• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 2, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ებრაელი ერი „ფურიმს“- გამარჯვების დღესასწაულს აღნიშნავს

10 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
5
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

დღეს საქართველოში მცხოვრები ებრაული საზოგადოება „ფურიმის“ დღესასწაულს აღნიშნავს, რომელიც  ძვ.წ მე-5 საუკუნეში, სპარსეთში მცხოვრები ებრაელების გადარჩენის აღსანიშნავად დაწესდა.

„ფურიმი“-ეს გამარჯვების დღესასწაულია, ერთგვარი გაფრთხილება ისრაელის ყველა მტრებისთვის. მორწმუნეთათვის კი ლამაზი, მხიარული დღესასწაულია, რომელიც მამაცობისა და რწმენის მუდმივ წყაროს წარმოადგენს. ღმერთის მიმართ ებრაელი ერის ერთგულების გამოხატულებაა.

წინასწარმეტყველებისა და ხახმების მიერ აღწერილია ფურიმის დღესასწაულის მიზეზები და ხასიათი. ამ დღეს მორწმუნეები ოთხ მიცვას ასრულებენ:

  • მეგილის კითხვა;
  • ერთმანეთის დასაჩუქრება;
  • ღარიბების დასაჩუქრება;
  • ლხინი და მხიარულება.

ამ ოთხი მიცვის შესრულება სავალდებულოა როგორც მამაკაცებისათვის, ისე მანდილოსნებისათვისაც, რადგან ისინიც  მონაწილეობდნენ დღესასწულში.

აქვეა აღწერილი თუ როგორ უნდა გაუკეთონ საჩუქარი მორწმუნეებმა ერთმანეთსა და ღარიბებს. მამაკაცი უგზავნის თავის ამხანაგს, ქალი კი თავის მეგობარ ქალს ტკბილეულსა და გემრიელ საჭმელს, არა ნაკლებ ორი ულუფისა. ყველაზე ღარიბმა ებრაელმაც კი უნდა დაასაჩუქროს არა ნაკლებ ორი ებრაელისა. ამ დღეს სავალდებულოა წვეულების გამართვა უფლის სახელზე, რომელმაც ფურიმის სასწაული მოახდინა.

რაც შეეხება ლოცვათა თანმიმდევრობა ფურიმში ისეთივეა, როგორც ჩვეულებრივ დღეს, მაგრამ ემატება ლოცვა “მორდეხაისა და ესთერის დღეებში”.

ებრაულ საზოგადოებას ფურიმის დღესასწულას ულოცავს საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი  გაბრიელ მირილაშვილის. „თბილისი თაიმის“ უცვლელად გთავაზობთ მას:

„როგორც მოგეხსენებათ, ამ დღესასწაულის ისტორიული ფესვები მოდის უძველესი ეპოქიდან. ისტორიკოსთა ვარაუდით, ამბავი, რომელთანაც დაკავშირებულია იგი, უნდა მომხდარიყო 486-465 წლებს შორის ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ე. ი. თითქმის 2500 წლის წინათ, სპარსეთში. იმ დროს სპარსეთის იმპერიას განაგებდა თავისი სიძლიერითა და მრისხანებით განთქმული მეფე ახაშვეროში, რომლის მფლობელობაში შედიოდა 127 პროვინცია ინდოეთიდან ეთიოპიამდე. მისი პირველი მინისტრი და მოადგილე – ამანი ებრაელების დაუძინებელი მტერი იყო, განსაკუთრებით იმის გამო, რომ დიდმა ებრაელმა მეცნიერმა და მოაზროვნემ – მორდეხაიმ უარი განუცხადა მას სპარსთა სარწმუნეობის მიღებაზე, რაც იმ დროისათვის უდიდეს დანაშაულს წარმოადგენდა და დიდ სასჯელს იმსახურებდა. ამანმა ეს ამბავი მიიტანა მეფის ყურამდე. მეფე ახაშვეროშს შორსმჭვრეტელობა არ აკლდა და მან მორდეხაის ეს სიჯიუტე და საკუთარი სარწმუნოებისათვის თავდადება შეაფასა, როგორც ბუნებით ერთგული ადამიანის თვისება, მით უმეტეს რომ იგი საკუთარი სიცოცხლით იყო მისგან დავალებული.  ეს კიდევ უფრო აცოფებდა ბოროტ ამანს და იგი ნელ–ნელა, თანმიმდევრობით ადგენდა ებრაელთა სრული განადგურების ვერაგულ გეგმას.

და როცა თავისი ცოლის ერთი პატარა კაპრიზის გამო განრისხებულმა ახაშვეროშმა სიკვდილით დასაჯა იგი, მთელს იმპერიაში საგანგებოდ ჩატარებული ძებნის შემდეგ, საცოლედ მოუნახეს ყველაზე უმშვენიერესი ქალიშვილი – ესთერი, მორდეხაის ბიძაშვილი რომელიც ძალიან შეუყვარდა ახაშვეროშს. ამ ორი ადამიანის გამჩენისადმი ერთგულებამ და მათი ინიციატივით შესრულებულმა ებრაელთა გულმხურვალე ლოცვამ იხსნა ებრაელობა სრული განადგურებისაგან, მორდეხაი კი – ხეზე ჩამოხრჩობისა და მასხარად აგდებისაგან, ხოლო მორდეხაისთვის ამანის მიერ გამიზნული საშინელი სასჯელით დასჯილ იქნა თვითონ ამანი.

ისტორიას ახსოვს მრავალი ამანი, რომლებსაც ძველი სპარსეთის იმპერიის პირველი მინისტრის ბედი ეწიათ. ახსოვს ისტორიას, აგრეთვე მრავალი მორდეხაი, გამჩენისადმი, ებრაული რწმენისადმი დიდი სიყვარულითა და სამსახურით რომ საგმირო საქმეები ჩაუდენიათ და სიკვდილისაგან უხსნიათ თავიანთი ხალხი.

ჩვენო ძვირფასო დებო და ძმებო! ახლაც, ჩვენს დროში არსებობს არა ერთი და ორი ამანი, რომელთაც სწადიათ აღგავონ ებრაული სახელმწიფო პირისაგან მიწისა. ჩვენი ქვეყნის სამხედრო ძლიერებასთან ერთად, თორის სიყვარული, ათი მცნებისადმი ერთგულება ყოველთვის გაამარჯვებინებს ჩვენს ხალხს თუ-კი მტერი გაბედავს ჩვენი საზღვრების ხელყოფას. მაგრამ, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ გამჩენი აქამდე არ მიიყვანს საქმეს და ისევე ჩაფუშავს ისრაელიშვილებზე ამდგარი მტრების ზრახვებს, როგორც ამანის გეგმები ჩაიშალა. ამის იმედი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა!  იმედიან, ბედნიერ და მხიარულ ფურიმს გისურვებთ ყველას!“ -აღნიშნავს გაბრიელ მირილაშვილი თავის მილოცვაში.

წელს ფურიმის წვეულება სასტუმრო ,,ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართა, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდა მონაწილეობა მიიღეო სადღესასწაულო ტრაპეზში, სიმღერებსა და ცეკვებსი.   ასევე წაკითხულ იქნა მეგილათ ესთერი, ხოლო ბავშვებისთვის ჩატარდა გასართობი პროგრამა.

სოფიკო ნინიკაშვილი

Share2Tweet1

ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა
ახალი ამბები

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

09/30/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს

09/21/2026

საინტერესო

“გავაკეთებ ყველაფერს, რათა ჩვენმა მომავალმა თაობამ იცხოვროს უსაფრთხო და ერთიან საქართველოში”

გიორგი მღებრიშვილმა ბათუმში გასვლითი თათბირი ჩაატარა

10 years ago
სოსო ჯაჭვლიანი: “შემოვდივარ საკანონმდებლო წინადადებით”

სოსო ჯაჭვლიანი: “შემოვდივარ საკანონმდებლო წინადადებით”

11 years ago
ლარი დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა

ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა

11 years ago
უჩა ნანუაშვილმა ვაშინგტონში ოფიციალური შეხვედრები გამართა

უჩა ნანუაშვილმა ვაშინგტონში ოფიციალური შეხვედრები გამართა

12 years ago

ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო, ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს: " სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიო საპატრიარქოს...

მეტის ნახვაDetails
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო 10/02/2026
  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026
  • მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by