• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, August 22, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ჩვენს რეგიონში შიცის გავრცელების მაჩვენებელი არ არის მაღალი და გლობალური ფონდის დახმარება ეტაპობრივად მცირდება” – ქეთევან სტვილია

10 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი
A A
„მოსახლეობას ვთავაზობთ უფასო გამოკვლევებს აივ ინფექცია შიდსზე და C ჰეპატიტზე“ – ქეთი სტვილია
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

აივ არის აბრევიატურა და იშიფრება, როგორც ადამიანის იმუნო დეფიციტის ვირუსი. შიდსი- შეძენილი იმუნოდეფიციტის  სინდრომი. აივ ინფექცია ეწოდება აივ-ით გამოწვეულ დაავადებას ვირუსის შეჭრის მომენტიდან სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო შიდსი  აივ ინფექციის ბოლო სტადიაა.

ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოში შიდსის ვირუსით ინფიცირებულია 20 მილიონამდე ადამიანი. საქართველოში 2016 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია: აივ-ით ინფიცირების 6065 შემთხვევა. შიდსი განუვითარდა 3399 პაციენტს, 1201- გარდაიცვალა. 2016 წელს გამოვლინდა 663 ახალი შემთხვევა.

საქართველოში გამოვლენილი აივ ინფექციის ახალ შემთხვევათა დინამიკა წლების მიხედვით:

აივ ინფიცირება

2002 წელს შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდი შეიქმნა.  გლობალური ფონდი საქართველოს 2003 წლიდან აფინანსებს, თუმცა ის ახლა ჩვენი ქვეყნიდან ეტაპობრივად გადის.

თუ რატომ გადის გლობალური ფონდი საქართველოდან და ფონდის გასვლის შემდეგ, სახელმწიფო თუ მოახერხებს ხარისხიანი მედიკამენტების ისევ შეღავათიან ფასებში მიღებას, აღნინულზე „თბილისი თაიმსთან“ გლობალური ფონდის შიდსის პროგრამის მენეჯერმა ქეთევან სტვილიამ ისაუბრა.

ქეთი სტვილიაქეთევან სტვილია: „ჩვენს რეგიონიში შიცის გავრცელების მაჩვენებელი არ არის ძალიან მაღალი და ამიტომ გლობალური ფონდის დახმარება ეტაპობრივად მცირდება. გასვლაზე კი საუბარია 2019 წლიდან. ქვეყანას, სავარაუდოდ, 2020 წლამდე შემცირებული დაფინანსება მაინც ექნება.

მედიკამენტების შეძენის მიმართულებით ჩვენმა მთავრობამ გლობალურ ფონდთან იმუშავა. მათ ვთხოვეთ, რომ შესაძლებლობა მოეცათ გამოგვეყენებინა იგივე მექანიზმი. ამას უწოდებენ გაერთიანებული შესყიდვის მექანიზმს. ის გლობალურ ფონდს აქვს იმ ქვეყნებისთვის, რომლებშიც მუშაობს. ეს მექანიზმი გულისხმობს, რომ ცალკეული ქვეყნისთვის კი არ ხდება მედიკამენტების შესყიდვა, არამედ ქვეყნებისთვის ერთად, მთლიანად, რაც ფასის მნიშვნელოვან ეკონომიას იწვევს. ამ მექანიზმით სარგებლობის უფლება ჩვენ კვლავ გვაქვს. შარშან სახელმწიფო სახსრებით რომ ვიყიდეთ პირველი რიგის მედიკამენტები, ვისარგებლეთ ისევ ამ შეღავათიანი მექანიზმით, რომელიც ხარისხსაც უზრუნველყოფს.“

საზოგადოებისთვის აუცილებელია იფორმირება იმ პროგრამების არსებობსაზე რომელიც ფუნქციონირებს  საქართველოში აივ ინფექციის/შიდსის სამკურნალოდ  და პრევენციისთვის.

„თბილისი თაიმსს“ სახელმწიფო პროგრამების დეპარტამენტმა გეგმებზე და პრგრამებზე ინფორმაცია მიაწოდა:

აივ ინფოცირებაპროგრამები:

საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის პრევენციისა და მკურნალობის ღონისძიებებს ემსახურება საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N660 დადგენილებით დამტკიცებული „აივ ინფექცია/შიდსის მართვის“ სახელმწიფო პროგრამა, ასევე აივ ინფექცია/შიდსის პრევენციის ღონისძიებები გათვალისწინებულია ამავე დადგენილებით დამტკიცებულ „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისა“ და „უსაფრთხო სისხლის“ სახელმწიფო პროგრამებში.

„აივ ინფექცია/შიდსის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის 2016 წლის ბიუჯეტი შეადგენს 7,246.40 ათას ლარს.

გლობალური ფონდის შიდსის პროგრამის ფარგლებში 2016-2019 წლისთვის  გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებები:

აივ ინფექცია/შიდსის პრევენცია ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთა (ნიმე-ბი) შორის ზიანის შემცირების (შპრიცისა და ნემსის პროგრამა და მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა) პროგრამების მეშვეობით.

ასევე:

აივ ინფექცია/შიდსის მკურნალობის კომპონენტი გულისხმობს აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულებისათვის მეორე რიგის აივ მედიკამენტების შეძენას, სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მხარდაჭერას ( როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ დონეზე) , მათ შორის მონიტორინგისთვის საჭირო სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების შეძენას, შიდსის სამკურნალო მონაცემთა ბაზის ფუნქციონირების მხარდაჭერას. აღნიშნული აქტივობები ხორციელდება თბილისში, სამეგრელოში, აჭარაში, იმერეთსა და აფხაზეთში.

პენიტენციალურ სისტემაში პროგრამის ფარგელბში ხორციელდება პატიმართა ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება აივ–ზე, თანასწორთა განათლება (მეთოდი, რომლის საშუალებითაც თანასწორი ადამიანები, უზიარებენ ერთმანეთს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, ცოდნასა და უნარებს) , აივ ინფიცირებულთა სამედიცინო მეთვალყურეობა, სამედიცინო პერსონალის მომზადება/ტრენინგი, აივ ტესტირების ხარისხის ლაბორატორიული ხარისხის მონიტორინგი, საინფორმაციო მასალების და კონდომების დისტრიბუცია.

აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულთა ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის პროგრამა გულისხმობს პაციენტების ფსიქოლოგიურ კონსულტირებას თვითდახმარების ცენტრების ბაზაზე თბილისში, ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში, ასევე მათ სოციალურ რეაბილიტაციას არტ თერაპიის, ინგლისური ენისა და კომპიუტერული პროგრამების სწავლების გზით და სხვა პროგრამები.

რა გეგმები აქვს სახელმწიფოს 2017 წლისთვის აივ ინფექციის მკურნალობის მხრივ?

2017 წელს დაგეგმილია როგორც პირველი (100%), ისე მეორე რიგის (25%) აივ მედიკამენტების შესყიდვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.

ნინო მაზიაშვილი

ShareTweet

ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 
ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 

02/16/2022
“ექსპერიმენტორიუმი” –  ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში
ახალი ამბები

“ექსპერიმენტორიუმი” – ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში

01/28/2022
სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე
ახალი ამბები

სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე

01/19/2022
„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება

01/14/2022
მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი
ახალი ამბები

მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი

12/11/2021
ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია
ახალი ამბები

ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია

11/16/2021

საინტერესო

სუდანიდან საქართველოს 35-მდე მოქალაქის ევაკუაცია უკვე რამდენიმე დღეა ვერ ხერხდება

სუდანიდან საქართველოს 35-მდე მოქალაქის ევაკუაცია უკვე რამდენიმე დღეა ვერ ხერხდება

3 years ago
“საყდრისის ოქროს მაღაროს მოულოდნელი აფეთქების ფაქტმა საერთო დიდი შეშფოთება გამოიწვია”

საპატრიარქოში ემიგრანტებისთვის ბინების მშენებლობას არ ადასტურებენ

10 years ago
რა შენიშვნები აქვთ სტუდენტებს უმაღლეს სახელმწიფო სასწავლებლებთან?

რა შენიშვნები აქვთ სტუდენტებს უმაღლეს სახელმწიფო სასწავლებლებთან?

11 years ago
პირველი ოქტომბრიდან ტექდათვალიერების მესამე ფაზა ამოქმედდება

პირველი ოქტომბრიდან ტექდათვალიერების მესამე ფაზა ამოქმედდება

8 years ago

ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის „ფეისბუქის“ გვერდზე, დღეს, 18 აგვისტოს, 21:54 საათზე, ოსურ დიალექტზე პოსტი გამოქვეყნდა „Арцыд рæстæг“, რომელიც...

მეტის ნახვაDetails
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026
  • „ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა 08/18/2026
  • კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი 08/18/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by