• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, September 6, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ქართულ კალათბურთს 2017 წელს სრული მხარდაჭერა ექნება

10 years ago
კატეგორია: სპორტი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„2017 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაწყებულია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა კალათბურთელებმა ისრაელში წარმატებულად იასპარეზონ და ასახელონ საქართველო” – განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ილიას ზუროსთან, ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ მიხეილ გაბრიჩიძესთან და გენერალურ მდივან გიორგი ქართველიშვილთან სამინისტროში 16 იანვარს გამართულ შეხვედრაზე.

სამინისტროში შეაჯამეს 2016 წლის შედეგები და ეროვნული ნაკრების მიღწევები, ასევე ისაუბრეს კალათბურთელთა ნაკრების სამომავლო გეგმებსა და 2017 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპზე. ყურადღება გამახვილდა მომავალი, 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ახალ შესარჩევ ეტაპზეც, სადაც საქართველოს ნაკრები მიმდინარე წლის ნოემბრიდან ჩაერთვება.

“ამ შეხვედრაზე პირველ რიგში შევაჯამეთ 2016 წელი, რომელიც ცალსახად წარმატებული იყო ჩვენი კალათბურთელებისთვის. სწორედ ამიტომაც, კალათბურთის ეროვნული ნაკრები დასახელდა 2016 წლის საუკეთესო გუნდად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ყოველწლიურ დაჯილდოების ცერემონიაზე. ქართველმა კალათბურთელებმა გულშემატკივრის გული კიდევ ერთხელ მოიგეს და ზედიზედ მეოთხედ გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე.

ასევე ვისაუბრეთ 2017 წლის გეგმებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენმა კალათბურთელებმა წარმატებულად იასპარეზონ. ამისათვის მზადება დღეიდანვე დავიწყეთ კალათბურთის ფედერაციასთან და ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ერთად. სამინისტრო მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ჩვენს კალათბურთელებს იმისათვის, რომ გუნდი საუკეთესოდ მოემზადოს, მაღალ დონეზე შეხვდეს ევროპის ჩემპიონატს და ასახელოს საქართველო.

ზაზა ფაჩულია რა თქმა უნდა, გამორჩეული სპორტსმენი და პიროვნებაა, რომელიც თითოეულ ჩვენგანში სიამაყის გრძნობას იწვევს და სამაგალითოა ყველა სპორტსმენისთვის. ზაზამ სწორი არჩევანი გააკეთა და იმედია ეს არჩევანი მას როგორც NBA-ს ჩემპიონობით, ასევე ყველა ვარსკვლავის მატჩში თამაშით დაუფასდება. რა თქმა უნდ,ა თითოეული ჩვენგანი თითო ხმას არ დავიშურებთ იმისათვის, რომ ზაზამ წარმოადგინოს საქართველო ამ ძალიან მნიშვნელოვან ფორუმზე.” – განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

მიხეილ გაბრიჩიძე: “ილიას ზუროსი საქართველოში ხანმოკლე სამუშაო ვიზიტით იმყოფება. მადლობას ვუხდით ბატონ მინისტრს მიღებისათვის და ასეთი საინტერესო საუბრისათვის. სახელმწიფოს დახმარების გარეშე, რა თქმა უნდა ძალიან რთული იქნებოდა ქართული კალათბურთის და ზოგადად სპორტის განვითარება.

ასე რომ, მადლობას ვუხდით მთავრობას მხარდაჭერისათვის. შეხვედრა მართლაც საინტერესო გამოდგა, განვიხილეთ გასული წლის შედეგები და მიმდინარე წლის გეგმები. სახელმწიფოსთან ერთად მაქსიმალურად ვიზრუნებთ კალათბურთის პოპულარიზაციისათვის, ვიწყებთ მზადებას ევრობასკეტისათვის და ასევე ძალზე მნიშვნელოვანია, რომ 2017 წლის ნოემბრიდან პირველად ჩავერთვებით მსოფლიო თასის გათამაშების შესარჩევ ეტაპზე.”

ილიას ზუროსი: “დიდი მადლობა როგორც სპორტისა და ახალგარდობის საქმეთა სამინისტროს, ასევე საქართველოს კალათბურთის ფედერაციას. გასულ სეზონზე ჩვენ, ერთი მთლიანი გუნდის პრინციპით ვიმუშავეთ და წარმატებული შედეგიც გვქონდა.

2017 წელს ჩვენ ყველანი ერთად წარმოვადგენთ საქართველოს ევრობასკეტზე, გუნდური მუაშაობა აუცილებლად გაგრძელდება, რადგან სხვანაირად გაგვიჭირდება მაღალი მიზნებისათვის ბრძოლა. რა თქმა უნდა, ყველანი ერთად მხარს ვუჭერთ ზაზა ფაჩულიას, ვფიქრობ მან დაიმსახურა NBAა-ს ყველა ვარსკვლავის მატჩში თამაში”.

ევრობასკეტ 2017-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ისრაელის ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები უკრაინა, ისრაელი, ლიტვა, იტალია და გერმანია იქნებიან. ევროპის ჩემპიონატის სტარტს 31 აგვისტოს აიღებს, 6-გუნდიანი ჯგუფიდან პლეი ოფში, ანუ მერვედფინალში 4 საუკეთესო გადის. პლეი ოფის მატჩები თურქეთის ქალაქ სტამბოლში გაიმართება, სადაც მოსახვედრად საქართველოს ნაკრებიც იბრძოლებს.

ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრების წინ, საქართველოს ეროვნული ნაკრები 13-15 აგვისტოს თბილისში ტრადიციულ მერიის თასზე იასპარეზებს, სადაც ისლანდიის, ბელგიისა და ჩეხეთის ნაკრებებს შეხვდება, ეროვნული გუნდი ასევე  მონაწილეობას მიიღებს ლიტვისა და საბერძნეთის საერთაშორისო ტურნირებზე, ჯამში საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრობასკეტზე გამგზავრების წინ 9 მატჩს გამართავს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტზე თამაშის უფლება ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა.

შეხვედრის შემდეგ, მინისტრმა კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან და ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ერთად ზაზა ფაჩულიას მხარდამჭერ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. ფოტოსესიას სპორტული მედიის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „გოლდენ სტეიტ უორიორზის” ცენტრი ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყველა ვარსკვლავის მატჩში მოსახვედრად იბრძვის, ხმის მიცემის პროცედურა 17 იანვრამდე გრძელდება და გულშემატკივართა აქტივობისათვის 16 იანვარი ბოლო დღეა. საბოლოო შედეგები 20 იანვარს გამოქვეყნდება, “ყველა ვარსკვლავის მატჩი” კი 19 თებერვალს ნიუ ორლეანში ჩატარდება.

ShareTweet

ახალი ამბები

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია
ახალი ამბები

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026
დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია
ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026
“ნიცა არც მოდელია, არც კინოვარსკვლავი, მაგრამ…” – უცხოურმა გამოცემამ კვარას მეუღლეს ვრცელი სტატია მიუძღვნა
ახალი ამბები

“ნიცა არც მოდელია, არც კინოვარსკვლავი, მაგრამ…” – უცხოურმა გამოცემამ კვარას მეუღლეს ვრცელი სტატია მიუძღვნა

01/02/2026
„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა
ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა

12/02/2025
დაკავებულია 28 წლის კაცი, რომელიც 16 წლის გოგოს თბილისის საროსკიპოში მეძავად ამუშავებდა
ახალი ამბები

დაკავებულია 28 წლის კაცი, რომელიც 16 წლის გოგოს თბილისის საროსკიპოში მეძავად ამუშავებდა

10/29/2025
ᲡᲐᲡᲬᲐᲣᲚᲘ ᲑᲣᲠᲗᲗᲐᲜ 10 ᲨᲔᲮᲔᲑᲘᲗ – ᲛᲘᲥᲐᲣᲢᲐᲫᲘᲡ 20 ᲒᲝᲚᲘ TOP 5-ᲨᲘ
ახალი ამბები

ᲡᲐᲡᲬᲐᲣᲚᲘ ᲑᲣᲠᲗᲗᲐᲜ 10 ᲨᲔᲮᲔᲑᲘᲗ – ᲛᲘᲥᲐᲣᲢᲐᲫᲘᲡ 20 ᲒᲝᲚᲘ TOP 5-ᲨᲘ

03/16/2025

საინტერესო

ზუგდიდში ქვეითთა გადასასვლელზე ავტომობილი დედა-შვილს დაეჯახა

ზუგდიდში ქვეითთა გადასასვლელზე ავტომობილი დედა-შვილს დაეჯახა

3 years ago
რას მოიცავს პროექტი – „ქართული მანჰეტენი“?!

რას მოიცავს პროექტი – „ქართული მანჰეტენი“?!

11 years ago

ფინანსთა სამინისტროსთან არსებული აუდიტის საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა

11 years ago

აშშ: “საქართველოს მოწინავე პოზიცია აქვს ქალთა უფლებების გაძლიერების თვალსაზრისით”

11 years ago

ახალი ამბები

თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს

09/06/2026

თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, რომლის დროსაც ფოტოგრაფმა მას წითელი ხალიჩის დატოვებას სთხოვდა, რადგან ამავე დროს იქ ჯორჯინა...

მეტის ნახვაDetails
კათოლიკოს-პატრიარქი შიო III: უფლის რწმენა ჩვენს გულში არის გასაღები, რომელიც ხსნის საღვთო სიკეთეების დიდ საუნჯეს

კათოლიკოს-პატრიარქი შიო III: უფლის რწმენა ჩვენს გულში არის გასაღები, რომელიც ხსნის საღვთო სიკეთეების დიდ საუნჯეს

09/06/2026
საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის მსურველთა რეგისტრაცია იწყება – დეტალები

საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის მსურველთა რეგისტრაცია იწყება – დეტალები

09/06/2026
გორში მანქანა სკოლის მოსწავლეს დაეჯახა – ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა

გორში მანქანა სკოლის მოსწავლეს დაეჯახა – ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა

09/06/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს 09/06/2026
  • კათოლიკოს-პატრიარქი შიო III: უფლის რწმენა ჩვენს გულში არის გასაღები, რომელიც ხსნის საღვთო სიკეთეების დიდ საუნჯეს 09/06/2026
  • საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის მსურველთა რეგისტრაცია იწყება – დეტალები 09/06/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by