• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, October 6, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გაზრდიან თუ არა ტარიფებს კერძო სადაზღვევო კომპანიები?!

9 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი, საზოგადოება
A A
საყოველთაო ჯანდაცვის სიკეთეზე წვდომა შემოსავლის მიხედვით იქნება – დევი ხეჩინაშვილი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

2017 წლის თებერვალში „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში“ ცვლილება შეიტანეს, განახლდა საყოველთაო ჯანდაცვის მოსარგებლეთა ბაზები, შედეგად, კერძო სადაზღვევო პაკეტის მქონე მოქალაქეები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ. ცვლილების შედეგად, ყველა ის მოქალაქე, რომელიც კერძო სადაზღვევო მომსახურებით არ სარგებლობს (115 ათასი ადამიანი), „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის“ საბაზისო პაკეტის მოსარგებლე გახდება, რომელიც გეგმიურ ამბულატორიულ მომსახურებას, გადაუდებელ ამბულატორიულ და სტაციონარულ დახმარებას, გეგმიურ ოპერაციებს (მათ შორის კარდიოქირურგიულ ოპერაციებს), ქიმიო-ჰორმონო და სხივურ თერაპიას, მშობიარობასა და საკესრო კვეთას მოიცავს.

იმის გასარკვევად, იმოქმედებს თუ არა „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში“ შეტანილი ცვლილება კერძო სადაზღვევო კომპანიების ტარიფებზე და ზოგადად, იგეგმება  თუ არა, ამ მხრივ, მომხმარებელთათვის რაიმე სიახლე, The Tbilisi Times  ბაზარზე არსებულ რამდენიმე კერძო სადაზღვევო კომპანიას დაუკავშირდა.

“იმედი L”: „აუცილებლად შეიცვლება არსებული პროდუქტების სტრუქტურა და დიზაინი, რათა ჩვენი შეთავაზება მოერგოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დაგეგმილ ცვლილებებს. ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ დაანონსებულ ცვლილებებს  პროდუქტების ფასზე რაიმე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება. სადაზღვევო პროდუქტის ფასი, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია კონკრეტული პროდუქტში გათვალისწინებული სერვისების ოდენობითა და მოცულობით, თუმცა ჩვენს არსებულ კორპორაციულ პორტფელზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბაზარზე კორპორაციული პროდუქტის საშუალო ფასი 40-45 ლარია (თვეში).

პრივილეგია ძალიან პირობითი და სუბიექტური კრიტერიუმებით შეფასებადი ინდიკატორია, თუმცა, თუ შევთანხმდებით და აქ მოვიაზრებთ იმ განსხვავებულ და ღირებულ სარგებელს დაზღვეულისთვის, რომელიც ჩვენთან დაზღვევის შემთხვევაში აქვთ, შემიძლია შემდეგი ჩამონათვალი შემოგთავაზოთ:

  1. უპრეცედენტო ხელმისაწვდომობა სადაზღვევო შემთხვევისას მომსახურების მიღებაზე;
  2. ხელმისაწვდომობის კუთხით მნიშვნელოვანია სერვის ცენტრების რაოდენობა, დღეის მდგომარეობით თბილისში ოთხი სერვის ცენტრით, და ეს რაოდენობა სამომავლოდ უფრო გაიზრდება;
  3. მაქსიმალურად მოქნილი სადაზღვევო პროდუქტების შექმნა განსაკუთრებით კორპორაციულ სეგმენტზე;
  4. მომსახურების მისაღებად და მიღებისას მინიმალური ბიუროკრატია და მაქსიმალურად მოქნილი მომსახურების მიღების სქემები და პროცედურები;
  5. არ ანაზღაურებისთვის დამატებითი პროცედურული ბერკეტები პრაქტიკულად მოხსნილია.
  6. გამონაკლისების კუთხით კიდევ უამრავი დაფარვებია, რომლებიც, ჩვენთან დაზღვევის შემთხვევაში, ანაზღაურებას   ექვემდებარება.  მაგალითად: ჰომეოპათიური მედიკამენტები, იმუნომოდულატორები, იმონოდეპრესანტები, ფსოქოტროპული პრეპარატები, დიაბეტი თავისი გართულებებით, თანდაყოლილი და გენეტიკური დაავადებების ოპერაციული მკურნალობა. ვანაზღაურებთ არა მარტო სამოყვარულო სპორტის შედეგად მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებულ პრობლემატიკას, არამედ პროფესიული სპორტის შემთხვევაში ოპერაციულ მკურნალობასაც.“

“პსპ დაზღვევა“: ,,პსპ დაზღვევა ჯანდაცვის რეფორმის ცვლილებების შემდეგ, რაიმე სახის ცვლილებას, რაც შეიძლება ფასებზე  აისახოს, არ გეგმავს. მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა, სადაც ფასები 1 ადამინის შემთხვევაში  10 ლარიდან იწყება, ყველა დამატებითი გარემოების გათვალისწინებით, რაც კომპანიის თანამშრომლების რაოდენობით, დაზღვევის მსურველთა და მოთხოვნათა შესაბამისად განისაზღვრება. ზედა ზღვარი როგორც ასეთი არ არის დაწესებული.  პსპ დაზღვევა თავის მომხმარებლებსმთელი საქართელოს მასშტაბით 150 ოჯახის ექიმის მომსახურებას, 300 პროვაიდერ კლინიკასა და 70 სტომატოლოგიურ კლინიკას სთავაზობს. ასევე, აღსანიშნავია, რომ ჩვენ გვაქვს ონლაინ პორტალი www.online.ipsp.ge, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ დაგეგმონ ვიზიტი ოჯახის ექიმთან ცხელ ხაზთან დაკავშირების გარეშე. ასევე, სადაზღვევო ანაზღაურების უფასო ადგილზე მიტანის სერვისიც გვაქვს.

“სადაზღვევო კომპანია ალფა“: ,,ზოგადად, ნებისმიერი ჯანდაცვის რეფორმის ცვლილება კერძო დაზღვევის სექტორის საქმიანობაზე ზეგავლენას ახდენს, რომელიც შეიძლება დაკაშირებული იყოს, როგორც სადაზღვევო  პროდუქტის ფასთან, ასევე სადაზღვევო პირობების ფორმირებასთან. იქიდან გამომდინარე, რომ ჯანდაცვის რეფორმის საბოლოო ცვლილებები ჯერ ძალაში არ არის შესული, რაიმე კონკრეტულ აქტივობებსა და გეგმებზე საუბარი გაგვიჭირდება.

სადაზღვევო კომპანია ალფას ამ ეტაპზე ინდივიდუალური ჯანმრთელობის პროდუქტი არ აქვს. ხოლო კორპორატიული პაკეტის ფასი   დასაზღვევი ორგანიზაციის პარამეტრებზეა დამოკიდებული. ჩვენი დაზღვეულები სარგებლობენ მაღალი სტანდარტის სამედიცინო მომსახურებით სხვადასხვა წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში. ჩვენი კომპანია ინდივიდუალრად უდგება თითოეულ დაზღვეულ ბენეფიციარს და ყოველთვის იცავს მათ ინტერესებს. ალფას გააჩნია პროვაიდერი სამედიცინო დაწესებულებების ყველაზე ფართო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც ბენეფიციარებისთვის  სამედიცინო მომსახურების მიღების ხელმისაწვდომობას ზრდის.  ასევე, ალფა,  ბაზარზე ახალი ინოვაციური სადაზღვევო პროდუქტების შემოტანას აპირებს.“

ნინო ზარიძე

 

 

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საინტერესო

გიორგი მარგველაშვილი – ადვოკატებზე ნებისმიერ ზეწოლას განვიხილავ იმ ღირებულებებზე ზეწოლად, რომლის დაცვასაც კონსტიტუცია გვავალებს

10 years ago
საქართველოში ორგანიზებული დანაშაულის ინდექსის მაჩვენებელი 37 პოზიციით გაუმჯობესდა

საქართველოში ორგანიზებული დანაშაულის ინდექსის მაჩვენებელი 37 პოზიციით გაუმჯობესდა

9 years ago
კრემლმა მოლდოვაზე თავდასხმის გადაწყვეტილება მიიღო  – The Times

კრემლმა მოლდოვაზე თავდასხმის გადაწყვეტილება მიიღო – The Times

4 years ago
ანგელა მერკელი ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგია

საქართველოში დღეს ანგელა მერკელი ჩამოვა

8 years ago

ახალი ამბები

„დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა
ახალი ამბები

„დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა

10/05/2026

ლოტკინის დასახლებაში 10 სექტემბერს გამთენიისას მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „დღეს ჩემი შვილის დავით...

მეტის ნახვაDetails
მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

10/04/2026
საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა 10/05/2026
  • მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს 10/04/2026
  • საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა 10/02/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by