• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, June 27, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ვცდილობთ არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინისადმი მიდგომა შევცვალოთ“ – ნანუკა ზაალიშვილი

10 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
“ვცდილობთ არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინისადმი მიდგომა შევცვალოთ“ – ნანუკა ზაალიშვილი
6
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

IDAAF არქიტექტორები კომპანიაა, რომელიც ზრუნავს თქვენს ინტერიერზე, არქიტექტურაზე, ავეჯსა და სხვადასხვა ნივთის დიზაინზე.  მისი ისტორია, ჯერ კიდევ, 2013 წელს დაიწყო, როდესაც  თბილისის სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტის მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ რეზი კრაწაშვილმა და ნანუკა ზაალიშვილმა,რამდენიმე არქიტექტურულ და დიზაინ-პროექტზე, ერთად იმუშავეს, პირველ ეტაპზევე, მათი ნამუშევრები  ქართველ მომხმარებლებთან ერთად, უცხოელი მომხმარებლებისთვისაც იქმნებოდა.

„იდააფი“ დღეს მხოლოდ კომპანიასთან არ ასოცირდება, ის 2013 წელს მედია-პლატფორმად გადაიქცა, რომელის უცვლელი თემატიკაც არქიტექტურა და დიზაინია.  

IDAAF არქიტექტორების კომპანია თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ბიზნესდაჯილდოების კონკურსანტიც გახდა. ბიზნესდაჯილდოება საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ყველაზე მასშტაბურ კონკურსს წარმოადგენს.

ნანუკა ზაალიშვილმა „თბილისი თაიმსს“ უკვე დასრულებული პროექტები გააცნო და  კომპანიის კონცეფციაზე ესაუბრა. 

14445767_1290424530988820_274609456_n„იდააფ არქიტექტორების“ შესახებ, რომ გვიამბოთ, როდის დაარსდა კომპანია,ვინ არიან შემქნელები და რა მოვლენები უძღოდა წინ თქვენი იდეის განხორციელებას?

– “იდააფ არქიტექტორები” ოფიციალურად 2016 წლის მარტში დაარსდა. გუნდში ვართ ნანუკა ზაალიშვილი და რეზი კრაწაშვილი.

არქიტექტურის განხრით მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ, მე და რეზიმ ერთად ვიმუშავეთ რამდენიმე პროექტზე, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. მერე მოხდა ისე, რომ რამდენიმე დაკვეთა ერთდროულად გამომიჩნდა, გადაწყვიტეთ სახელოსნოს გაკეთება და რეზისთან ერთად უკვე ოფიციალურად დავიწყეთ  მუშაობა.

რა სახის მომსახურებას სთავაზობს თქვენი კომპანია მომხარებლებს და რაში მდგომარეობს თქვენი მთავარი უპირატესობა?

– ჩვენი მიმართულებებია არქიტექტურა, ინტერიერი, ავეჯი და სხვადასხვა  დიზაინი. რამდენიმე პროექტის რეკონსტრუქცია-მშენებლობაც შევასრულეთ, თუმცა მშენებლობაზე ძირითადად არ ვმუშაობთ. მთავარი უპირატესობა ალბათ ისაა, რომ ძალიან ჰუმანურად ვცდილობთ არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინისადმი მიდგომა შევცვალოთ და ეს არ იყოს ეს ფუფუნების საგანი, არამედ აუცილებლობა, რომ ადამიანებმა იარსებონ საინტერესო სივრცეებში.

თქვენთვის რომელია ყველაზე კომფორტული სამუშაო?

– პროექტები, რომლიც შინაარსობრივად და ფუნქციურად საინტერესოა. როცა გიწევს ფიქრი კომფორტული ინტერიერის ან ურბანული სივრცის შექმნაზე, ძალიან მოგვწონს ავეჯზე მუშაობის პროცესიც, რომლის დიდ ნაწილსაც ჩვენი დიზაინით, ხანდახან ჩვენივე ხელით ვქმნით.

14394044_1290425297655410_1584428533_o

თქვენი ნამუშევრებიდან ყველაზე მეტად, რომელი მოგწონთ ?

– სიღნაღში სახლის რეკონსტრუქცია ჩავატარეთ, ძალიან დაზაიანებული, ფაქტობრივად, თავიდან ასაშენებელი პროექტი ავიღეთ და ახლა ნელ-ნელა მთავრდება მშენებლობის პროცესი.

კომპანიის გარდა თქვენ გაქვთ ჟურნალი, ვრცლად რომ გვესაუბროთ იდააფი-ს ჟურნალზე, სტატიებსა და თემატიკაზე ?

– ინტერნეტ ჟურნალი იდააფი www.idaaf.com დაარსდა 2013 წელს. გამოცემის მიმართულებებია: არქიტექტურა, დიზაინი, ინტერიერი, არტი და მოდა. გუნდში თავიდან ვიყავი მარტო მე და ვწერდი ყველაფერზე, რაც საინტერესოდ მიმაჩნდა ამ სფეროებში, განსაკუთრებით საქართველოში მიმდინარე პროცესებს ექცეოდა დიდი ყურადღება. რამდენიმე თვეში შემომერთდა გუგა სოლოღაშვილი, ტატა ალხაზაშვილი, თათა გაჩეჩილაძე, მერი ხამხაძე და შემდეგ კიდევ რამდენიმე წევრი, რომლებიც წერენ სტატიებს ქართულ და ინგლისურ ენაზე.

14393324_1290425267655413_901229888_oIDAAF ერთადერთი ქართული მედია-პლატფორმაა, რომელიც არქიტექტურასა და დიზაინს სრულყოფილად ეძღვნება. ჟურნალში  აქტიურად იწერება ინტერიერზე, მოდასა და არტზე, მთელი იდეა ისაა, რომ შეიქმნას ქსელი ამ სფეროებში მოღვაწე ადამიანებისა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ყურადღება მიექცეს, რადგან ამ მხრივ განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია და რატომღაც ეს სფერო ყოველთვის ჩრდილშია. განსაკუთრებით არქიტექტურა.

დაინტერესებული ადამიანი შევა ჩვენს საიტზე და მოიძიებს ყველანაირ ინფორმაციას, რაც ამ სფეროებში ხდება, გვაქვს უამრავი მასალა ქართულ და ინგლისურ ენაზე, რათა ეს ინფორმაცია უცხოელი მკითხველისთვისაც იყოს ხელმისაწვდომი.

www.idaaf.com მყარი ინტერნეტ გამოცემაა, რომლის სამ წლიანი არსებობის შედეგადაც აღნიშნულ სფეროებში მოღვაწე ადამიანების ქსელი ჩამოყალიბდა. ამ ქსელში  მუდმივად მიმდინარეობს ინფორმაციისა და იდეების გაცვლის პროცესი.

14438764_1290425277655412_1378035467_oროგორია ფასები და ქართველ მომხარებლებთან ერთად,საზღვარგარეთიდან თუ გიკავშირდებიან?

– ჩვენი დამკვეთების უმრავლესობა არის სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც საქართველოში მოღვაწეობენ ან წარმომადგენლობა ჰყავთ. პროექტების უმრავლესობას ინგლისურ ენაზე ვაბარებთ.

თქვენი სამომავლო გეგმებისა და სიახლეების შესახებ რომ გვიამბოთ …

– სამომავლოდ ვგეგმავთ ბევრ მუშაობას, რათა ჩვენი მომსახურების ხარისხი გავაუმჯობესოთ და პროქტები უფრო დავხვეწოთ. გვაქვს ბევრი საინტერესო იდეა და აქტიურად ვმუშაობთ მათ განსახორციელებლად.

ნათია კეკენაძე

ნათია

 

 

Share2Tweet2

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026

საინტერესო

კახაბერ ფირუაშვილი ფრაქციის ,,ქართული ოცნება–თბილისელები“ შესაძლო დატოვებას არ გამორიცხავს

12 years ago

მრავალმილიარდიანი ფინანსური დახმარება საბერძნეთს – შეთანხმება მიღწეულია

11 years ago
“ვფიქრობ, ო მალის მეხუთე რაუნდში მერაბის დანოკაუტება შეეძლო, როდესაც მუცელში მოარტყა” – დანა უაითი

“ვფიქრობ, ო მალის მეხუთე რაუნდში მერაბის დანოკაუტება შეეძლო, როდესაც მუცელში მოარტყა” – დანა უაითი

2 years ago
საქართველოს უშუს ეროვნულმა ნაკრებმა კუნგფუს მსოფლიო ჩემპიონატზე 19 მედალი მოიპოვა

საქართველოს უშუს ეროვნულმა ნაკრებმა კუნგფუს მსოფლიო ჩემპიონატზე 19 მედალი მოიპოვა

7 years ago

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026

პარლამენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისმიტროპოლიტი შიო III მივიდა. პატრიარქი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას...

მეტის ნახვაDetails
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა 06/26/2026
  • ვრცელდება პატრიარქის მიმართვა 06/26/2026
  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by