• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, May 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„კონკურსი “წიგნიერი და პატრიოტი თაობა” ძირეულ ცოდნას გვაწვდის მსოფლიო რელიგიებზე“ – დავით კაპანაძე

9 years ago
in კატეგორიის გარეშე, რელიგია
A A
„კონკურსი “წიგნიერი და პატრიოტი თაობა” ძირეულ ცოდნას გვაწვდის მსოფლიო რელიგიებზე“ – დავით კაპანაძე
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ინტელექტუალური კონკური – “წიგნიერი და პატრიოტი თაობის“ პირველი სემესტრი ფინალური შეჯიბრებითა და დაჯილდოვებით დასრულდა. კონკურსში ჩართულ თბილისის 40-მდე საჯარო სკოლის,  200-მდე მეათე კლასის მოსწავლეს შორის  საკუთესოს სტატუსი 65-ე სკოლამ და მისმა გუნდმა მოიპოვა. გამარჯვებულ გუნდსა და საუკეთესო ტესტის შედეგების მქონე მოსწავლეს ბაკურიანში სამდღიანი საგზური გადაეცათ.

„თბილისი თაიმსთან“ საუბრისას კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული დავით კაპანაძე ამბობს, რომ პროექტში მონაწილეობით მსოფლიო რელიგიების შესახებ ძირეული ცოდნა და უდიდესი გამოცდილება შეიძინა, რაც სამომავლოდ მის წარმატებულობას განსაზღვრავს.

„ეს კონკურსი და ადგილი უფრო მეტი გახდა ჩემთვის, ვიდრე ჩვეულებრივი სასწავლებელი. აქ არათუ შევისწავლე მრავალი ინფორმაცია სხვადასხვა რელიგიების შესახებ, გავიცანი ის  ადამიანები, რომლებიც უკვე დიდ როლს ასრულებენ ჩემს ცხოვრებაში და მათთან გატარებული ეს დრო ყოველთვის  ბედნიერად გამახსენდება.

“წიგნიერი და პატრიოტი თაობა” ძირეულ ცოდნას გვაწვდის მსოფლიო რელიგიებზე, მათ განშტოებებსა და სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანთა წეს–ჩვეულებებზე. თითოეულ კვირას გამოყოფილი დრო გვყოფნის იმისათვის, რომ სრულად შევიმეცნოთ ყოველივე ეს. ამასთანავე  ცოდნის განსამტკიცებლად  გვიტარდება ტესტირებები და წარმოვადგენთ ჩვენ მიერ გაკეთებულ პრეზენტაციებს, რაც დიდი გამოცდილებაა  მომავლისთვის. რაც შეეხება შეჯიბრებებს , იგი გვაძლევს სტიმულს სწავლისა და გვხდის კონკურენტუნარიანებს. ამ თვისებების ჩამოყალიბება კი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდისთვის. ყოველთვის ვურჩევ ჩემს თანატოლებს, რომ ჩაერთონ ამ პროექტში,  რადგან მათ აქვთ შესაძლებლობა შეიძინონ ბევრი ნამდვილი მეგობარი და დიდი გამოცდილება, რომელიც სამომავლოდ ცხოვრების გზაზე მათთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება,“-აღნიშნა დავითმა.

კონკურსს  “წიგნიერი და პატრიოტი თაობა” დავითიანნის არაფორმალური განათლების ცენტრი ახორციელებს, რომლის ძირითად მიზნებსა და ამოცანებზე „თბილისი თაიმსს“ ცენტრის ხელმძღვანელი ნიკა ცხომელიძე ესაუბრა:

„ჩვენი სასწავლო ცენტრი, უკვე ათწლიანი გამოცდილებით, ძალიან საინტერესო პროექტებს ასრულებს ახალგაზრდებში. პროექტში ჩართულები არიან სკოლის მოსწავლეები. მათ უტარდებათ სხვადასხვა თემებზე ტრენინგები და ლექცია-სემინარები. ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება რელიგიების ისტორიის სწავლებაა. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი მეტად მნიშვნელოვანია არა მარტო ახალგაზრდებში, არამედ საერთოდ საზოგადოებაში.

ჩვენ ვცხოვრობთ ინტერრელიგიურ და ინტერეთნიკურ ქვეყანაში, უამრავი რელიგიისა და ტრადიციის მოქალაქესთან გვაქვს ურთიერთობა სხვადასხვა დონეზე და ვფიქრობ, რომ ცოდნა საკუთარი და სხვისი რელიგიის ისტორიისა და კულტურისა, ხელს კი არ შეუშლის ურთიერთობებს, არამედ უფრო წარმატებულს გახდის. ადამიანში ქსენოფობის დასაძლევად და ტოლერანტობის ჩამოსაყალიბებლად საუკეთესო საშუალებაა იმ კუთხით განათლების მიცემა, რომელიც აღნიშნული პრობლემების მოგვარებას ცოტათი მაინც შეუწყობს ხელს. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი, რომ ახალგაზრდებს ვასწავლოთ ტოლერანტობა და დავძლიოთ გაუცხოება.

უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენს პროექტში ჩართულია განსხვავებული რელიგიის აღმსარებელი მოსწავლეები და არანაირი პრობლემა არ აქვთ მათ თანატოლებთან და სასწავლო პროგრამასთან.  აქვე მივუთითებ იმასაც , რომ რელიგიების ისტორიის სწავლება, რელიგიურ უმცირესობებს განსაკუთრებით უნდა აინტერესებდეთ, რადგან უფრო მეტი ადამიანი გაიგებს მათ შესახებ, მათი ისტორიისა და მოძღვრების შესახებ, რა თქმა უნდა, იგულისხმება ობიექტური სწავლება და არა ინდოქტრინაცია და პროზელიტიზმი, “-აღნიშნა მან.

ბატონმა ნიკამ კონკურსის პირველი ეტაპი დადებითად შეაფასა, 65-ე სკოლას გამარჯვება მიულოცა და სამომავლო გეგმებიც გაგვანდო:

„წლევანდელი პროექტი ორეტაპიანია, ამავდროულად ის გულისხმობს კონკურსს და მასში ჩართულია თბილისის 40– მდე საჯარო და რამდენიმე კერძო სკოლის 200– მდე მეათე კლასის მოსწავლე.

პირველ ეტაპზე კონკურსანტებმა გაიარეს ტრენინგები და ლექციები რელიგიების ისტორიასა და ფსიქოლოგიაში. ამზადებდნენ პრეზენტაციებს მათთვის საინტერესო სხვადასხვა საკითხზე, წერდნენ ტესტირებებსა და გამოვლინდნენ ფინალისტები, რომელთა შორისაც ჩატარდა ინტელექტუალური კონკურსი და გამოვლინდა გამარჯვებული სკოლა – 65-ე საჯარო სკოლა. ვისარგებლებ შემთხვევით და მივულოცავ გამარჯვებას. გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სამდღიანი მოგზაურობით ბაკურიანში და ძალიან კარგი დროც გაატარეს.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ვიწყებთ მეორე სემესტრს, სადაც რელიგიების ისტორიის გარდა იგეგმება  კიდევ სხვა აქტივობები, ტრენინგები და საინტერესო შეხვედრები, რომელსაც პერიოდულად გავაცნობთ საზოგადოებას. აქვე დავამატებ, რომ მეორე სემესტრში გამარჯვებული  გუნდები მოიპოვებენ ტაო–კლარჯეთის საგზურებს.“

გამარჯვებული გუნდის წევრის, დავით კაპანაძის მშობელმა ჩვენთან საუბრისას ხაზი გაუსვა ამ პროექტისა და ზოგადა რელიგიური განათლების როლს ბავშვისთვის სწორი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების საქმეში.

„ნებისმიერი მშობლისათვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია მისი შვილის გონებრივი განვითარება და ზოგადი განათლების მიღება, სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობა ძალიან სასიხარულოა. რელიგიური განათლება, ჩემი აზრით , განსაკუთრებულად ხელს შეუწყობს ჩემი შვილის წარმატებებს, სწორი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებასა და ზნეობრივ ფორმირებას ცხოვრების  გზაზე რთულ და კრიტიკულ სიტუაციებში.  „დავითიანნი“ არის მისთვის გზამკვლევი სწორად ცხოვრებისათვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამშობლოსა და რწმენის სიყვარულით განმსჭვალული თაობა. აღსანიშნავია, რომ აქ სწავლა ბავშვებისათვის არ ატარებს რუტინულ ხასიათს, დატვირთულია მათთვის სახალისო აქტივობებით, აქვთ საშუალება ურთიერთობისას განუვითარდეთ სოციალური უნარები. ბედნიერებაა იმის განცდა, რომ ჩემმა შვილმა საფუძვლიანად ისწავლა და შეიმეცნა მართლმადიდებლური საწყისები. სწორედ მართლმადიდებელი რელიგია არის ის ფენომენი, რამაც დღემდე მოიყვანა ქართველი ერი და გადაარჩინა სრულ ფიზიკურ და სულიერ განადგურებას. ყოველივე ამისათვის მადლობას ვუხდი პროექტის თითოეულ ორგანიზატორს და ვუსურვებ შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად ბევრი ახალგაზრდის ჩაბმას, ამ მართლაც რომ ერისათვის მნიშვნელოვან საქმეში.“- აღნიშნა  გიორგი კაპანაძემ.

საჭიროა თუ არა  მოსწავლემ იცოდეს საკუთარი და განსხვავებული რელიგიების  ისტორია?  როგორ უნდა იქნეს მიწოდებული  „რელიგია“ როგორც საგანი სკოლის მოსწავლეებისთვის, ისე რომ გამოირიცხოს სასწავლო დაწესებულებაში ინდოქტრინაციის საფრთხე? უკვე კარგა ხანია, რაც ეს  კითხვები საზოგადოებაში საკმაოდ მწავავედ ისმის. აღნიშნულ საკითხთან დაკაშირებით სამების ლავრის მღვდელმსახურს არქიმანდრიტ  იოანე მჭედლიშვილს გავესაუბრეთ:

„თავისთავად, როდესაც ქვეყნის მთავრობის აბსოლიტური უმრავლესობა აღიარებს ღმერთს და სწამს მისი, არც უნდა ჩნდებოდეს კითხვა იმის შესახებ, რომ უნდა ისწავლებოდეს თუ არა რელიგიების ისტორია სკოლებში… მაგრამ ,ზოგადად, რელიგის შესწავლა, როგორც რელიგიის ისტორიისა სხვაა და იმ რელიგიის რომელიც გწამს სხვანაირი შესწავლა უნდა. მითუმეტეს, რომ ეს ევროპაშიც აღიარებული პრაქტიკაა… მაგალითად: ბელგიაში სადმე მიყრუებულ სოფელშიც რომ უნდოდეს ბავშვს სწავლა, თუნდაც მართლმადიდებლური რელიგიისა (რომელიც ბელგიაში ერთ-ერთი სახელმწიფო რელიგიაა), ქვეყანა ვალდებულებას იღებს, რომ გაუგზავნოს იმ სოფელს პედაგოგი და ისწავლოს აღნიშნული რელიგია…

შესაძლებელია სხვადასხვა რელიგიების ისტორია ისწავლებოდეს როგორც საგანი და მეცნიერება, მაგრამ ის რელიგია, რომელსაც აღიარებს მოსწავლე ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ არ მოხდეს სკოლაში ინდოქტრინაცია სხვა აღმსარებლობის მოსწავლეებისა, ამიტომ მისი შესწავლა უფრო სიღრმისეულად თავად მოსწავლემ ოჯახის, მოძღვრისა და საკუთარი ძალისხმევით უნდა მოახერხოს,“- გვითხრა არქიმანდრიტმა იოანემ.

“წიგნიერი და პატრიოტი თაობის“ მეორე ეტაპზე მონაწილე ყველა სკოლის გუნდი განულებული ქულებით დაიწყებს ინტელექტუალურ მარათონს პირველი ადგილის მოსაპოვებლად. გამარჯვებულს კი წინ ტაო-კლარჯეთში მოგზაურება ელის.

სოფიკო ნინიკაშვილი

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი
ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ
ახალი ამბები

ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ

05/07/2026
საფრანგეთში ავარიას 30 წლის ქართველი ემსხვერპლა
კატეგორიის გარეშე

საფრანგეთში ავარიას 30 წლის ქართველი ემსხვერპლა

05/07/2026
მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო – მეუფე ნიკოლოზი
ახალი ამბები

მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო – მეუფე ნიკოლოზი

05/07/2026
„სამი კანდიდატის წარდგენით დავინახეთ რეალობა და ყველაფერი უკვე ცხადია“ – გიორგი მიქანაძე მეუფე შიოზე
ახალი ამბები

„სამი კანდიდატის წარდგენით დავინახეთ რეალობა და ყველაფერი უკვე ცხადია“ – გიორგი მიქანაძე მეუფე შიოზე

05/08/2026
მეუფე შიო: მომდევნო კვირაში მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა, გთხოვთ, გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ღირსეულად ჩავატაროთ
ახალი ამბები

მეუფე შიო: მომდევნო კვირაში მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა, გთხოვთ, გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ღირსეულად ჩავატაროთ

05/06/2026

საინტერესო

თეთრი ღვინო წითელ პლანეტაზე – საქართველო მარსზე ვაზის გაშენებას გეგმავს

თეთრი ღვინო წითელ პლანეტაზე – საქართველო მარსზე ვაზის გაშენებას გეგმავს

7 years ago

ირაკლი ღარიბაშვილი „კახური ღვინის მარანში” ყურძნის გადამუშავების პროცესს დაესწრო

11 years ago

ქიმიური იარაღების სპეციალისტები დამასკოში იმყოფებიან

13 years ago
მაღალმთიანი დასახლებების ნუსხას  37 სოფელი დაემატება

მთავრობა საცხოვრებელ ფართს საკუთრებაში კიდევ 240 დევნილ ოჯახს გადასცემს

9 years ago

ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”
ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026

"ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში ინ­კა­სა­ტო­რე­ბის სა­ხე­ლით შე­სულ­მა ყა­ჩა­ღებ­მა, 3 ადა­მი­ანს ყუ­რე­ბი და თი­თე­ბი და­აჭ­რეს, რათა დიდი ფული...

Read moreDetails
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი” 05/10/2026
  • გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი 05/09/2026
  • ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი 05/08/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by