• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რატომ უნდა ,,ეშინოდეთ” კანონდამრღვევ მძღოლებს? – Stopxamსაქართველო

10 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
რატომ უნდა ,,ეშინოდეთ” კანონდამრღვევ მძღოლებს? – Stopxamსაქართველო
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

 დღეს საქართველო სამოქალაქო თვითშეგნების კუთხით უამრავი პროექტი  ხორციელდება, ამ კუთხით კი კიდევ ერთი საინტერესო კამპანია  გაჩნდა – „Stopxamსაქართველო“. აღნიშნულ კამპანიაზე, მის მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე ..თბილისი თაიმსი“ დამფუძნებელსა და  კამპანიის ლიდერს ლევან კენჭოშვილს გაესაუბრა:

stopxarm

 – როდის, რატომ  და როგორ გაგიჩნდათ კამპანიის იდეა?

–  იდეა გაჩნდა 17 ოქტომბერს,დღეს, როდესაც საბოლოოდ შევწყვიტე ფიქრი და დავიწყე მოქმედება ჩემი გუნდის წევრებთან ერთად. კანონის დაცვას რომ თავი დავანებოთ, ელემენტარული პატივისცემა და ზნეობრივი ელემენტებიც აღარ შემორჩა საზოგადოებას, საუბარია, საავტომობილო გზებსა და ტროტუარებზე. შეიძლება არ იყო კანონმორჩილი, მაგრამ იყო ეთიკური მოქალაქე, მძღოლი, რომელიც პატივს სცემს ფეხით მოსიარულეებს. ნებისმიერმა ბავშვმა, მოზარდმა, მშობელმა თუ პარლამენტარმა – იცის, რომ ამ მხრივ საკმაოდ ჩამოვრჩებით განვითარებულ ევროპულ ქვეყნებს, ქართველ ხალხს კი გვაქვს ამბიცია ვიყოთ ევროპელები, მაგრამ სრულიად აბსტრაქტული მიმართულება გვაქვს აღებული, რომლის გამოსწორებასაც წლები დასჭირდება, ან მეტიც, არასდროს გამოსწორდება. მე კი მაქვს ამბიცია, რომ საქართველო მოწინავე ქვეყნების სიაში ეწეროს, მინდა, რომ ვიყოთ პროგრესულები, მინდა,  რომ ჩვენი დამოკიდებულებები და მენტალობა გახდეს სრულიად კონტრასტული ახლო მომავალში ,ამის პოტენციალი ქართველ ხალხს ნამდვილად აქვს,მაგრამ ბრბო უმრავლესობაშია,ზუსტად ამიტომ სჭირდება ყველა პრობლემის ფიქსაციას დრო, თანაც დიდი. ავტომობილებსა და მათ უმსგავსო მძღოლებს რაც შეეხება, არ  ,,ეშინიათ” კანონის, მაგრამ ეს ისევ და ისევ სახელმწიფოს ბრალია, რა თქმა უნდა. მე შემიძლია ტროტუარზე პარკირებული ავტომობილის დანახვის შემდეგ, გადავიდე ავტომობილების სავალ ნაწილზე ან საერთოდ რატომ უნდა მიწევდეს ეს, მაგრამ რა ქნას იმ შშმ პირმა, რომელსაც არ აქვს ფიზიკური შესაძლებლობები, ჩავიდეს საკუთარი სავალი ნაწილიდან და შეიქმნას საფრთხე, გადავიდეს ავტომობილთა სავალ ნაწილზე. განვმეორდები, კანონი საერთოდ რომ არ არსებობდეს, ადამიანში მაინც უნდა იყოს რაღაც ელემენტარული მოქალაქეობრივი თვითშეგნება მაინც, ვგულისხმობ,  ქვეითებთან მიმართებაში ცივილურ დამოკიდებულებას, არ შეიძლება ყოველთვის ის აკეთო,რაც გინდა, სხვაზე ფიქრი ჩვენი ჰობი მართალია არ არის,მაგრამ ამ კამპანიის მოტივიც ზუსტად ცნობიერების ამაღლებაა,რომ მძღოლების გარდა, არსებობენ მოქალაქეებიც, რომლებსაც ავტომფლობელები ზღუდავენ. შემიძლია საკუთარ თავს მოვარგო იმ ადამიანის სტატუსი,რომელსაც ეს ყველაფერი მობეზრდა და გადადგა ნაბიჯი ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.
 – რა მეთოდებით საქმიანობთ და ვინაა თქვენი ,,მსხვერპლი“?

–  მე და ჩემი გუნდის წევრები არასწორად პარკირებული ავტომობილების საქარე მინაზე ვაკრავთ სტიკერს,რომელზეც წერია ,,მე არ ვიცავ კანონს, ვაპარკირებ სადაც მინდა” – ეს მეთოდიკა სრულიად გამართლებულია და არ სცდება კანონს.

– როგორც ვიცი, მსგავსი სახელწოდების აქცია სხვა ქვეყნებშიც (მაგ: რუსეთი)  მიმდინარეობს, რა შედეგი გამოიღო და რა შეიცვალა სამოქალაქო ცნობიერებაში?

 –  დიახ,მსგავსი შინაარსის კამპანიები არსებობს არა მარტო რუსეთში, არამედ სხვა ევროპულ ქვეყნებშიც და დღემდე წარმატებულად პოზიციონირებს, უბრალოდ რუსეთში ამ კამპანიამ მიიღო ,,სუპერპოპულარული” სახე და საზოგადოებამაც ,,სტოპხამი“ გაიცნო რუსეთის სახელით. შედეგი ნამდვილად არის, თანაც ძალიან კარგი, მოგეხსენაბათ სხვა ქვეყნებშიც სოციალური ქსელების საშუალებით აშუქებენ საკუთარ კამპანიას და თუ უყურებთ, დაინახავთ, როგორ რადიკალურად შეიცვალა სამოქალაქო ცნობიერება ,აქტივისტების დანახვის შემდეგ, ავტომფლობელები მიმართავენ მათ,რომ სტიკერი არ დაუკრან და დაუყოვნებლივ დატოვებენ ადგილს,სადაც არასწორად გადაწყვიტეს პარკირება,ამ შედეგამდე მისვლას შრომა სჭირდება და ჩვენც დავამტკიცებთ,რომ ეს პრობლემა მოგვარებადია.

– როგორია მოქალაქეების დამოკიდებულება თქვენი კამპანიის ფარგლებში? თუ გყავთ მოწინააღმდეგები ან მომხრეები?

– ჩვენი პირველი ვიდეოს გამოჩენის შემდეგ სოციალურ ქსელში, საზოგადოება ორად გაიყო,თუმცა პროცენტულად მომხრეების რიცხვმა 78%-ს მიაღწია,ეს ოფიციალური ანალიტიკაა. თბილისის ფორუმზე და სხვა მრავალ ვებსაიტზე აქტიურად განიხილავენ ჩვენს საქმიანობას და, რა თქმა უნდა, არსებობს ოპოზიციაც, რომელსაც აქვს მხოლოდ ერთი არგუმენტი ჩვენი დისკრიმინირებისათვის, ეს არის პლაგიატიზმი, მითუმეტეს ჩვენი ოკუპანტი ქვეყნის,რუსეთისგან აღებული. რომ შემეძლოს, ყველას სათითაოდ მივწერდი, რომ ეს კამპანია ჯერ კიდევ 80-იან წლებში დაიწყო ლონდონში, განსხვავებული მეთოდებით, უბრალოდ რუსეთმა გადაწყვიტა გაეშუქებინა და საზოგადოებამაც მიიღო ინფორმაცია. რუსული მმართველობა მძულს, ამას ხაზს ვუსვამ და ძალიან გულდასაწყვეტია,როცა ,,რუსეთის” დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციის სტატუსს გვარგებენ. ჩვენ ვართ სრულიად დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ორგანიზაცია,რომელიც შემოიფარგლება მხოლოდ საკუთარი ფინანსებით, ეს ხალხმა უნდა შეიგნოს.

– რა შედეგს ელით საქართველოში და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

• როგორც უკვე ვახსენე, შედეგს აუცილებლად დავდებთ, უბრალოდ დრო გვჭირდება, გავიმეორებ, ეს ყველაფერი კეთდება სახელმწიფოს მოტივაციისათვის, რომ მოხდეს სანქციების გამკაცრება, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ პარაზიტი ორგანიზაციის “C.T PARK-ის“  ნაცვლად სხვა ორგანომ მოახდინოს ამ პრობლემების ფიქსაცია, მათი მიზანი ხომ მხოლოდ ფინანსური და მატერიალურია, ბიუჯეტში 25 მილიონი აქვთ, მაგრამ ამ ფინანსების გამოყენებას ტვინი სჭირდება, რომლის არსებობაშიც ეჭვი მეპარება. ორგანიზაცია, რომელსაც აბსოლუტურად ყველა შესაძლებლობა აქვს ამ პრობლემის რეგულაციისთვის, არ აკეთებს არაფერს, არაფერს – ა რ ა ფ ე რ ს!
თუ სახელმწიფო გაზრდის ჯარიმების ოდენობას, ეს იქნება პირველი სწორად გადადგმული ნაბიჯი ამ მდგომარეობის გასანეიტრალებლად.

 

ნატალია ჯალაღონია

ShareTweet

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

რუსთავის ერთ-ერთ ქარხანაში ხარაჩო ჩამოიშალა და მუშები მოიყოლა – არის მსხვერპლი

ორმაგი ტრაგედია ზუგდიდში – მეზობელმა მეზობელს ბენზინი შეასხა და სცადა დაეწვა

4 years ago
კახეთში  საფლავები გაძარცვეს

კახეთში საფლავები გაძარცვეს

8 years ago
“რუსული გემი ზმეინის კუნძულის გარნიზონს ჩაბარებას სთავაზობდა… გავუშვით სამ ასოზე” | გერაშჩენკო 

“რუსული გემი ზმეინის კუნძულის გარნიზონს ჩაბარებას სთავაზობდა… გავუშვით სამ ასოზე” | გერაშჩენკო 

4 years ago
“გერმანია იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა და ჩვენთან საელჩო გახსნა”

“გერმანია იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა და ჩვენთან საელჩო გახსნა”

10 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by