• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, July 17, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

აღსაზრდელი აღმზრდელები

10 years ago
კატეგორია: მკითხველის ბლოგი
A A
აღსაზრდელი აღმზრდელები
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

 

აღსაზრდელირამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც ორი ქალბატონი  არასრულწლოვან  ბავშვს მოკიდებულ სიგარეტს პირში უდებს. ფაქტი შემზარავი აღმოჩნდა ძალიან ბევრი ადამიანისთვის, რაც, თავისთავად, აღშფოთებული კომენტარებით გამოხატეს. თუმცა ეს „ტრადიცია“ ახალი არ არის და ჩვენს მასკულინურ საზოგადოებას მსგავსი ხერხებით „ვაჟკაცების“ აღზრდა გათავისებული აქვს.

ალბათ თქვენს გარშემო ხშირად შეხვდებით ისეთ მამებს,რომლებსაც ბიჭის დაბადება ეამაყებათ და საკუთარი, როგორც ბიჭის შემქმნელის ღირსებასა და ოჯახში ვაჟკაცის ყოლას ყველაზე ხალხმრავალ ადგილას, სუფრასთან წარმოაჩენენ, ეს გამოიხატება ბავშვისთვის ალკოჰოლის დალევითა თუ სიგარეტის მოწევით,როგორც  ნამდვილი მამაკაცის განმაპირობებელი მახასიათებელი. ამ დროს დედებიც ემორჩილებიან ვაჟების  ნამდვილ მამაკაცებად წარმოჩენის ძალადობრივ მეთოდს, ბავშვის უფლებებსა და ფსიქიკაზე დაფიქრებაც კი არ უღირთ.

ამის პარალელურად ახალგაზრდა რეჟისორის გურამ მაცხონაშვილის სპექტაკლი „ვიდრე უფლისწული თავის მოიკლავს“ მახსენდება, რომელსაც რამდენიმე თვის წინ ვუყურე. ვერბატიმი  გვიჩვენებს,რომ ახლა არავის არ აქვს სიჩუმის უფლება,თვით თოჯინებსაც კი. სპექტაკლში ერთ-ერთი ისტორია პატარა ბიჭზეა, რომელსაც მამის სითბო ენატრება,მაგრამ ყოველთვის ესმოდა მისგან შემდეგი ფრაზა: “ბიჭებს არ ეხუტებიან“. მამა, რომელიც ცდილობს თავის შვილს იარაღის სროლა ასწრავლოს, აყურებინოს ფილმებს, სადაც ასახულია ძალადობრივი ფაქტები, შეაჩვიოს იმ  ისტორიებს, რომელიც, მისი აზრით, შვილს უფრო მამაცს გახდის, ძალიან გავს იმ მშობლებს, რომლებიც თავიანთი ქმედებებით შვილებს მოძალადეებად აყალიბებენ და აჩვევენ აგრესიული ქმედებების გამოხატვას. სწორედ იმ იარაღს კი უფლისწული ბიჭი უნებურ სუიციდამდე მიჰყავს, ეს კი ზუსტად გამოხატავს ბიჭებში უგრძნობლობის ჩადების აღზრდის საშინელებას. აღარაფერს ვამბობ ბავშვების ცემის ფაქტებზე, რომელიც დღესაც  ბევრ ოჯახში სწორი, მკაცრი აღზრდის  შეუცვლელ მეთოდად ითვლება.

არაერთი ფსიქოლოგის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად კი ყველაზე მეტი მოძალადე სწორედ ისეთ ოჯახებში გვხვდება, რომელსაც  მშობლები ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ამის ძალიან კარგი მაგალითი რეჟისორ გრეგორ ჰობლიტის 1996 წლის ფილმი „პირველყოფილი შიშია“, სადაც სერიული მკვლელის მძიმე ბავშვობა, როდესაც მამა მასზე ძალადობდა, პირდაპირ უკავშირდება მის ფსიქიკურ მდგომარეობას და მკვლელად ჩამოყალიბებას. ბავშვობის ტრავმა კი ხშირად განაპირობებს მათი ორიენტაციის ჩამოყალიბებასაც, რასაც, რა თქმა უნდა, ქართველი ვაჟკაცები გმობენ, თანაც ტაბურეტით ხელში. რეალურად კი მამაკაცის მიმართ შიშისა და აგრესიის ჩამოყალიბება სწორედ ბავშვობაში გადატანილი ძალადობის შედეგია, როდესაც ბავშვი ხედავს როგორ სცემს მამა დედას, ის ან იმავეს გაიმეორებს წმინდა ოჯახის  ფენომენის  ტრადიციის გასაგრძელებლად ან  ფსიქოლოგიურ ტრავმასთან ერთად ფობიას ჩამოუყალიბებს, რაც მომავალში თვითრეალიზაციის საშუალებას არ მისცემს.

დღეს ბევრი ლაპარაკობს იმაზე რომ თუ ბავშვებმა ისეთ ფილმებს ან გადაცემებს უყურეს,სადაც ჩხუბის სცენებია, ეს გავლენას მოახდენს მათზე და მეტად აგრესიულები გახდებიან, მაგრამ ცოტა თუ ფიქრობს რამხელა მნიშვნელობა აქვს აღზრდას. ხშირად გაგიგიათ ალბათ როცა მშობელი ბავშვს ეუბნება რომ “მისი გულისთვის ყველაფრის დათმობა მოუხდა და რომ არა ის„… ძალადობაა როცა საკუთარ შვილს შენვე უყალიბებ არასრულფასოვნების განცდას, როცა მას ზედმეტად და შენი ცხოვრების ხელშემშლელ და არასასურველ ფაქტორად აგრძნობინებ თავს, თითქოს სიცოცხლეს აყვედრი… ამ დროს კი საკუთარი შეცდომების აღიარების მაგივრად, მის დათრგუნვასა და სხვა ობიექტზე გადაბრალებას ცდილობ, ყველაზე კარგ გასასამართლებელს კი შვილის სიცოცხლეს პოულობ.  დღეს ჰუმანიზმითა და ქალის მიმართ პატივისცემით განმსჭვალულ მამაკაცებს ითხოვს ის საზოგადოება, სადაც  „ბიჭები არ ტირიან“, აღმზრდელი მშობლები კი  თავად მოძალადე აღსაზრდელებად რჩებიან…

ნინი ელიკა

ShareTweet

ახალი ამბები

“პირველი დაბადების დღე უთქვენოდ… აუტანელია ეს ყველაფერი…“ – ბაღდათში სტიქიის შედეგად დაღუპულ ტყუპ დებს დღეს 15 წელი შეუსრულდებოდათ
ახალი ამბები

“პირველი დაბადების დღე უთქვენოდ… აუტანელია ეს ყველაფერი…“ – ბაღდათში სტიქიის შედეგად დაღუპულ ტყუპ დებს დღეს 15 წელი შეუსრულდებოდათ

04/27/2024
გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში პირველკლასელს ტანსაცმელი გახადეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს
ახალი ამბები

დაპირისპირება პირველკლასელებს შორის | რას ამბობენ ბათუმის სკოლაში მშობლის მიერ გავრცელებულ მძიმე ინფორმაციაზე?

02/27/2024
საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები საქართველოში საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ
ახალი ამბები

საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები საქართველოში საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ

11/29/2023
ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა
ახალი ამბები

ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა

11/10/2023
“ბავშვს ყოველთვის უნდა ვუთხრათ, რომ გვიყვარს, მაშინაც კი როცა გვაბრაზებს” – ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილის რჩევები
ახალი ამბები

“ბავშვს ყოველთვის უნდა ვუთხრათ, რომ გვიყვარს, მაშინაც კი როცა გვაბრაზებს” – ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილის რჩევები

10/14/2023
ნილ არმსტრონგი – სული შემეკრა და ავტირდი
ახალი ამბები

ნილ არმსტრონგი – სული შემეკრა და ავტირდი

10/16/2023

საინტერესო

დავით ნარმანია ე.წ. მინდელის ხიდის გამოკვლევა–გამოცდას დაესწრო

დავით ნარმანია ე.წ. მინდელის ხიდის გამოკვლევა–გამოცდას დაესწრო

11 years ago
„ინფორმაციას მოსალოდნელი მორიგი წმენდის შესახებ ფლობს ყველა ჟურნალისტი“ – ინგა გრიგოლია

„ინფორმაციას მოსალოდნელი მორიგი წმენდის შესახებ ფლობს ყველა ჟურნალისტი“ – ინგა გრიგოლია

10 years ago
გიორგი გახარია – სიცრუე იკავებს სიმართლის ადგილს და ვიღაცა ცდილობს შტურმის ღამეს მოუგონოს რაღაც სხვა სახელი

გიორგი გახარია – სიცრუე იკავებს სიმართლის ადგილს და ვიღაცა ცდილობს შტურმის ღამეს მოუგონოს რაღაც სხვა სახელი

7 years ago
სასამართლომ 15 წლის მოზარდის ცემაში ბრალდებულ მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს, პირობითი სასჯელის სახით, 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა – მას პრობაციის ბიუროში ქცევის კორექციის კურსის გავლა დაეკისრა

სასამართლომ 15 წლის მოზარდის ცემაში ბრალდებულ მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს, პირობითი სასჯელის სახით, 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა – მას პრობაციის ბიუროში ქცევის კორექციის კურსის გავლა დაეკისრა

7 months ago

ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026

15 ივლისს ვლაქერნობაა. წელიწადში მხოლოდ ერთხელ, მორწმუნეები ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი საგანძურის, ღმრთისმშობლის სამოსლის სანახავად, მთელი საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან...

მეტის ნახვაDetails
იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

07/15/2026
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

07/14/2026
„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

07/14/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • 15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ 07/15/2026
  • იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა 07/15/2026
  • „პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება 07/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by