• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, July 6, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ანგელოზთა იერარქია მართლმადიდებლობაში

10 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
ანგელოზთა იერარქია მართლმადიდებლობაში
13
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

15151204_1145833218847067_278646483_n21 (8) ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს და იხსენიებს „კრებას წმიდისა მთვარანგელოზისა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა (მთავარანგელოზთა: გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელისა).

ამ დღის აღნიშვნა  ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყტდა, რომელიც IV საუკუნის დასაწყისში, ნიკეის I მსოფლიო კრებამდე რამდენიმე წლით ადრე გაიმართა. ლაოდიკიის კრებამ დაგმო და უარყო ანგელოზებისადმი ღვთაებრივი პატივის მიგება და დაამტკიცა მათი მართლმადიდებლური თაყვანისცემა.

მართლმადიდებლურ სწავლებით ზეცაში, ანგელოზთა შორის ღვთივდადგენილი წესრიგი, იერარქია არსებობს. ამის შესახებ სახარებაზე დაყრდნობით ბევრი ღვთისმეტყველი წერს, მათგან გამოირჩევა წმ. დიონისე არეოპაგელის ავტორობით შექმნილი თხზულება „ზეციური იერარქიის შესახებ“, სადაც კარგადაა განმარტბეული ზეციურ დასთა იერარქია.

საკუთრივი მნიშვნელობით “ანგელოზებად” იწოდებიან მხოლოდ ზეციურ ძალთა ზემოდან მეცხრე საფეხურზე მყოფი არსნი, რადგან ადამიანებს უშუალოდ მხოლოდ ისინი უცხადებენ ზენა არსთაგან გადმოცემულ ჭეშმარიტებას. ეს იერარქია არასოდეს ირღვევა.

წმ. დიონისე ანგელოზთა სამყაროს ცხრა ხარისხად ანუ დასად ყოფს. ესენია: სერაფიმნი, ქერუბიმნი, საყდარნი, უფლებანი, ძალნი, ხელმწიფებანი, მთავრობანი, მთავარანგელოზნი, ანგელოზნი.

მათ თავის მხრივ სამ იერარქიულ ტრიადად (მწყობრად) ანაწილებს, რომელთაგან თითოეული სამი დასისგან შედგება.

I დასი-სერაფიმნი, ქერუბიმნი, საყდარნი. ეს ანგელოზები ღმერთთან ყველაზე დაახლოებულნი არიან.  ყოვლადწმიდა სამებასთან ყველაზე ახლოს დგანან სერაბიმნი (ეს. 6, 2). ისინი ადამიანებს ღვთაებრივი სიყვარულის ალით აღაგზნებენ. სერაბიმთა შემდგომ უფალთან დგანან ქერუბიმნი (შეს. 3, 24), რომელთა სახელი ნიშნავს: სიბრძნის გარდამოსვლას, განათლებას. ქერუბიმებს მოსდევენ საყდარნი (კოლ. 1, 16), რომლებიც ღვთის მართლმსაჯულებას ემსახურებიან.

II დასი-უფლებანი, ძალნი, ხელმწიფებანი- ესენი ადამინებთან ყველაზე ახლოს მდგომნი არიან. უფლებანი (კოლ. 1, 16) ანგელოზთა მომდევნო დასებზე მეუფებენ, ღვთისგან დადგენილ მიწიერ ხელისუფალთ ბრძნულ მართვა-განმგებლობაში შეეწევიან, ადამიანებს ცოდვილ გულისთქმათა დაძლევაში ეხმარებიან.  ძალნი (1 პეტ. 3, 22) ღვთის ნებით უფლის რჩეულებზე მორჩილებას, მოთმინებას, საკვირველთქმედების და განჭვრეტის მადლს გარდამოავლენენ. ხელმწიფებანი (1 პეტ. 3, 22; კოლ. 1, 16) ადამიანებს ეშმაკის საცდურთაგან განარიდებენ და ბოროტ გულისთქმებთან ბრძოლაში ეხმარებიან.

III დასი-მთავრობანი, მთავარანგელოზნი, ანგელოზნი- ესაა მესამე უმდაბლესი იერარქია. საწყისნი (კოლ. 1, 16) მთავარანგელოზებს აღძრავენ ღვთის ბრძანებათა შესრულებისათვის. საწყისებს დავალებული აქვთ სამყაროს განმგებლობა, ქვეყნების, ხალხებისა და ტომების დაცვა. ისინი ადამიანებს ასწავლიან, რომ ყველას თავისი ღირსების შესაფერი პატივი მიაგონ; მთავარანგელოზნი (1 თეს. 4, 16) უფლის ნებას გვაუწყებენ. გვიხსნიან სარწმუნოების საიდუმლოებებსა და წინასწარმეტყველებებს. ანგელოზნი (1 პეტრ. 3, 22) ყველაზე ახლოს დგანან ადამიანებთან და  ღვთის განგებულებას ამცნობენ მათ. მუდამ მზად არიან შემწეობისთვის.

ანგელოზთა დასის მთავრად დადგენილია მთავარანგელოზი მიქაელი. მისი სახელი ებრაულად ნიშნავს: „რომელი ვითარცა ღმერთი“- ღვთის ერთგული მსახური, რომელმაც გაიმარჯვა სატანის ძალებზე.

დიონისე არეოპაგელის ანგელოზთა რიგს  მცირედი კორექცია გაუკეთა წმინდა მაქსიმე აღმსარებელმა (თანამედროვე მკვლევართა აზრით, იოანე სკვითოპოლელმა), რომლის მიხედვითაც უზენაესია არა “სერაფიმთა”, არამედ “საყდართა” მწკრივი.

  1. საყდარნი,
  2. ქერუბიმნი,
  3. სერაფიმნი.

მომდევნო და ბოლო ეტაპი ანგელოზური იერარქიის კომენტირების გზაზე უკავშირდება წმინდა სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველის მოწაფის, ნიკიტა სტითატის სახელს, რომელმაც სცადა კონკრეტულად განემარტა წმინდა დიონისეს სწავლება იმის შესახებ, რომ ამქვეყნიური საეკლესიო იერარქია გამოსახავს ზეციურს. ნიკიტამ თავის ნაშრომში, “იერარქიის შესახებ”, მოგვცა ანგელოზური და საეკლესიო იერარქიების შემდეგი შესატყვისობა:

  • პირველი სამეული

საყდარნი-პატრიარქები, ქერუბიმნი-მიტროპოლიტები,სერაფიმნი- მთავარეპისკოპოსები.

  • მეორე სამეული

უფლებანი – ეპისკოპოსები, ძალნი – მღვდლები, ხელმწიფებანი – დიაკვნები.

  • მესამე სამეული

მთავრობანი – იპოდიაკვნები (კერძოდიაკვნები), მთავარანგელოზნი – მკითხველნი (მედავითნენი), ანგელოზნი – მონაზვნები.

ეკლესიის ბევრი მასწავლებელი ფიქრობს, რომ ღმერთმა ანგელოზები ხილულ სამყაროზე ადრე შექმნა (წმ. ამბროსი მედიოლანელი, ნეტარი იერონიმე, გრიგოლ დიდი, ანასტასი სინელი). სამყაროს შექმნის დროს ისინი უკვე უფალთან იყვნენ და ემსახურებოდნენ მას. ღირსი იოანე დამასკელი წერს: „თუმცა ანგელოზს ჩვენთან შედარებით უსხეულო და უნივთო ეწოდება, ერთიანი, უდარებელი ღმერთის მიმართ ყოველივე ტლანქია და ნივთიერი. მხოლოდ ღმერთია სავსებით უნივთო და უსხეულო“.  ამდენად ანგელოზები უაღრესად სრულყოფილი სულები არიან, ადამიანზე მაღლა დგანან, მაგრამ, როგორც ქმნილ არსებებს, ისინიც  შეზღუდულები არიან. უსხეულონი არიან და ადამიანებთან შედარებით ნაკლებ ექვემდებარებიან ადგილსა და სივრცეს, მაგრამ მათ არ შეუძლიათ ერთდროულად ყოფნა ცაშიც და დედამიწაზეც. წმიდა წერილი მიუთითებს, რომ ანგელოზები ვერ სწვდებიან საღვთო არსების სიღრმეებს.  მათ არ უწყიან, რა იქნება სამომავლოდ. აგრეთვე, სურვილის მიუხედავად, ისინი ბოლომდე ვერ აცნობიერებენ გამოსყიდვის საიდუმლოს,  ვერ ხვდებიან ყველა ადამიანურ განზრახვას (3 მეფ. 8,39); და ბოლოს, არ შეუძლიათ ღვთის ნების გარეშე, დამოუკიდებლად აღასრულონ სასწაულები.

ანგელოზთა სამყარო უზარმაზარია, ყველა მათგანს სხვადასხვა კურთხევა აქვთ მიცემული ღვთისაგან და შესაბამისად ისინიც, განსხვავებულად ემსახურებიან უფალსა და შეეწევიან  ადამინებს.

სრულად, თუ ვინ  არიან და რისგან გვიფარავენ ანგელოზები იხილეთ სტატია: http://www.ttimes.ge/archives/51285

მასალა მომზადებულია ინტერნეტ რესურსების გამოყენებით.

 

Share5Tweet3

ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება

07/01/2026
შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026
პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად. უფალმა გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული
ახალი ამბები

პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად. უფალმა გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული

05/25/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

თსუ-ში სტუდენტებსა და უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა

“აუდიტორია 115” თსუ-ს აკადემიური საბჭოს დაშლას ვლადიმერ პაპავას გადადგომისთანავე ითხოვს

10 years ago
შსს-მ 529 აბი “კოდეინი” ამოიღო

შსს: “უკონტაქტო პატრულირებას თვალთვალთან საერთო არაფერი აქვს”

10 years ago

ზაზა ფაჩულიას “ოლ სტარში” სათამაშოდ 14 228 ხმა დააკლდა

10 years ago
რუსთავში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა | მოქალაქემ სახლიდან არასრულწლოვანი გამოიყვანა

რუსთავში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა | მოქალაქემ სახლიდან არასრულწლოვანი გამოიყვანა

2 years ago

ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა
ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026

კაცი რომელსაც ახალციხეში სამშენებლო ბლოკი დაეცა ერთ თვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, კაცი ახალციხის რეფერალურ...

მეტის ნახვაDetails
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026
  • „ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს 07/03/2026
  • დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა 07/02/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by