• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, July 10, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

კონფესიების პასუხი მესამე სექტორს: „სახელმწიფო ყოველთვის ცდილობს დაიცვას და დაეხმაროს რელიგიურ ორგანიზაციებს“

10 years ago
კატეგორია: კატეგორიის გარეშე, რელიგია
A A
5
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

 

konfesiebiრელიგიის სააგენტოს საქამიანობაზე მესამე სექტორის მიერ გაკეთებულ ბრალდებებსა,  შეურაცხმყოფელ ბრალდებებსა და უარყოფით შეფასებებს გამოეხმაურნენ „ქართველთა და ებრაელთა მეგობრობის“ მუზეუმში შეკრებილი რელიგიური დენომინაციები.

საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა მართლმადიდებელი ეკლესიის, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის, საქართველოში ეზიდთა სასულიერო საბჭოსა და საქართველოს ებრაელთა კავშირის წარმომადგენლები ხაზგასმით აღნიშნეს, რომ  მათ საქმნიანობაში სახელმწიფო არასდროს ჩარეულა, პირიქით ის ყოველთვის ცდილობს დაიცვას და დაეხმაროს რელიგიურ ორგანიზაციებს; მიუღებელია გარკვეული ორგანიზაციების მხრიდან გავრცელებული უპასუხისმგებლო განცხადებები, თითქოს ხელისუფლება რელიგიის სააგენტოს მეშვეობით აკონტროლებს მათ.

პატრიარქოს პრესმდივანმა, მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ მსგავსი მშვიდი სიტუაცია რელიგიის თავისუფლების კუთხით საქართველოში არ ყოფილა. არქიმანდრიტი ხოსენ ჰოვანესიანმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ სააგნეტოს არსებობა საჭიროა. „ვიდრე ის დაარსდებოდა არც კი ვიცოდით ვისთვის მიგვემართა ჩვენი პრობლემების გადასაჭრელად.  დავდიოდით ცალკეულ უწყებებში და პასუხებს ვერ ვპოულობდით.  სააგენტოს დაარსების შემდეგ თავი სრულყოფილ მოქალაქეებად ვიგრძენით. სახელმწიფო ანგარიშს გვიწევს და გვესაუბრება“-აღნიშნა მან.

სრულიად საქართველოს შეიხმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ რელიგიურ ორგანიზაციებსა და სახელწმიფოს შორის ურთიერთობაში არანაირი პრობლემა არ არსებობს, პირიქით რელიგიის სააგენტო დაარსების დღიდან არაერთი პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმარა და ეს პროცესი ისევ გრძელდება.

“გასათვალისწინებელია, რომ ას წელზე დიდი ხნით ადრე დაგროვილ პრობლემებს სახელმწიფო ორ-სამ წელიწადში ერთიანად ვერ მოგვარებდა და ეს ყველამ უნდა გაცნობიეროს. რაც შეეხება ერთი ან ორი მუსლიმი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ გაკეთებულ განცხადებას, ეს მთელი მუსლიმი თემის სახელით ვერანაირად ვერ აღიქმება, რადგან მუსლიმი თემის სახელით მხოლოდ სასულიერო ლიდერებს და მეჩეთების წინამძღვრებს შეუძლიათ საუბარი, რადგან მათ უკან მრევლი დგას.“-აღნიშნა რამინ იგიდოვმა.

ბრიფინგზე დამსწრე 8 რელიგიურმა დენომინაციამ, არსებული გამოწვევების მიუხედავად რელიგიის სააგენტოს საქმიანობა დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს,  რომ მათ რელიგიური ჯგუფების წარმომადგენელთა შევიწროების ცალკეული შემთხვევების აღმოსაფრთხველად მომავალში ბევრი სამომუშაო აქვთ ჩასატარებელი.

 „ჩვენთვის სრულიად მიუღებელია ის ბრალდებები, რაც ბოლო პერიოდში რელიგიური ორგანიზაციების მიმართ ისმის, რომ თურმე ხელისუფლება ჩვენს საქმიანობაში ერევა და გვაკონტროლებს, თუკი ეს ჩვენი უფლებების დასაცავადაა ნათქვამი, ამგვარი განცხადებებით პირიქით ცდილობენ აღნიშნული ორგანიზაციები, ჩვენი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას, ჩვენს დაკნინებას, ჩვენი ავტორიტეტის დაცემას მრევლში და არანაირად არ ემსახურება ჩვენი უფლებების განმტკიცებას. ჩვენ გვაქვს გადასაწყვეტი მრავალი საკითხი, სულ ცოტა ხნის წინ ვანდალური აქტი მოხდა გორში, სადაც სინაგოგა გაძარცვეს. მოსაგვარებელია ქართველი მუსლიმებისთვის ლოცვის განხორციელების საკითხი ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში. არის სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების წარმომადგენელთა შევიწროების ცალკეული შემთხვევები, ამ თვალსაზრისით, ჩვენ რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს კიდევ ძალიან დიდი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს სახელმწიფო არაფერს აკეთებს ამ საკითხების გადასაწყვეტად. ჩვენ კომუნიკაციის რეჟიმში ვართ ხელისუფლებასთან და ერთობლივად ვცდილობთ პრობლემათა გადაწყვეტას. ამის საუკეთესო ნიმუშია მუსლიმთათვის გადაცემული 150-ზე მეტი მეჩეთი, დაბრუნებული სინაგოგები, სალოცავები, სარემონტო სამუშაოები, საბჭოთა პერიოდში მიყენებული მატერიალური თუ მორალური ზარალის ასანაზღაურებლად გამოყოფილი თანხები, რომელსაც ჯერ მხოლოდ რამდენიმე კონფენსია იღებს და იმედია, მათ რიცხვს მალე სხვებიც შეუერთდებიან. სახელმწიფო ცდილობს, განამტკიცოს ტოლერანტობის ის სულისკვეთება, რაც ჩვენს ტრადიციებშია და რის შებღალვასაც ცდილობენ სამწუხაროდ რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები“, -აღნიშნულია რელიგიური დენომინაციების მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რელიგიური დენომინაციების განცხადებას წინ უძღოდა „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარის ტარიელ ნაკაიძის მოთხოვნა რელიგიის სააგენტოს გაუქმების შესახებ და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევა, სადაც აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში რელიგიური თავისუფლების კუთხით მგომარეობა გაუარესებულია.  „საქართველოში რელიგიის თავისუფლების კუთხით დგომარეობა გაუარესებულია, რასაც მუსლიმი თემის მიმართ გამოვლენილი რელიგიური კონფლიქტები, ასევე იეჰოვას მოწმეების მიმართ ძალადობის ზრდის ფაქტები ადასტურებს. წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები, რომელიც ქვეყანაში არსებობს, კვლავ გადაუჭრელია,“ – განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა თამთა მიქელაძემ.

ტარიელ ნაკაიძე თვლის რომ სააგენტო უმცირესობებისთვის და ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით სერიოზული დამაბრკოლებელი უწყებაა. მისი თქმით მუსლიმ თემში არსებობს მეორეხარისხოვანი მოქალაქეების შეგრძნება, ამას კი ხელს უწყობს სწორედ რელიგიის საკითხთა სააგენტო.

ტარიელ ნაკაიძე-„ ეს სააგენტო შეიქმნა იმ მიზნით, რომ უნდა იყოს რეკომენდატორი სახელმწიფოსა და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის. თუმცა მოგვევლინა როგორც მაკონტროლებელი ორგანიზაცია და უშუალო მონაწილე, მხარე წარმოქმნილი პრბლემების დროს. ეს მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ქვეყანაში“.

სოფიკო ნინიკაშვილი

Share2Tweet1

ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება

07/01/2026
შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026
პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად. უფალმა გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული
ახალი ამბები

პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად. უფალმა გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული

05/25/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

კანონის უზენაესობის ინდექსით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პირველ ადგილზეა

კანონის უზენაესობის ინდექსით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პირველ ადგილზეა

11 years ago
ავსტრიის კანცლერი გადადგა

ავსტრიის კანცლერი გადადგა

10 years ago

გიორგი მარგველაშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით პოლონეთს ეწვევა

12 years ago

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი: “ყველა სხვა გზას მხოლოდ და მხოლოდ ახალი მსხვერპლი მოჰყვება”

12 years ago

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - დაღუპულია 25 წლის ახალგაზრდა. შემთხვევა სოფელ ცხაკაიასთან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ არეშფერანში მცხოვრები...

მეტის ნახვაDetails
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 07/09/2026
  • გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა 07/07/2026
  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by