, გულთბილი, მხიარული, ყველა უყვარს და ფიქრობს, რომ ყველა კარგი ადამიანია, მისი მეგობრების სპექტრიც ძალიან ფართოა. ასაკს, სოციალურ კლასს და მსგავს მახასიათებლებს არანაირი მნიშვნელობა აქვს. ხშირად მიფიქრია, რომ ვაკო ყველასგან განსხვავებულია, მის გვერდით ადამიანები კი სხვაგვარ სამყაროში ცხოვრობენ.“

თავად ადამიანების სიყვარულზე ამგვარი მოსაზრება აქვს:

„არსებობა არ მაკმაყოფილებს, ცხოვრება მინდა. სიყვარულია სიცოცხლე,ამიტომ ვეძებ ყოველთვის კარგს ადამიანში. ისე ხდება ხოლმე, რომ მე, ანუ ვაკოს  კარგად მხოლოდ იმიტომ მექცევიან, რომ ვალერიან შიუკაშვილი ვარ, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, რომ ადამიანში ღირსება არსებობს, რომელსაც პოტენცია აქვს გაძლიერდეს.  მე თუ კარგად მექცევა, ხომ შეუძლია სხვასაც კარგად მოექცეს?“

საოცარი კულინარია, აღიარებენ მეგობრები ერთხმად,  თითქმის ყველა ქვეყნის სამზარეულოს ფლობს, მხოლოდ გაითვალისწინეთ, რომ ყველა კერძს უბადლოდ ამზადებს. ჩაქაფული ისევე კარგად  გამოსდის, როგორც სალათები. თუმცა, წონას მუდამ  აკონტროლებს, გასაოცარი ნებისყოფის წყალობით კი აკრძალვებს საკუთარ თავს თავად უწესებს. საიდუმლოს გაგიმხელთ, ვაკოს შეუძლია, ინდივიდუალური კვების რაციონის  შედგენა, სისხლის ჯგუფის მიხედვით, რომელსაც მისი მეგობრები ხშირად ითვალისწინებენ.

ვალერიან შიუკაშვილი  მკაცრი და მომთხოვნი პიროვნებაა. პიანისტი, რომელსაც მთელს მსოფლიოში იცნობენ და აღიარებენ, როგორც ვირტუოზს, საქართველოს გარეშე ვერ ძლებს.

შიუკაშვილი

„ გამიმართლა, რომ ბავშვობიდან ყველაფერი მქონდა, რაც  მსურდა, საბჭოთა კავშირში დავიბადე და არ ვიცი კუპონი რა იყო, შემდეგ ჩემი პროფესიული კარიერა ისე აეწყო, რომ ევროპაში გამიცნეს, მიმიღეს. უამრავი  მეგობარი  შევიძინე. ვფიქრობ, რომ  ყველაფერი მაქვს რაც მინდა. ადამიანების სიყვარული,  წარმატება, აღიარება, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ვერ წარმომიდგენია საქართველოს გარეშე. არ ვიცი რა უნდა მოხდეს ასეთ ზომამდე მივიდე, მაგრამ თუ გადავწყვეტ, რომ უნდა წავიდე, აღარასდროს დავბრუნდები.“

საქართველოში მეგობრები მანებივრებენ, მათთან თავს დაცულად ვგრძნობ, რადგან ვიცი, რომ ნებისმიერ დროს შემიძლია, დავეყრდნო. ხუთი  წლის წინ გულის სერიოზული პრობლემები მქონდა, დღემდე ვაკონტროლებ ჯანმრთელობის მდგომარეობას. შეიძლება ითქვას, რომ გამაცოცხლეს და თავიდან თავიბადე. ამიტომ წელიწადში ორჯერ აღვნიშნავ ჩემს დაბადების დღეს. ივლისსა და ნოემბერში. ჩემთვის ეს ორი უმნიშვნელოვანესი თარიღიაო აღნიშნავს.

ყოველთვის მეგონა, რომ ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ კონკურენტები არ ჰყავს ამბიციური და ამპარტავანია, თუმცა ჩემს გასაკვირად, ველერიან შიუკაშვილის ამ ფრაზაში სინანული ბევრად მეტია, ვიდრე სიამაყე.

„კონკურენტები როდესაც გყავს  ბედნიერებაა, უყურებ მათს განვითრების გზებს, როგორ უკრავენ, რა ტექნიკა აქვთ და შენც იზრდები. სიამოვნებას განვიცდი, როდესაც ჩემს მეგობარ პიანისტებთან ერთად ვუკრავ და მათგანაც ვსწავლობ, საქართველოში ამის ფუფუნება არ მაქვს.“

ადამინი, რომლის კონცერტები ანშლაგით სრულდება ევროპის ქვეყნებში, თავად ეძებს საქართვლოს რეგიონებში ნიჭიერ ახალგაზრდებს, რათა დაეხმაროს შესაძლებლობების განვითარებაში. ამბობს, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან დიდი ნიჭია აკუმულირებული. თუმცა, სამწუხაროა, რომ  ამ ყველაფრის რეალიზება არ ხდება. საზღვრები გახსნილია და დღესდღეობით ყველა  საზღვარგარეთ მიდის, კომფორტი, რომლესაც ევროპის ქვეყნები მუსიკოსებს სთავაზობს ძალიან მიმზიდველია. „როდესაც მოზარდი  მუსიკალურ შვიდწლედს ამთავრებს, კონსერვატორიაში ჩაბარებას ელოდება და ხდება ისე, რომ დაახლოებით ოთხწლიანი  პაუზა აქვს. ხოლო წლები,რომლებიც იკარგება  ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია.”

ამჟამად ვალერიან შიუკაშვილი საქართველოს უნივერსიტეტის  მუსიკის აკადემიის დირექტორია, მაგრამ ფიქრობს, რომ აკადემიის მიღწევები მისი იდეალური ჯგუფის წევრების დამსახურებაა ზაკო გელენიძე, მაკა ჯანდიერი და სხვები, რომელთა გარეშეც საქმიანობა არ გამოუვიდოდა,

„თვადაპირეველად რომ ვიწყებდით ძალიან რთული იყო, ბევრი ვიმუშავეთ, ახლა კი თამამად ვიტყვი, რომ  ყველზე მნიშვნელოვანი კონცერტები და ფესტივალები სწორედ აკადემიის ბაზაზე ტარდება,“

საინტერესო ფაქტია, მას როგორც პედაგოგს არ სურს, თავის მოსწავლეებთან აიგივებდნენ, რასაც ამგვარად ხსნის: „როდესაც ვინმეზე ამბობენ, ჩემი აღმოჩენაა, პირველად მე ვიპოვნე ეს ადამიანი და ა.შ.  არ მომწონს, არც არასდროს მომწონდა.  გამიხარდება ჩემი ბავშვების წარმატებები ყოველთვის, მაგრამ მე მე ვარ“

შიუკაშვილი

„ამბიციური ადამიანიც ვარ და პრეტენზიულიც, მაგრამ ეს მოთხოვნები მხოლოდ საკუთართავთან მაქვს, ისეთი რამის შექმნა მინდა, რაც არავის გაუკეთებია არასდროს.  მეცინება, როდესაც ამბობენ,რომ ვერ დაუკრეს, რადგან ინსტრუმენტი გაუმართვი იყო, ან რაიმე მსგავსი ტექნიკური ხარვეზი ჰქონდა. ინსტრუმენტი არაფერ შუაშია. მუსიკა, რომელსაც გადმოსცემ შინაარსობრივი უნდა იყოს, რაღაცას უნდა ამბობდე. უბრალოდ სწრაფად დაკვრა საკმარისი არ არის “

ვალერიანი, რომელიც ემოციური და მხიარულია დაკვრის დროს სრულ ტრანსფორმაციას განიცდის. როგორც თავად ამბობს, ამ დროს მხოლოდ მასსა და ღმერთს შორისაა კავშირი, ამიტომაც ვერცერთი მეგობარი გაბედავს  მის მოსმენას, თუ თავად ამის უფლებას არ მისცემს.

ნუ იფიქრებთ, რომ ვალერინ შიუკაშილში მხოლოდ ორი მხარეა, თუ ვინმეს შეიძლება,ეწოდოს მრავალხრივი, უპირველესყოვლისა, მას. მისი გარეგნობა: ყურზე საყურე, მხიარული ფერის მაისურები, იუმორის გრძნობა  კონტრასტულია მის შეხედულებებთან, როდესაც საქმე ოჯახს ეხება. ვაკო აღიარებს,რომ „აზიატია,“ ეს კი ერთგვარი მოულოდნელობა იყო ჩემთვის.

„როდესაც შვილს ზრდი სხვაგვარი პასუხისმგებლობა გაქვს, რადგან ის შენგან სწავლობს. ბავშვისთვის ნორმა ისაა, რასაც თავის გარშემო უყურებს, ამიტომ  ოჯახში ქალისა და კაცის თანაბრობას არ ვაღიარებ.“

როდესაც  ვალერიან შიუაკაშვილს ეხება საუბარი, წინასწარ უნდა იცოდეთ, რომ მასთან ურთიერთობის დროს მუდმივი გაოცება გელით. ვაკო ავტობიოგრაფიულ ჩანაწერებს აკეთებს, რომელშიც  ღრმა ბავშვობიდან გამოყოლილ იმპულსებსა და ემოციებსაც  კი აღწერს. „ინტერვიუს საკუთარ თავთან“, რომელსაც ჯერ-ჯერობით არავის აკითხებს, იმედია ოდესმე იხილავს ფართო აუდიტორია.  გარდა იმისა, რომ გენიალური პიანისტისაგან ასეთ აღიარებას არ ველოდი,მისი ჩანაწერების სულ მცირე ფრაგმენტის წაკითხვამ დამარწმუნა, რომ არაჩვეულებრივ მწერალთან მქონდა საქმე.

ვალერიან შიუკაშვილს არაერთი თაყვანისმცემელი ჰყავს. კარებში წეილები, სოცილურ ქსელებში შეტყობინებები მისი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, თუმცა თავად ამ ყველაფერზე განსაკუთრებული ემოციები არ აქვს და ამბობს:

„პოპულარობა უმნიშვნელოა, გრძნობები ბევრად მეტს ამბობენ. ვისაც სურს გამიცნოს, ჩემს კონცერტს დაესწროს. ყველაზე კარგად ასე  შეიძლება მიხვედრა, ვინ ვარ.“

აჩქარებული რეჟიმით  ვცხოვრობთ, ყველაფერი დროში გათვლილი, გაზომილია, თუმცა ხანდახან ჩერდები, დაფიქრედები და იაზრებ, გამორჩეული მოვლენები მოულოდნელად ხდება. მაშინ როდესაც გგონია, რომ პროფესიულ მოვალეობას ასრულებ, ხვდები ადამინს, რომელთან ურთიერთობის დროსაც იზრდები და აანალიზებ, რომ საქმე არა მარტო გენიალურ მუსიკოსთან, არამედ გენიალურ პიროვნებასთანაც გქონდა.

ნანუკა მაღლაკელიძე

ნანუკა

fb-share-icon
Tweet
Share15Tweet10

ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს

11/08/2025
მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე
ახალი ამბები

“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე

09/12/2025
“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?
ახალი ამბები

“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?

05/31/2025
გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა

03/19/2025
“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია
ახალი ამბები

“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია

12/08/2024

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In