• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 1, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრთა ნაწილი მიიჩნევს, რომ 20 იანვრისთვის დაგეგმილი ყრილობა არალეგიტიმური იქნება

10 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
„ნაციონალურმა მოძრაობამ” პარტიის საარჩევნო სია დაამტკიცა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

“ნაციონალურ მოძრაობაში” პარტიის ყრილობასთან დაკავშირებით დაპირისპირება გრძელდება. პარტიის წევრთა ნაწილი მიიჩნევს, რომ 20 იანვრისთვის დაგეგმილი ყრილობა არალეგიტიმური იქნება.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რაიონული და საქალაქო ორგანიზაციების თავმჯდომარეები, თბილისის რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები და 2016 წლის საპრალამენტო არჩევნების მაჟორიტატორბის კანდიდატები ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

”2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო კამპანია ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტაციის პარლამენტში შესვლის წინააღმდეგ, რამაც სერიოზულად დააზიანა მთლიანად ”ნაციონალური მოძრაობა”. ამავდროულად, ნაცვლად თავისუფალი კონკურენციის პირობებში შიდა პოლიტიკური დებატების მკაფიო, გამჭვირვალე წესებზე დაფუძნებული პროცესისა, პარტიის ლიდერების ნაწილის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ პარტიის წესდებისა და პოლიტიკური საბჭოს მიერ დადგენილი წესის გვერდის ავლით ცილისმწამებლური კამპანიის პირობებში ჩატარდეს ყრილობა და წარიმართოს მისი მოსამზადებელი პროცესი.
”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს მიერ 30 ნოემბერს მიღებული ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მეშვიდე პარტიული ყრილობისა და დელეგატების შერჩევის წესის” თანახმად, ყრილობის დელეგატების რაოდენობა 7 000-ით განისაზღვრა. ამავე წესის 3.3 მუხლის მიხედვით, ყრილობის დელეგატობის კანდიდატებს ურთიერთშეთახმების საფუძველზე შეარჩევს პარტიის რაიონული გაერთიანების თავმჯდომარე და საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხდება შეთანხმება პარტიის რაიონულ/საქალაქო თავმჯდომარეებსა და მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის ამავე წესის 3.5 მუხლის მიხედვით, ყრილობის დელეგატების დასადგენად მოწვეული უნდა იქნას რაიონული კონფერენციები. დღეისთვის არ არის განსაზღვრული როგორ და რა წესით ხდება დელეგატთა შესათანხმებლად პარტიული კონფერენციების მოწვევა, ყრილობის დელეგატების შერჩევა, როგორ დგება ყრილობის დღის წესრიგი, როგორ განისაზღვრება ყრილობაზე ხმის მიცემისა და დათვლის პროცედურა. აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთ რაიონში დელეგატთა შერჩევა უკვე მიმდინარეობს პოლიტსაბჭოს 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების დარღვევით. ამასთან, არ მოხდა ყრილობის ჩატარების საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობის და ფუნქციონირების წესის განსაზღვრა პოლიტსაბჭოს მიერ მიღებული წესის 5.2 მუხლის მიხედვით. ამ პრობლემის მოსაგვარებლად შეთავაზებულ იქნა პოლიტსაბჭოს სხდომის გამართვა, მაგრამ პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილის მიერ გამოცხადებული ბოიკოტის გამო სხდომა ვერ ჩატარდა ქვორუმის არ არსებობის მიზეზით. ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყრილობის ჩატარების თარიღამდე ძალიან ცოტა დრო რჩება, თუმცა, არ ჩანს ქმედითი ნაბიჯები და აღარ რჩება დრო ამ პრობლემების მოსაგვარებლად. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური საბჭოს მიერ მიღებული წესის დარღვევებით შექმნილი ”საორგანიზაციო კომისიისა” და მათი მხარდამჭერების მიერ არჩეული გზით შეუძლებელია 2017 წლის 20 იანვარს ლეგიტიმური, იურიდიულად გამართული და სათანადოდ ორგანიზებული ყრილობის ჩატარება”, – ნათქვამია ”ნაციონალური მოძრაობის” განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: სერგო რატიანი, ელენე ხოშტატია, მამუკა ჩიქოვანი, ლევან ბობოხიძე, აკმამედ იმამკულიევი, დათო ჟღენტი, ტარიელ ლონდარიძე, დავით ნაფეტვარიძე, ბესიკ კვიციანი, ლაშა დამენია, ვახტანგ დარცმელიძე, გიორგი თევდორაძე, დავით ჯინჯოლავა, არსენ კარაპეტიანი, სიმონ პარუნაშვილი, ირაკლი აბესაძე, ვახტანგ ქვათაძე, დავით დაღელაშვილი, გელა დემეტრაძე, ირაკლი დვალი, ბესიკ ბექაური, კახა დეკანაძე, ვაჟა ჩიტაშვილი, გიორგი ხახნელიძე, ზაზა კედელაშვილი, გიორგი ვაჟბედაშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ზურაბ ჯიბუხია და სხვები.

Share2Tweet1

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

აღმაშენებლის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

აღმაშენებლის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

8 years ago
“დიდი პრობლემაა ოჯახში ავტორიტეტის არყოლა” – ფსიქოლოგი ნინო თოფურია მოზარდებში გახშირებულ აგრესიაზე

“დიდი პრობლემაა ოჯახში ავტორიტეტის არყოლა” – ფსიქოლოგი ნინო თოფურია მოზარდებში გახშირებულ აგრესიაზე

9 years ago
„81 ყოფილი თანამდებობის  პირი სამამართლომ  უკვე  დამნაშავედ  სცნო“ – ეკა ბესელია

ბესელია კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის

8 years ago
დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

9 years ago

ახალი ამბები

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა
ახალი ამბები

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მრევლს მნიშველოვან ინფორმაციას უზიარებს. როგორც ეპარქიის განცხადებაშია ნათქვამი, უწმიდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის...

მეტის ნახვაDetails
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

10/01/2026
ავარია კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა

ავარია კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026
  • მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა 10/01/2026
  • გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by