• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, June 10, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ჩინეთი თავის ეკონომიურ „ექსპანსიას“ საქართველოში მხოლოდ ახლა იწყებს“ – ვახტანგ ჭარაია

12 years ago
კატეგორია: ეკონომიკა, ექსკლუზივი
A A
„ჩინეთი თავის ეკონომიურ „ექსპანსიას“ საქართველოში მხოლოდ ახლა იწყებს“ – ვახტანგ ჭარაია
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

დღესდღეობით, ქართველი ექსპერტები ფიქრობენ, რომ საქართველოში ფინანსურ ინსტიტუტებს, ბანკებს, სადაზღვევო და საინვესტიციო კომპანიებს საქმიანობის წარმართვისას საკმაოდ მაღალი რისკის ქვეშ უწევთ მუშაობა. მაღალია სესხის საპროცენტო განაკვეთებიც, რაც  იწვევს იმას, რომ თანხების გამონახვა ახალი პროექტების ან ჩვეულებრივი საქმიანი ოპერაციებისთვის საქართველოში უფრო ძვირადღირებულია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. საინვესტიციო გარემო ეს არის იმ მნიშვნელოვანი ელემენტების ერთობლიობა, რომელიც დამახასიათებელია მოცემული ქვეყნისთვის და განსაზღვრავს სტიმულებს და შესაძლებლობებს, იმისთვის რომ კომპანიებმა გააფართოვონ საქმიანობის მასშტაბები, განახორციელონ ინვესტიციები და შექმნან ახალი სამუშაო ადგილები. თავის მხრივ, სახელმწიფო მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს საინვესტიციო გარემოზე, იგი იცავს უფლებებს საკუთრებაზე, ბეგრავს ბიზნეს, ქმნის ფინანსურ ბაზარისა და შრომის ბაზრის ფუნქციონირების პირობებს, ახორციელებს სამართლებრივ რეგულირებას და ზრუნავს საბაზრო ინფრასტრუქტურაზე. მსოფლიო ბანკის კვლევები აჩვენებს, რომ მთავარი ფაქტორები, რომელთაც შეუძლიათ ნეგატიურად იმოქმედონ საინვესტიციო გარემოზე არის პოლიტიკური განუსაზღვრელობა, მაკროეკონომიკური არასტაბილურობა, სამართლებრივი რეგულირება, გადასახადები და ბოლოს, კორუფცია. მიჩნეულია, რომ თუ ქვეყანაში მყარი სამართლებრივი სისტემაა და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო არსებობს, ბიზნესს შეუძლია გლობალური კონკურენციის პირობებში სერიოზული ამოცანები გადაჭრას. საქართველოში ხელისუფლების მთავარ მიზანს, სწორედ ეკონომიკის ზრდის დაჩქარება წარმოადგენს, ისინი ფიქრობენ, რომ ეს ყოველივე შესაძლებელია ბიზნესისა და საზოგადოების ერთობლივი მუშაობით.

როგორია დღესდღეობით საქართველოში საინვესტიციო გარემო, რა ფაქტორებმა განაპირობა უცხოური ინვესტიციების ბოლო სამ კვარტალზე (2011-2013წწ-ები) გაზრდა და რამდენად სწორია მთავრობის საინვესტიციო პოლიტიკა, ამ საკითხებზე „თბილისი თაიმსს“  თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის წარმომადგენელი, დოქტორანი ვახტანგ ჭარაია ესაუბრა.

10864129_887955634569047_1388798812_oროგორ შეაფასებთ საქართველოში დღესდღეობით არსებულ საინვესტიციო ბაზარსა და  რომელი სექტორია ყველაზე პერსპექტიული?

– ცალსახად საქართველოს საინვესტიციო გარემოს ექსპერტული შეფასება შეუძლებელია. მითუმეტეს არ შეიძლება ამ გარემოს შეფასება არც რომელიმე ცალკე აღებული ინდექსითაც. მაგ.: „დუინგ ბიზნესის“ მიხედვით, საქართველო 2013 წელს – VIII ადგილზეა მსოფლიოში, კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით, კი 72-ე. ასეთი სხვაობების მიზეზი კი ყოველი ინდექსის მეთოდოლოგიაში იმალება და სულაც არ წარმოადგენს შეუძლებელს საქართველოს, როგორც ლიდერ, ასევე „მაჩანჩალა“ ქვეყანათა რიცხვში მოხვედრა. საქართველოს საინვესტიციო გარემოს გააჩნია, როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური მხარეები. კერძოდ ნეგატიურ ფაქტორებში შეგვიძლია განვიხილოთ ის რომ, საქართველოში არის მცირე სამომხმარებლო ბაზარი; დაბალია სამუშაო ძალის კვალიფიკაცია (მიუხედავად წერა კითხვის და დიპლომიანთა თითქმის 100%-იანი მაჩვენებლისა მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით); ქვეყანას გააჩნია ორი კონფლიქტური რეგიონი; დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდანვე დაუმარცხებელია პოლიტიკური არასტაბილურობა და მრავალი სხვა. თუმცა, ასებობს პოზიტიური მხარეებიც, როგორიცაა საკანონმდებლო ბაზის მუდმივი გაუმჯობესება; ეკონომიკის ლიბერალიზაცია (ეკონომიკის თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველომ 2014 წელს მე-16 ადგილი დაიკავა გამოკვლეულ 152 ქვეყანას შორის); ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა ევროკავშირთან; საქართველოს ადგილმდებარეობის უპირატესობა და სხვა. მთლიანობაში შესაძლოა ითქვას, რომ საქართველო მაინც მიმზიდველ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით, თუმცა ჯერჯერობით უცხოელი ინვესტორები საქართველოში მაინც იაფი სამუშაო ძალის გამოყენებით, ადგილობრივი ბაზრის ათვისებით არიან დაკავებულნი და ნაკლებად უწყობენ ხელს მაღალტექნოლოგიური, ექსპორტზე ორიენტირებული დარგების განვითარებას.  აქვე უნდა ითქვას, რომ  პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (პუი) ხშირ შემთხვევაში არა მიმღები ქვეყნის უპირატესობებზე, არამედ პუი-ს ექსპორტიორ ქვეყნაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზეა დამოკიდებული, აგრეთვე ისეთ გლობალურ მოვლენებზეც, როგორიცაა მსოფლიო ფინანსური კრიზისი ან პირიქით – მსოფლიო ეკონომიკური ბუმი. პერსპექტიულ დარგებს, კი საქართველოში ინვესტირების კუთხით წარმოადგენენ ისეთი დარგები, როგორიცაა – ენერგეტიკა; ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა; უძრავი ქონების და სამშენებლო ბაზრები, აგრეთვე დამამუშავებელი მრეწველობა. სხვა სფეროებში ინვესტორთა დაინტერესება საკმაოდ დაბალია, მაგალითად: საქართველოს მთავრობის მიერ სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოცხადების მიუხედავად ინვესტიციები ამ სფეროში მიზერულია და მთლიანი ინვესტიციების სულ რამდენიმე პროცენტს შეადგენს.

თქვენი აზრით, რა არის საჭირო იმისთვის, რომ საექსპორტო პოტენციალი კიდევ უფრო განვითარდეს?

– საექსპორტო პოტენციალის გასაზრდელად პირველ რიგში, საჭიროა ახალი ინვესტიციების განხორციელება ქართულ ეკონომიკაში, მათ შორის ადგილობრივიც და უცხოურიც. დღეისთვის ქართულ-უცხოური წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ორგანიზაციების ექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში 50%-ს აღემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ უცხოური ინვესტიციები აქტიურ როლს თამაშობენ ქართული ექსპორტის ფორმირებაში, თუმცა როგორც ზევით ვახსენეთ, ეს ძირითადად დაბალტექნოლოგიური დარგების ექსპლუატირების ხარჯზე ხორციელდება. ქართული ეკონომიკის თვისობრივად ახალ დონეზე გადასაყვანად და მისი ექსპორტის, როგორც აბსოლუტურ მაჩვენებლებში, ასევე სტრუქტურის მიმართულებითაც გასაუმჯობესებლად საჭიროა ქვეყანაში მაქსიმალური გეზის აღება – თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით განხორციელდეს. ჩვენთვის კარგი მაგალითი შეიძლება იყოს ესტონეთი, რომელიც ჩვენზე სამჯერ უფრო მცირე ქვეყანაა მოსახლეობის მხრივ, თუმცა 2013 წლის მონაცემებით, საქართველოზე წინაა: მშპ-ს ჭრილში, როგორც აბსოლუტურ, ასევე ერთ სულზე გაანგარიშებითაც (საქართველოს მშპ – $16 მლრდ; ესტონეთის მშპ – $25 მლრდ); რაც უფრო საინტერესოა მისი ექსპორტი $15 მლრდ დოლარს აღემატება, მაშინ როდესაც საქართველოსი $3 მილიარდიან მაჩვენებელზე ნაკლები იყო. თან არ დაგვავიწყდეს ესტონეთის მასშტაბები.

როგორც ცნობილია, უცხოური ინვესტიციები ბოლო სამ კვარტალზე (2011-2013წწ-ები) გაზრდილია, როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ეს ზრდა?

– სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 1996 წლიდან დღემდე საქართველოში შემოდინებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა (პუი) – $12.4 მილიარდს გადააჭარბა, რომლის 42% ევრკავშირის ქვეყნებიდანაა შემოდინებული. უკანასკნელი, 2014 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემების თანახმად პუი-ს განმახორციელებელ  ქვეყანათა რიცხვში ლიდერობენ: ნიდერლანდები ($264 მლნ); აზერბაიჯანი ($219 მლნ) და ჩინეთი ($157 მლნ). აქვე უნდა აღინიშნოს რომ ჩინეთის გააქტიურება მხოლოდ წლის III კვარტლში დაიწყო და მისმა ინვესტიციამ $149 მლნ ანუ მოცემული კვარტლის 29% შეადგინა (წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47 მაგი ზრდა). თუმცა, ჩინეთიდან განხორციელებული პუი-ს ჯამური მაჩვენებელი საქართველოს ეკონომიკაში, ჯამური პუი-ს ($12.4 მლრდ) 3%-ზე ნაკლებია. შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთი თავის ეკონომიურ „ექსპანსიას“ საქართველოში მხოლოდ ახლა იწყებს. რაც შეეხება ამ ქვეყნებიდან შემოდინებული სახსრების ხარჯვით ნაწილს მესამე კვარტალში, ისინი ძირითადად დაბანდნენ შემდეგ სექტორებში: მშენებლობა (36%); ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (21%); უძრავი ქონება (12%). აღნიშნულ დარგებში ამ მასშტაბის ინვესტიციები კი საქართველოსთვის გრძელვადიან პერიოდში პოზიტიური ნამდვილად ვერ იქნება, რადგანაც უცხოური ინვესტიციები არა წარმოების და მომსახურების სფეროს განვითარებას, არამედ ინვესტორის გამდიდრებას ემსახურება მიზნად. რაც შეეხება 2014 წლის მესამე კვარტალში ასეთი მსხვილი ინვესტიციური ნაკადების შემოდინებას, როგორც სტრუქტურიდან ჩანს ეს ძირითადად გამოწვეულია სამი წამყვანი ქვეყნიდან მნიშვნელოვნად გაზრდილი (წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით) ინვესტიციური ნაკადებით, რომელიც დიდწილად მშენებლობისა და უძრავი ქონების ბაზარზე დაილექა და ინვესტორს სოლიდური მოგების მიღების შესაძლებლობას უქმნის, ქართულ ეკონომიკაში გრძელვადიანი პოზიტიური ეფექტის მოტანის გარეშე. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს გააჩნია განსაკუთრებული თანამშრომლობა ევროკავშირის ქვეყნებთან. ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედების შედეგად, კი ევროკავშირიდან საქართველოში კიდევ უფრო დიდი ოდენობით პირდაპირი უცხოური ინვესტიციაა მოსალოდნელი, რაც ერთი მხრივ, უდაოდ მისასალმებელი ფაქტია, თუმცა მეორე მხრივ, ზრდის ჩვენს დამოკიდებულებას ერთ კონკრეტულ რეგიონზე – ევროკავშირზე, რაც ამ რეგიონში მოსალოდნელი ეკონომიკური სირთულეების შემთხვევაში, აუცილებლად ჰპოვებს ასახვას საქართველოში შემოდინებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მასშტაბებზეც.

როგორია თქვენი აზრით, საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკა, რამდენად უწყობს ის საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას და რა კონკრეტულ რეკომენდაციებს მისცემდით მმართველ ჯგუფს?

– ჩემი აზრით ქართული საინვესტიციო პოლიტიკა მიუხედავად გარკვეული გამჯობესებისა ბოლო წლების განმავლობაში, მაინც შორსაა იდეალურისგან და საჭიროა:  პირველ რიგში, საკანონმდებლო ბაზის მეტად დახვეწა, შემდგომ მეტი საინვესტიციო სტიმულების გაჩენა, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ბიზნესმენებისთვის, პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება, ინვესტორთათვის მეტი პიარ ღონისძიებების გამართვა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც, რაც ყველაზე მთავარია, გრძელვადიანი ეფექტის მაქსიმალურად გასაუმჯობესებლად საჭიროა ქვეყანაში ცოდნატევადი და ტექნოლოგიატევადი ინვესტიციების მაქსიმალური მოზიდვა და ამ მიმართულებით ინვესტორთათვის სპეციალური წამახალისებელი მექანიზმების შემუშავება. ამ ყველაფრის გამართული ფუნქციონირებისთვის კი მნიშვნელოვანია სოლიდური სახსრების დაბანდება – უმაღლეს განათლებაში; პროფესიულ ცენტრებში; ტექნოლოგიური ცენტრების ქვეყნის შიგნით შექმნაში და ა.შ.

11.12.14

ნათია კეკენაძე

 

ShareTweet

ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025

საინტერესო

65 წლის თანაცხოვრების შემდეგ ჯემალ ჭკუასელი საყვარელ მეუღლეს გამოეთხოვა

65 წლის თანაცხოვრების შემდეგ ჯემალ ჭკუასელი საყვარელ მეუღლეს გამოეთხოვა

5 years ago
ევროპარლამენტში „საქართველოს ევროპული გზები”-ს  პრეზენტაცია გაიმართა

დავით ბაქრაძე საფრანგეთში იმყოფება

10 years ago
ლარი კვლავ გაიფასურდა

ლარი დოლართან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს

11 years ago
49 წლის კამერონ დიაზის და 46 წლის დრიუ ბერიმორის ფოტო სოციალურ ქსელს იპყრობს

49 წლის კამერონ დიაზის და 46 წლის დრიუ ბერიმორის ფოტო სოციალურ ქსელს იპყრობს

5 years ago

ახალი ამბები

ცნობილია მძიმე ავარიის დროს დაღუპული 16 წლის ბიჭის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია მძიმე ავარიის დროს დაღუპული 16 წლის ბიჭის ვინაობა

06/04/2026

ქუთაისში მომხდარ მძიმე ავარიას 16 წლის სპორტსმენი, გიორგი ხურციძე ემსხვერპლა. „საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა სპორტსმენის, გიორგი...

მეტის ნახვაDetails
დედის მიერ მოკლული 7 წლის ბიჭი დაკრძალეს

დედის მიერ მოკლული 7 წლის ბიჭი დაკრძალეს

06/04/2026
სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

05/29/2026
“მოხდა ფაქტი, შემეშალა სახელი და ნანიკოს ჰქონდა ეს რეაქცია. იქვე მითხრა, უკაცრავად, გეხუმრეო…” – რას ამბობს გია ჯაჯანიძე ნანიკო ხაზარაძის “იმედიდან” წასვლაზე?

“მოხდა ფაქტი, შემეშალა სახელი და ნანიკოს ჰქონდა ეს რეაქცია. იქვე მითხრა, უკაცრავად, გეხუმრეო…” – რას ამბობს გია ჯაჯანიძე ნანიკო ხაზარაძის “იმედიდან” წასვლაზე?

05/25/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • ცნობილია მძიმე ავარიის დროს დაღუპული 16 წლის ბიჭის ვინაობა 06/04/2026
  • დედის მიერ მოკლული 7 წლის ბიჭი დაკრძალეს 06/04/2026
  • სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს 05/29/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by