როგორც ცნობილია, სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან 2015-2016 წლებში საჯარო სკოლებში წყლის ხარისხიანობიბის საკითხის შესწავლის მიზნით ჩატარებული შემოწმების შედეგები მოითხოვა.
სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიღებული პასუხების მიხედვით, გარკვული საჯარო სკოლების შესწავლის შედეგად, სკოლებში წყალმომარაგების მილსადენი სისტემების მოუწესრიგებლობის პრობლემა და, ზოგადად, სასმელი წყლის არავარგისიანობა გამოვლინდა.
იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაა დღეს ამ მხრივ საჯარო სკოლებში, „თბილისი თაიმსი“ სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა.
„აღნიშნული კვლევის საფუძველზე, სასმელად არავარგისი წყლის უმრავლესობა რეგიონის სკოლებში გამოვლინდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს მოვალეობა მსგავსი საკითხების შესწავლა და შემდგომ კონკრეტულ უწყებებზე ინფორმაციის მიწოდებაა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, საჯარო სკოლებში, რომლებშიც მსგავსი სიტუაცია იყო, მალევე შეუდგნენ წყალმომარაგების მილების შეცვლასა და სასმელი წყლის შემოწმება-გაკონტროლებას, შესაბამისად პრობლემა აღმოფხვრილია.”
ნინო ზარიძე
Discussion about this post