ძალიან საინტერესოა, რომ უკვე არჩევნების დღეს დაიხია ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა უკან, -ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ საქართველოში დაბრუნებას არ აპირებს.
“შეფასება თქვენთვის მომინდია. ეს ნათლად აჩვენებს იმ სურათს, რაც არის ჩამოყალიბებული დღეს საქართველოში, ყველა ხედავს ამომრჩევლის განწყობას და ეს განწყობა სათანადოდ დაფიქსირდება ცესკო-ს მიერ დღეს გამთენიისას“,- განაცხადა კობახიძემ.