• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, May 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საქართველოში ევროპის მემკვიდრეობის დღეები აღინიშნება

10 years ago
in კულტურა
A A
საქართველოში ევროპის მემკვიდრეობის დღეები აღინიშნება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

evropis dReebi saqarTveloSi16-18 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოში ევროპის მემკვიდრეობის დღეები აღინიშნება.  საქართველოს მასშტაბით მუზეუმებში უფასო გამოფენები, ვორქშოფები და სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი. ღონისძიებები ევროპის მემკვიდრეობის დღეების 2016 წლის საერთო თემის ,,მემკვიდრეობა და საზოგადოება“  ფარგლებში  მოეწყობა.

ღონისძიებების ფარგლებში, 16 სექტემბერს, 10:00 საათიდან, ნ. ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მუზეუმი და კულტურის სტრატეგია“ გახსნება.  ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი დაესწრება.

ღონისძიებები ჩატარდება:  საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში მოეწყობა გამოფენა სახელწოდებით „ევროპელები ქართული დიზაინის სათავეებთან“. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.  გამოფენილი იქნება სტრაუმეს, შმერლინგის, ჰრინევსკის და სხვა მხატვრების სამუშაო ესკიზები, კერამიკის, ქსოვილების, ოქრომჭედლობის ნიმუშებისათვის და სხვა; გამოფენის მსვლელობისას ჩატარდება საგანმანათლებლო პროგრამა: „ნივთის ორნამენტით შემკობა“.

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში, 17-18 სექტემბერს წარმოდგენილი იქნება უფასო გამოფენა “შექსპირი ქართულ სცენაზე”.  გამოფენა გამოეხმაურება “ევროპის მემკვიდრეობის დღეების” პროგრამას. წარმოდგენილი იქნება მასალა საქართველოში შექსპირის თემასთან დაკავშირებით.

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნება გამოფენა – „ევროპა, ტექნოლოგია, ქსოვა“, რაც მოიცავს მუზეუმის ევროპული კოლექციების ჩვენებას, ქსოვილის დამზადების მიმართულებით: ჟაკარდული ქსოვილების კოლექცია (ლიონი,საფრანგეთი), მაქმანის კოლექცია (მიუნხენი, გერმანია), ქიმიური საღებავების კოლექცია (გერმანია), ქსოვილის, საქსოვი დაზგების ფოტოალბომის ჩვენება, აღნიშნული ალბომი პირველად გამოიფინება საზოგადოებისათვის.

მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში, 17-18 სექტემბერს იქნება ღია კარის დღეები, გაიმართება ხალიჩისა და ქსოვის ნამუშევრების გამოფენა. სტუმარებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ კულტურულ- საგანმანათლებო პროგრამაში.  შექმნან ნახატები თემაზე ,,ევროპა – ჩვენი სახლია“. საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს საპატიო სიგელები გადაეცემათ.

საქართველოს ეროვნული მუზეუმში 18 სექტემბერს 10-16 წლის მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო პროგრამები მოეწყობა.   ბავშვბებს, მთელი დღის მანძილზე, წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე, შესაძლებლობა ექნება  უფასოდ მიიღონ მონაწილეობა შემეცნებით და ინტერაქტიულ პროგრამებში.

ევროპის მემკვიდრეობის დღეების ფარგლებში, ღონისძიებები დაგეგმილია რეგიონებშიც –  დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმში, 17 სექტემბერს გაიხსნება გამოფენა ,,ევროპა-საქართველო’’,  სადაც წარმოდგენილი იქნება თემატურად ევროპასთან დაკავშირებული ექსპონატები; ფრანგული, გერმანული, ინგლისური სკოლის ნიმუშები – ფერწერა, გამოყენებითი ხელოვნება, ავეჯი და სხვა.

ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში, ჩატარდება ლექცია „ილია ჭავჭავაძე და მისი ევროპელი მეგობრები“;

ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში,  17 სექტემბერს  გაიხსნება გამოფენა „ილია და ევროპელები“, მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში მოეწყობა მინი ექსპოზიცია და წარმოდგენილი იქნება მუზეუმის ფონდებში არსებული მასალები (ილია ჭავჭავაძის ევროპაში მოგზაურობის და სხვა);

გალაკტიონ და ტიციან ტაბიძის სახლ-მუზეუმში, 17 სექტემბერს გაიმართება ლიტერატურული საღამო-პერფორმანსი ,,გალაკტიონი, ტიციანი და ევროპული კულტურა“ და ასევე გალაკტიონის დაბადების 125 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ბუკლეტის პრეზენტაცია, რომელიც გამოიცემა ვანის გამგეობის კულტურის სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით. ღონისძიებების ფარგლებში, ასევე მოეწყობა თეატრალური პერფორმანსი „შენ ჯვარს იწერდი“.

ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმში –  ნიკო ნიკოლაძის მიერ ევროპიდან ჩამოტანილი ნივთები 10 დღით გამოიფინება. საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, ასევე დაგეგმილია ესეების, ჩანახატებისა და ნახატების კონკურსი საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის, გამარჯვებულების გამოვლენა და მადლობის სიგელების გადაცემა;

ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმში, 16-17 სექტემბერს მოეწყობა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მუზეუმი და კულტურის სტრატეგია“.

ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმი (მირზაანში) – ქართველ და უცხოელ მხატვართა ერთობლივ ვორქშოპს უმასპინძლებს. ვორქშოპში მონაწილეობას მიიღებს 20-მდე ქართველი და უცხოელი მხატვარი. მათ შორის არიან თანამედროვე გერმანელი მხატვარი ვიქტორ ოსტროვსკი, ოლეგ ტიმჩენკო (საქართველო), გოგი ლაზარაშვილი (საქართველო), ლანა ოტვაილერი (გერმანია) და სხვა.  დაგეგმილია საგანმანათლებლო ლექციები, მასტერკლასები და უორქშოფები;

საქართველოში ,,ევროპის მემკვიდრეობის დღეების” აღნიშვნას უკვე სამწლიანი ისტორია აქვს.  ინიციატივა ,,ევროპის მემკვიდრეობის დღეები“ ჯერ კიდევ 1985 წლიდან.

 

 

ShareTweet

ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
ახალი ამბები

მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა

12/10/2024
„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

11/14/2024
„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე
ახალი ამბები

„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე

11/01/2024
ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს
ახალი ამბები

ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს

04/12/2024
ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა
ახალი ამბები

ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა

04/07/2024

საინტერესო

ინგლისმა ეგვიპტის უშიშროებასთან პროექტები შეაჩერა

13 years ago
ლოს ანჯელესის სააპელაციო სასამართლომ სტორმი დენიელსს, დონალდ ტრამპის სასარგებლოდ, 122 000 დოლარის გადახდა დაავალა

ლოს ანჯელესის სააპელაციო სასამართლომ სტორმი დენიელსს, დონალდ ტრამპის სასარგებლოდ, 122 000 დოლარის გადახდა დაავალა

3 years ago
კონგრესმენი ჯო ვილსონი: ჩემი სამი შვილი მსახურობდა ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ერაყსა და ავღანეთში. მათ მითხრეს: „ჩვენ შეგვიძლია ქართველების იმედი გვქონდეს და მათ დავეყრდნოთ“ 

კონგრესმენი ჯო ვილსონი: ჩემი სამი შვილი მსახურობდა ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ერაყსა და ავღანეთში. მათ მითხრეს: „ჩვენ შეგვიძლია ქართველების იმედი გვქონდეს და მათ დავეყრდნოთ“ 

4 years ago
აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია და ეს კარგად ესმის საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას – მედვედევი 

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია და ეს კარგად ესმის საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას – მედვედევი 

4 years ago

ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა

05/13/2026

თბილისის ზღვაზე ნაპოვნი ახალგაზრდა ნუკრი ქოქუაშვილია. ახლობლების ინფორმაციით, 25 წლის ბიჭის ცხედარი პოლიციამ იპოვა. ნუკრი ქოქუაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან იყო და...

Read moreDetails
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

05/13/2026
სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

05/13/2026
დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა 05/13/2026
  • „პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება 05/13/2026
  • სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა 05/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by