• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად გაურთულებს სიგარეტის მოხმარებას სკოლის მოსწავლეებს“ – ვახტანგ ჭარაია

10 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
„ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად გაურთულებს სიგარეტის მოხმარებას სკოლის მოსწავლეებს“ – ვახტანგ ჭარაია
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

2017 წელი ქვეყანაში ახალი რეგულაციებით დაიწყო. საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი გასამმაგდა. განსხვავებული სურათია ჰიბრიდულ ავტომობილებზე, რომლებზეც ფასი შემცირდა. გარემოსდამცველები  ამ ცვლილებას მიესალმებიან. რეგულაციები შეეხო თამბაქოს ინდუსტრიასაც.

„თბილისი თაიმსი“  განბაჟებისა და თამბაქოს აქციზის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორს, ეკონომიკის დოქტორს, პროფესორ ვახტანგ ჭარაიას ესაუბრა.

როგორ შეაფასებთ ავტომობილების განბაჟების ახალ რეგულაციებსა და ტარიფებს,რომლებიც ძალაში 2017 წლიდან შევიდა?

– მართალია ცალკეული ბიზნეს ჯგუფები ამ ინიციატივით შეიძლება დაზარალდნენ, თუმცა მთლიანობაში მოძველებული და გაუმართავი ავტომობილების განბაჟების გართულებაში მე პრობლემებს ვერ ვხედავ. თუმცა, აუცილებელია, რომ კერძო ავტომობილების შეძენის გაძვირების პარალელურად, ადეკვატურად განვითარდეს მუნიციპალური ტრანსპორტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გავაუარესებთ ადგილობრივი მოსახლეობის საარსებო პირობებს: გავუძვირებთ ცხოვრებას და არ შევთავაზებთ ალტერნატივას…

ამასთან ერთად, ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ მომენტზე, რომ ავტომობილების ვარგისიანობას არა მხოლოდ მისი ასაკი, არამედ სხვა პარამეტრებიც განსაზღვრავს. ჩვენს შემთხვევაში აქცენტი აღებულია მხოლოდ მანქანის ასაკზე, არადა ბევრი ცნობილი ბრენდის (მაგ.: მერსედესი, ლექსუსი, ტოიოტა) “დაბერებული” ავტომობილი, მათი გამძლეობით, კომფორტით და ეკოლოგიურობით ბევრად სჯობნის შედარებით ახალ, თუმცა “მეორეხარისხოვან” ავტომობილებს (მაგ.: ჟიგული, ვოლგა, ლადა და სხვ.).

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების თქმით, რეგულაციები მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას გააუარესებს, თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად მტკინვეული იქნება მოსახლეობისთვის მთავრობის ახალი გადაწყვეტილება?

– გარკვეულ სირთულეებს ეს შექმნის, თუმცა არა ისეთს, რომ ქვეყნის ეკონომიკა შეირყეს, როგორც ამას ოპოზიციური პარტიები და პოლიტიკოსები წარმოაჩენენ. ამ ნაბიჯის გადადგმა საჭირო იყო, თუმცა გარკვეული დეტალები გასაუმჯობესებელია და დასახვეწი, რაც დროთა განმავლობაში სავარაუდოდ დარეგულირდება.

ახალი რეგულაციები შეეხეო თამბაქოსაც, როგორ შეაფასებთ გადასახადის ადმინისტრირებას,რამდენად სწორად ხდება და თქვენი შეფასებით, როგორ იმოქმედებს ფასების ზრდა კომპანიებზე, ბიუჯეტსა და მომხმარებლებზე?

– აბსოლუტურად მივესალმები თამბაქოს აქციზზე ფასების გაზრდას, რადგანაც მოსახლეობის მიერ თამბაქოს მოხმარებაში არავითარ სარგებელს არ ვხედავ. ამასთან ერთად, ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად გაურთულებს სიგარეტის მოხმარებას სკოლის მოსწავლეებს და სტუდენტებს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი გაუაზრებლად ხდება ნიკოტინ-დამოკიდებული. ამავდროულად, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მაინც გააგრძელებს სიგარეტების მოხმარებას, რაც საბიუჯეტო შემოსავლებს არათუ შეამცირებს, არამედ შესაძლოა გაზარდოს კიდევაც.

ავტომობილების და სიგარეტის აქციზების გაზრდისაგან განსხვავებით, მე ვერ მივესალმები ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდას, რაც მოსახლეობის უდიდეს ნაწილზე ნეგატიურ ასახვას ჰპოვებს, მათ შორის სურსათზე ფასების გაძვირების ჭრილშიც.

მითუმეტეს როდესაც მოსალოდნელია ნავთობზე ფასების მომდევნო ზრდა, ხოლო მისი შემცირება საერთაშორისო ბაზარზე არაადეკვატურად იყო ასახული ქართულ რეალობაში და მოსახლეობამ თუ ბიზნესმა შესაბამისად, ვერ იხეირა მათთვის ამ პოზიტიური მოვლენით.

ნათია კეკენაძე

Share1Tweet1

ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025

საინტერესო

„ნეტა რას მიპასუხებ, რომ შეგეკითხები… ჩვენს გიოს რატომ გაუშვი ხელი“ – მამის ემოციური პოსტი

„ნეტა რას მიპასუხებ, რომ შეგეკითხები… ჩვენს გიოს რატომ გაუშვი ხელი“ – მამის ემოციური პოსტი

3 years ago
20 წლის კურიერი გოგონა, რომელიც ავარიაში მოყვა, გარდაიცვალა

20 წლის კურიერი გოგონა, რომელიც ავარიაში მოყვა, გარდაიცვალა

3 years ago
„ოცნება“ თვალსა და ხელს შუა ისე გაქრება, როგორც ავტობუსებით ჩამოყვანილი ხალხი გაქრა რუსთაველზე – ნინო ლომჯარია

„ოცნება“ თვალსა და ხელს შუა ისე გაქრება, როგორც ავტობუსებით ჩამოყვანილი ხალხი გაქრა რუსთაველზე – ნინო ლომჯარია

2 years ago

გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებს

11 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by