• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რატომ არის წამგებიანი მგზავრობის არსებული ტარიფი თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის?!

10 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
რატომ არის წამგებიანი მგზავრობის არსებული ტარიფი თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის?!
13
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

2016 წელს გამოქვეყნდა კვლევა, რომელშიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორები მონაწილეობდნენ. როგორც კვლევაშია აღნიშნული, ის  წარმოადგენს  ქვეყნის მასშტაბით პირველ მცდელობას, რომელიც მიმართულია შერეული დაფინანსების ტიპის საწარმოს (ასეთია თბილისის სატრანსპორტო კომპანია) ფინანსური მდგომარეობის და მდგრადობის შეფასების, კვლევის, ანალიზისა და მისი გაუმჯობესების მეთოდების ერთობლიობას. თუ რა ახდენს ნეგატიურ გავლენას კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე, როგორი მეთოდებით იმართება თბილისის ავტოსატრანსპორტო კომპანია და როგორ შეფასდა მგზავრობის ამჟამინდელი ღირებულება მკვლევართა ჯგუფის მიერ, ინტერვიუდან შეიტყობათ.

“თბილისი თაიმსს” კვლევის მონაწილე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ლევან საბაური ესაუბრა.

14961408_1254191511309570_741365325_nკვლევის თანახმად, თბილისის ავტოსატრანსპორტო კომპანიის ფინანსური ანგარიში უარყოფითი მაჩვენებლებით ხასიათდება, რაც ნეგატიურად აისახება თბილისის მერიის ბიუჯეტზეც, ვინაიდან საწარმო ბიუჯეტიდან იღებს სუბსიდიებს. შეგიძლიათ დეტალურად გვესაუბროთ რა ფაქტორები მოქმედებენ უარყოფითად საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე?

– პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ პროექტი განხორციელდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულეტეტის 2015 წლის სამეცნიერო გრანტების კონკურსში გამარჯვებული პროექტის ბაზაზე. ჩატარებული კვლევა ქვეყნის მასშტაბით წარმოადგენს პირველ მცდელობას, რომელიც მიმართულია შერეული დაფინანსების ტიპის საწარმოს ფინანსური მდგომარეობის და მდგრადობის შეფასების, კვლევის, ანალიზისა და მისი გაუმჯობესების კომპლექსური ღონესძიებების პაკეტის შემუშავებისაკენ, რაც პროექტის პრაქტიკულ მნიშვნელობას კიდევ უფრო ყურადსაღებს ხდის. ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ქალაქის მერიასა და უშუალოდ, თსკ-ს ხელმძღვანელობას მხარდაჭერისათვის. მათი თანხმობისა და ხელშეწყობის გარეშე შეუძლებელი იყო ამ კვლევის განხორციელება. რაც შეეხება კვლევას, ვერ ვიტყოდი, რომ თბილისის ავტოსატრანსპორტო კომპანიის ფინანსური ანგარიში მთლიანად უარყოფითად არის შეფასებული. უარყოფითად შეფასებულია მხოლოდ გარკვეული კომპონენტები. კვლევაში დეტალურად არის მოცემული ის ხარვეზები, რაც კვლევის დროს გამოვლინდა. თუ შევაჯამებთ ამ ფაქტორებს, ეს ძირითადად კომპანიის მართვის კუთხით გამოვლენილი ხარვეზებია. კომპანიას დღეს არ გააჩნია მგზავრობის ღირებულების განსაზღვრის დამტკიცებული სატარიფო პოლიტიკა, ახალი მარშუტების დანიშვნა არ არის დასაბუთებული და გაანალიზებული, რაც მხოლოდ უარყოფით გავლენას ახდენს ფინანსურ მაჩვენებლებზე. ერთ-ერთ მნიშვნელოვან უარყოფით ფაქტორს წარმოადგენს მოძველებული ავტოსატრანსპორტო პარკი, რაც თავისთავად გაუთვალისწინებელი ხარჯების ზრდას იწვევს და შესაბამისად ნეგატიურ გავლენას ახდენს კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე. რთულია რამოდენიმე წინადადებით იმ პრობლემების ჩამოყალიბება რაც კომპანიის წინაშე დგას. ეს ყველაფერი წარმოდგენილია კვლევაში, რომელიც ახლო მომავალში მონოგრაფიის სახით გამოიცემა თბილისის სახელმიფო უნივერსიტეტის მიერ.

როგორც ვიცი, კველვის ფარგლებში განისაზღვრა საწარმოს ფინანსური მდგრადობის მოკლევადიანი და გრძელვადიანი პერსპექტივები. თუ შეგიძლიათ დეტალურად მესაუბროთ თითოეულ პერსპექტივაზე, როგორ ფიქრობთ, როგორია თქვენი რეკომენდაციები, რა მიმართულები არის მიზანშეწონილი თბილისის ავტოსატრანსპორტო კომპანიის მუშაობის გაგრძელება?

– კვლევის პროცესი საინტერესოსთან ერთად საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგანაც აღნიშნული კვლევა, როგროც ზემოთ აღვნიშნე, წარმოადგენდა ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში პირველ მცდელობას დარგის გაჯანსაღების კუთხით. რა თქმა უნდა მხოლოდ ერთი კვლევით შეუძლებელია პრობლემების გადაჭრა, მაგრამ საერთო სიტუაციის ანალიზით გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემებისა, რომელთა ეტაპობრივად მოგვარება უფრო მარტივია, მთავარია მათი იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის სწორი გეგმის შემუშავება. ქვეყანაში მიმდინარე ეტაპისთვის ფაქტობრივად არ არსებობს არანაირი მეთოდოლოგია, თუნდაც მეცნიერულად დაუსაბუთებელი, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს დარგის განვითარება. მიმდინარე ეტაპზე ქალაქის სატრანსპორტო კომპანია კონკრეტული დირექტივებისა და მითითებების საფუძველზე იმართება. აღნიშნული მართვა არ არის დაფუძნებული მეცნიერულ კვლევასა და პრაქტიკულ გამოცდილებაზე, რაც საბოლოოდ აისახება კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე. სამუშაო ჯგუფმა კვლევის პროცესში შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მონაცემებზე დაყრდნობით:

  • განსაზღვრა საწარმოს ფინანსური მდგრადობის მოკლევადიანი და გრძელვადიანი პერსპექტივები, ჩაატარა მათი მახასიათებლების ფაქტორული ანალიზი;
  • შეაფასა საწარმოს საქმიანი აქტივობა, ფინანსური რესურსების გამოყენების დონე, განსაზღვრა საბოლოო მაჩვენებელზე  ექსტენსიური და ინტენსიური ფაქტორების გავლენა;
  • დაადგინა საწარმოს საინვესტიციო აქტივობის დონე და შეაფასა მისი განვითარების პერსპექტივები;
  • განახორციელა გაკოტრების რისკის დიაგნოსტიკა და დაადგინა მისი ცვლილების ტენდენციები;
  • ჩაატარა ბიზნესის საოპერაციო სეგმენტების ანალიზი;
  • ჩამოაყალიბა საწარმოს ფინანსური გაჯანსაღებისა და მდგრადობის ძირითადი ღონისძიებები, შეიმუშავა შესაბამისი რეკომენდაციები.

პროექტის სამეცნიერო–კვლევითი ნაწილის გახორციელების შედეგად შესაძლებელი იქნება თეორიული ასპექტების გათვალისწინებით შეიქმნას დამაკავშირებელი რგოლი ეკონომიკური ანალიზის ფუნქციებსა და რეგულირებას შორის, რომელიც მმართველობით რგოლს საშუალებას მისცემს მიიღოს ეკონომიკური გადაწყვეტილებები შეთავაზებული მოდელების გამოყენებით:

  • სატრანსპორტო საწარმოს წინაშე დასმული ამოცანების ეკონომიკური დიაგნოსტირება/შეფასება, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღებისას;
  • ეკონომიკური ანალიზის შედეგების ადაპტაციაზე ორიენტირებული ეკონომიკური დიაგნოსტირების მეთოდის შემუშავება და დასაბუთებული რწმუნება მმართველობითი გადაწყვეტილების მისაღებად;
  • მიღწეული შედეგების საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება, რომელიც მიმართული იქნება სატრანსპორტო საწარმოს ფინანსური და  ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღებისკენ.

პირველ რიგში, აუცილებელია მოხდეს კომპანიის მართვისა და გადაყვეტილებების მიღების ზუსტად განსაზღვრული პროცესის ჩამოყალიბება, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს როგორც მართვის პროცესს, ასევე საგძნობლად შეამცირებს ადმინისტრაციულ ხარჯებს.

დანახარჯების აღრიცხვის სწორ ორგანიზაციასა და მომსახურების თვითღირებულების კალკულაციის  ადეკვატური მეთოდის დანერგვას არსებითი მნიშვნელობა აქვს მგზავრთა გადაყვანის  თვითღირებულების განსაზღვრისთვის, რადგან ამ უკანასკნელის  დონე და  სტრუქტურა წარმოადგენს მგზავრთა  გადაყვანების ოპტიმალური ტარიფების შემუშავების საფუძველს ამიტომ:

  • არსებითად მნიშვნელოვანია შემუშავდეს  და სააღრიცხვო პოლიტიკაში აისახოს დანახარჯების აღრიცხვისა და მგზავრთა გადაყვანის თვითღირებულების კალკულაციის  მეთოდიკა  და  მეთოდოლოგია;
  • ტრანსპორტის ექსპლოატაციის დანახარჯების აღრიცხვის სწორი ორგანიზებისა და მგზავრთა გადაყვანის თვითღირებულების საიმედოდ გამოთვლისათვის აუცილებელია  ავტოსატრანსპორტო პროცესის ორგანიზებისა და ტექნოლოგიური თავისებურებების გათვალისწინება;
  • საწარმოო ხარჯების შემადგენლობა კლასიფიცირდეს მათი ქცევის მიხედვით: ცვლადი, მუდმივი და შერეული ქცევის ხარჯებად;
  • კომპანიაში არ არის დადგენილი მარშრუტების განსაზღვრის პოლიტიკა. ცალკეული სამარშრუტო ხაზის, როგორც კალკულაციის ობიექტის მიხედვით, უნდა შემუშავდეს „მარშრუტის კალკულაცია“, რათა გაანგარიშებადი იყოს ცალკეული სამარშრუტო ხაზის რენტაბელობა და მოსალოდნელი ფინანსური შედეგი (მომგება/ზარალი); ახალი მარშუტების დადგენისას აუცილებელია გათვალისიწნებული იყოს მარშრუტის სიგრძე, მისი დაფარვის სრული დრო, სხვადასხვა მარშუტის გადაკვეთა/ურთიერთგადაფარვა და ა.შ. ასევე აუცილებელია განსაზღვრული იყოს აღრიცხვის წარმოება დანარხარჯების ცენტრების მიხედვით, რაც შესაძლებელს გახდის ყველა მარშუტის მიხედვით განისაზღვროს წაუგებლობის წერტილი;.
  • შემუშავდეს საწარმოო ხარჯების შთანთქმის (მიკუთვნების) ეკონომიკურად დასაბუთებული მეთოდი და განისაზღვროს კალკულაციის ობიექტებზე მათი განაწილების სამოქმედო წესი.

თქვენ, როგორც კვლევის თანაავტორი, როგორ ფიქრობთ, რა დროში შეიძლება ფინანსური მდგრადობის მიღწევა?

– ფინანსური მდგრადობის გაუმჯობესება და დარგსი განვითარება დამოკიდებულია ზემოაღნიშნული პრობლემებისადმი ადეკვატური და თანმიმდევრული გადაყვეტილებების გეგმის შემუშავებაზე და იმ ფინანსურ დახმარებაზე, რაც ამ დარგის გაჯანსაღებას ჭირდება. ამიტომ კონკრეტული დროისა და ვადების დასახელება მენეჯმენტის მხრიდან კომპანიის განვითარების გეგმის გრაფიკით უნდა განისაზღვროს.

თუ საწარმო მოახერხებს თვითღირებულების შემცირებას, როგორ აისახება ეს ფაქტი სატრანსპორტო საშუალებების ღირებულებაზე, რამდენად იქნება შესაძლებელი მგზავრობის ღირებულების შემცირება?

– მიმდინარე ეტაპზე მგზავრობის ღირებულება არის ყველაზე ოპტიმალური, უფრო მეტიც არსებული ტარიფი წამგებიანია. კომპანია თუ გაითვალისწინებს ყველა იმ დანახარჯს, რომელიც მონაწილეობას ღებულობს მგზავრობის თვითღირებულების გაანგარიშებაში, ეს შეიძლება სულ მცირე ორჯერ მეტი იყოს ვიდრე დღეს არის. ეს ყველაფერი კვლევამ ნათლად დაგვანახა.

„თბილისი თაიმსი“ დაინტერესდა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პოზიციით, რამდენად იცნობენ კვლევის მიერ მიღებულ შედეგებს, ეთანხმებიან თუ არა მოცემულ რეკომენდაციებს. სატრანსპორტო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ კვლევას ნამდვილად ესწრებოდა მათი წარმომადგენელი, რომელმაც პრეზენტაციის შემდგომ გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და გარკვეულ პუნქტებში დაეთანხმა პროფესორთა ჯგუფს. სატრანსპორტო კომპანიაში უჭირთ პასუხის გაცემა იმის თაობაზე, თუ კონკრეტულად კვლევის რა რეკომენდაციები და მიგნებები იქნება გათვალისწინებული კომპანიის სამომავლო საქმიანობაში.

ნანუკა მაღლაკელიძე

ნანუკა

 

Share5Tweet3

ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026

საინტერესო

პრეზიდენტის არჩევის წესი 2023 წლიდან უნდა შეიცვალოს – თომას მარკერტი

პრეზიდენტის არჩევის წესი 2023 წლიდან უნდა შეიცვალოს – თომას მარკერტი

9 years ago
დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს 14 აპრილს ეწვევიან

დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს 14 აპრილს ეწვევიან

11 years ago
15 მითი და რეალობა “ნამახვანჰესის” პროექტზე – ENKA

15 მითი და რეალობა “ნამახვანჰესის” პროექტზე – ENKA

5 years ago
სანქცირებულია 3 რუსი ოლიგარქი და 5 ბანკი – ბორის ჯონსონის გადაწყვეტილება  

სანქცირებულია 3 რუსი ოლიგარქი და 5 ბანკი – ბორის ჯონსონის გადაწყვეტილება  

5 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by