თბილისის მეტროპოლიტენის სამი სადგური – „ვარკეთილი“, „სამგორი“ და „ისანი“ დროებით გაჩერებულია.
დაახლოებით ერთი საათის წინ მეტროსადგურების გვირაბებიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა.
როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურში აცხადებენ, მეტროპოლიტენში ტექნიკური ხარვეზია – რელსებს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
კომპანიაში აცხადებენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად, ადგილზე სპეციალური ჯგუფი მუშაობს.
ამ დროისათვის, ახმეტელი-ვარკეთილის ხაზზე, მატარებლები „ახმეტელიდან“ „300 არაგველამდე“ მოძრაობენ. ჯერჯერობით უცნობია, როდის აღდგება აღნიშნული სადგურების მუშაობა.
ნატალია ჯალაღონია